ბრალდება, თითქოს უკრაინა მსხვერპლის წარმოსაჩენად მსახიობებს იყენებს, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

269
VIEWS

15 მარტს ფეისბუკ-მომხმარებელმა – Nikolay Kostyrkin-მა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ დაადგინეს მსახიობების ვინაობა, ვინც უკრაინელების დადგმით სცენებში მონაწილეობს. პოსტის ავტორის ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ომის მსხვერპლებად წარმოჩენა და მისი ინსცენირება ასევე წარმოადგენს ომის დანაშაულს და ირწმუნება, რომ ომით დაზარალებულთა “დადგმულ ვიდეოებში” მონაწილეობის გამო ყველა ადამიანი იდენტიფიცირებული იქნება და პასუხისგებაში მიეცემა. ის ასევე აქვეყნებს ფოტოებს და ერთ-ერთი მსახიობის პირად მონაცემებს. 

1 5 ბრალდება, თითქოს უკრაინა მსხვერპლის წარმოსაჩენად მსახიობებს იყენებს, მცდარია

კადრები იდენტური აღწერით 14 მარტის ტელეგრამის ანგარიშზე –   Z 🔥Сводки ополчения Новороссии (ДНР, ЛНР, Украина, Война, ხოლო  15 მარტის ტვიტერის ანგარიშზე Урубушка-ც გავრცელდა.

2 6 ბრალდება, თითქოს უკრაინა მსხვერპლის წარმოსაჩენად მსახიობებს იყენებს, მცდარია

მტკიცება, თითქოს უკრაინის მხარე ომით დაზარალებულთა წარმოსაჩენად მსახიობებს იყენებს, დეზინფორმაციაა. რეალურად, გავრცელებული კადრები სერიალ “Contamin” – ის გადაღებებს ასახავს და მას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან კავშირი არ აქვს.  კადრები 2020 წელსაა გადაღებული. სოციალურ ქსელში კი პირველად 2021 წლის 28 დეკემბერს უკრაინული პროდიუსერული კომპანია -Driu Production-ის Tiktok-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა. 

კადრები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 2 წლით ადრეა გადაღებული

გავრცელებული კადრები ფაქტების გადამოწმების პლატფორმა AFP Fact check – მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ის 2020 წელს სერიალ “Contamin”-ის გადაღებებს ასახავს. აღნიშნული კადრები სოციალურ ქსელში პირველად 2021 წლის 28 დეკემბერს უკრინული პროდიუსერული კომპანია -Driu Production-ის Tiktok-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა. AFP Fact check -ის მიერ ამ თემაზე მომზადებულ სტატიას თან ერთვის ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, რომ მომხმარებლები გავრცელებული კადრების შესახებ კომენტარებს ჯერ კიდევ 2021 წლის 28 დეკემბერს წერდნენ.

3 6 ბრალდება, თითქოს უკრაინა მსხვერპლის წარმოსაჩენად მსახიობებს იყენებს, მცდარია

Პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებშია იდენტიფიცირებული, ნამდვილად მსახიობია, თუმცა ის არა დაზარალებულ სამოქალაქო პირს, არამედ  სერიალ “Contamin”-ის პერსონაჟს განსახიერებს.Youtube-არხზე გამოქვეყნებული  თრეილერის მიხედვით, სიუჟეტი მომავლის სამყაროზე მოგვითხრობს, რომელშიც ლაბორატორიიდან ხელოვნურად გავრცელებული ვირუსით გამოწვეული პანდემია, იმაზე მასშტაბური და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეს Covid-19-ის შემთხვევაში მოხდა. სერიალის გადაღებაზე გერმანული და უკრაინული მხარე ერთობლივად მუშაობდა. 

4 5 ბრალდება, თითქოს უკრაინა მსხვერპლის წარმოსაჩენად მსახიობებს იყენებს, მცდარია

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის, მიშელ ბაჩელეტის ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით,  2022 წლის 24 თებერვლის დილის 4 საათიდან, რუსეთის ფედერაციის უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის დაწყების დღიდან, 2022 წლის 27 მარტის შუაღამის 24:00 საათამდე , 2975 მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა, მათ შორის 1151 დაიღუპა, ხოლო 1824 დაშავდა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist