ჩაურტყეს თუ არა რუმინეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეს “Русский военный корабль иди на хуй!-ის” შტამპი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.4k
VIEWS

16 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდმა ჩემი ქალაქი მკლავს გამოაქვეყნა რუსული პასპორტის ფოტო, რომელზეც “Русский военный корабль иди на хуй!-ის” წარწერის შტამპია ჩარტყმული. პოსტის მიხედვით, რუმინეთში რუსეთის მოქალაქე არ შეუშვეს და ასეთი ბეჭედი ჩაურტყეს.

Russkij voennyj korabl idi na huj ჩაურტყეს თუ არა რუმინეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეს “Русский военный корабль иди на хуй!-ის” შტამპი?

ფოტო შემდეგმა ქართულმა მედიასაშუალებებმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდებზე გამოაქვეყნეს: რუსთავი 2, Newposts.ge, TIA.GE, ODISHI TV, Mega TV • მეგა TV, რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi, News Agency ExpressNews – ექსპრესნიუსი, News Agency – DailyInfo.Ge, Mpress.ge. გარდა ამისა, ფოტო არაერთმა ფეისბუქ-გვერდმაც (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15) გაავრცელა. 

ფეისბუქ-გვერდები TIA.GE და ბაღდათი News წერენ, რომ მოქალაქე, რომელსაც შტამპი ჩაურტყეს რუმინეთში უკრაინიდან მიდიოდა. TIA.GE აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქე “უკრაინელმა მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს, პასპორტი კი ცნობილი ფრაზით დაუმშვენეს”.

ინფორმაცია, თითქოს რუსეთის მოქალაქე იგორ ზაბოტინს რუმინელმა მესაზღვრეებმა პასპორტში “Русский военный корабль иди на хуй!-ის” წარწერის შტამპი ჩაურტყეს, სიმართლეს არ შეესაბამება. რუმინეთის სასაზღვრო პოლიცია ამ დიზაინის შტამპის გამოყენებას უარყოფს, შტამპის გამოყენება უკრაინის სასაზღვრო სამსახურმაც უარყო და აღნიშნა, რომ მესაზღვრეები მხოლოდ ოფიციალურ შტამპს იყენებენ.

პასპორტი, რომლის ფოტოც აქტიურად ვრცელდება, უკრაინაში მცხოვრებ, რუსეთის მოქალაქეს – ჟურნალისტ იგორ ზაბოტინს ეკუთვნის. ის უკრაინიდან რუმინეთში შესვლას ცდილობდა და საზღვარზე პრობლემა შეექმნა. ზაბოტინმა პასპორტის ფოტოც თვითონვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რუმინეთში არ შეუშვეს და მესაზღვრეებმა ეს ბეჭედი ჩაურტყეს. მას არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნის მესაზღვრეებს გულისხმობს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პოსტის პირველ ნაწილში რუმინეთია ნახსენები, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბეჭედიც რუმინელმა მესაზღვრეებმა ჩაურტყეს. ზაბოტინმა იმის დასადასტურებლად, რომ არ იტყუებოდა პასპორტს ვიდეოც გადაუღო და დაწერა, რომ პორუბნეს სასაზღვრო პუნქტი 15 აგვისტოს გადაკვეთა.

Russkij voennyj korabl idi na huj1 ჩაურტყეს თუ არა რუმინეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეს “Русский военный корабль иди на хуй!-ის” შტამპი?

ზაბოტინმა პირველად ამ თემაზე პოსტი 16 აგვისტოს გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე უწევს დაძინება. მოგვიანებით მან დაწერა, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა მისი პასპორტი წაიღეს და უთხრეს, რომ ღამე უბაჟო ვაჭრობის პუნქტში (Duty Free) გაეტარებინა, მოგვიანებით კი დოკუმენტები რუმინელმა მესაზღვრეებმაც  გამოართვეს და უთხრეს, ღამე მათ სასაზღვრო პუნქტზე გაეტარებინა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” რუმინეთის სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდა. უწყებამ ოფიციალურ წერილში “Русский военный корабль иди на хуй!-ის” წარწერის შტამპის ჩარტყმა უარყო და აღნიშნა, რომ მესაზღვრეები ასეთ შტამპებს არ იყენებენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თუ კონკრეტული პირი რუმინეთში შესვლის საკანონმდებლო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მას ამ მიზეზების ჩამონათვალის ფორმას  ადგილზე გადასცემენ.

Russkij voennyj korabl idi na huj2 ჩაურტყეს თუ არა რუმინეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეს “Русский военный корабль иди на хуй!-ის” შტამპი?

რუმინეთის სასაზღვრო პოლიციამ გავრცელებული ინფორმაცია ტვიტერზეც უარყო.

Russkij voennyj korabl idi na huj3 ჩაურტყეს თუ არა რუმინეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეს “Русский военный корабль иди на хуй!-ის” შტამპი?

ამ თემაზე სტატია ევრონიუსმაც მოამზადა. ზაბოტინმა მათ უთხრა, რომ პორუბნე/სირეტის სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთას ცდილობდა, როცა პასპორტში ეს შტამპი ჩაურტყეს. მისი თქმით, უკრაინის საზღვრის პროცედურების გავლის შემდეგ, საბუთები რუმინელი მესაზღვრეებისთვის მოამზადა და შტამპი პასპორტის გადაშლის შემდეგ აღმოაჩინა. ზაბოტინი ამბობს, რომ არ იცის, თუ ზუსტად ვინ ჩაურტყა შტამპი – სამხედროებმა თუ საბაჟომ.

როგორც ევრონიუსი წერს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მათთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი პასპორტებზე მხოლოდ ოფიციალურ შტამპს იყენებენ, ხოლო ეს მარკირება უკრაინის კანონმდებლობით ავტორიზებული არ არის.

ამ თემაზე მედიასაშუალება Sota.Vision-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ზაბოტინის პასპორტში ჩარტყმული წარწერის მსგავსი დიზაინის შტამპია ნაჩვენები და ნათქვამია, რომ ლვოვში მოხალისეებმა ასეთი შტამპები მესაზღვრეებს ივლისში გადასცეს და ისინი მოსახლეობის მორალურ მხარდაჭერაში გამოიყენებოდა. 

ცნობილი ფრაზა “Русский военный корабль иди на хуй!” ჯერ კიდევ თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში, კუნძულ ზმეინის საზღვრის დაცვისას უკრაინელმა ჯარისკაცმა წარმოთქვა, რომელიც მის თანამებრძოლებთან ერთად რუსებმა დაატყვევეს.

Sota.Vision-ს ზაბოტინიც ესაუბრა და აღნიშნა, რომ პასპორტის აუქციონზე გაყიდვასა და მიღებული თანხის ნაწილის უკრაინის ჯარისთვის გადარიცხვაზე ფიქრობს.

Russkij voennyj korabl idi na huj4 ჩაურტყეს თუ არა რუმინეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეს “Русский военный корабль иди на хуй!-ის” შტამპი?

18 აგვისტოს ზაბოტინმა დაწერა, რომ ის, რომ ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში რუსული სანომრე ნიშნიანი ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილდა იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინაში ნაციზმი არ არის და ომის დაწყების საბაბი არ არსებობდა. ამავე პოსტში ჟურნალისტი წერს, რომ უკვე რუმინეთშია. 

ამ თემაზე გამოქვეყნებული მასალებისა და პოსტების არქივები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist