დადნა თუ არა იტალიაში სიცხისგან შუქნიშნები?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

92
VIEWS

18 ივლისს ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ფეისბუქ გვერდზე, ასევე ჯგუფებში (1,2,3) ნაწილობრივ დამწვარი შუქნიშნის ფოტო გავრცელდა. ყველა პოსტის აღწერაში ვხვდებით მტკიცებას, რომ ფოტო რომში, იტალიაშია გადაღებული. ერთ-ერთი პოსტის ავტორი კი ამ მოვლენას ევროპაში დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურას უკავშირებს. 

Screenshot 2023 07 20 104808 დადნა თუ არა იტალიაში სიცხისგან შუქნიშნები?

შუქნიშნის ფოტო მცდარი აღწერით ვრცელდება. ფოტო 2022 წელს მილანშია გადაღებული და შუქნიშანი არა იტალიაში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის, არამედ მის ქვემოთ მოპედის დაწვის გამო დადნა. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო ახალი არაა, ის 2022 წელს მილანშია გადაღებული. იტალიური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Open-ის მიხედვით, შუქნიშანი 25 ივლისს ნაწილობრივ მას შემდეგ დაიწვა, რაც მის ქვემოთ მდგარ მოპედს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაცია ორგანიზაციას ადგილობრივმა სახანძრო დეპარტამენტმაც დაუდასტურა. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტო მცდარი აღწერით არაერთხელ გავრცელებულა და სხვადასხვა დროს მას როგორც იტალიაში, ასევე ყირგიზეთსა და კენიაში დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურას უკავშირებდნენ. 

ივლისის თვეში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ნამდვილად დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ ანტიციკლონი “ქარონის” დამსახურებაა, რომელიც ევროპაში ჩრდილოეთ აფრიკიდან მოხვდა.

მაღალმა ტემპერატურამ და გვალვამ ესპანეთში ტყის ხანძრების გაჩენას შეუწყო ხელი, ხოლო საბერძნეთში ზოგიერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობა დროებით დაიხურა. რაც შეეხება იტალიას, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურის 48°C-მდე ზრდაა მოსალოდნელი, უჩვეულო სიცხეს მსხვერპლიც მოჰყვა

არქივის ლინკები: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist