აზოვის ბატალიონის მეთაურის ცოლის კატერინა პროკოპენკოს შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2k
VIEWS

14 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა Vaso Kotashvili გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, აზოვსტალის ქარხანაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ცოლები, “სათნო გოგოები”, სოციალურ ქსელში “გაიშიფრნენ”. პოსტის ავტორი აზოვსტალის მებრძოლებს ფაშიტებად მოიხსენიებს. პოსტს თან ერთვის ფოტოკოლაჟი. პირველ ფოტოზე აზოვის პოლკის მეთაურის დენის პროკოპენკოს ცოლი, კატერინა პროკოპენკო, აზოვის პოლკის სერჟანტის, არსენი ფედოსიუკის ცოლი, იულია ფედოსიუკი და რუსული ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრი, პიოტრ ვერზილოვი რომის პაპს ხვდებიან. მეორე ფოტო, სავარაუდოდ, იულია ფედოსიუკის სოციალური მედიიდან არის აღებული. მესამე ფოტოზე ჩანს ქერათმიანი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნაცისტურ სალამს იძლევა. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ახალგაზრდა ქალი კატერინა პროკოპენკოა.

Screenshot 19 7 აზოვის ბატალიონის მეთაურის ცოლის კატერინა პროკოპენკოს შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

მტკიცება, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნაცისტურ სალამს იძლევა აზოვის პოლკის მეთაურის დენის პროკოპენკოს ცოლი, კატერინა პროკოპენკოა, დეზინფორმაციაა. ფოტო სხვადასხვა კონტექსტით 2009 წლიდან ვრცელდება. გარდა ამისა, ფოტოსთან კავშირი თავად კატერინა პროკოპენკომაც უარყო.

გავრცელებულ პოსტში გამოყენებული კოლაჟის მესამე ფოტოს სრული ვერსია სხვადასხვა საიტსა და ფორუმზე, მიმების სახით და განსხვავებული აღწერით ჯერ კიდევ 2009-2011 წლებში ვრცელდებოდა. ფოტოს სრულ ვერსიაზე სამი ახალგაზრდა ქალი ჩანს, რომლებიც ნაცისტურ სალამს იძლევიან.

Screenshot 20 5 აზოვის ბატალიონის მეთაურის ცოლის კატერინა პროკოპენკოს შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ფოტოსთან კავშირი კატერინა პროკოპენკომ Тwitter-ზე უარყო.  გავრცელებული ფოტო ფაქტების გადამოწმების იტალიურმა სააგენტომ Оpen-მაც გადაამოწმა, პროკოპენკომ Twitter-ზე Оpen-ის სტატია გააზიარა და განაცხადა, რომ ფოტოზე ის გამოსახული არ არის.

Screenshot 20 6 აზოვის ბატალიონის მეთაურის ცოლის კატერინა პროკოპენკოს შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

აღნიშნული ფოტო რუსულ საიტებზე 2010-2011 წლებში ვრცელდებოდა. ფოტოების საძიებო სისტემის TinEye-ს მიხედვით, ფოტო სხვადასხვა აღწერით რუსულ საიტზე, Demotivators.ru 2010 წლიდან ჩნდება.

Screenshot 21 6 აზოვის ბატალიონის მეთაურის ცოლის კატერინა პროკოპენკოს შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
წარწერები: “იძიე შური ბაბუასთვის. გა**მე ისინი”/”ეს პოლონელი სკოლის მოსწავლეები არიან, მიულოცე პირველი სექტემბერი”/”ევროპის უკანასკნელი იმედი”

ამჟამად ამ ფოტოების ძველი ინტერნეტბმულები მიუწვდომელია, თუმცა ინტერნეტ რესურსის WayBack Machine-ის გამოყენებით, შესაძლებელია დავადგინოთ, როგორი გამოიყურებოდა ეს ბმულები წარსულში. (1, 2, 3)

დემოტივატორებისთვის გამოყენებული ფოტო დარედაქტირებულია, RevEye Reverse Image Search-ის საშუალებით შესაძლებელია ფოტოს სრული ვერსიის პოვნაც.

Screenshot 20 5 აზოვის ბატალიონის მეთაურის ცოლის კატერინა პროკოპენკოს შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ფოტოს მარცხენა ქვედა კუთხეში ჩანს ლოგო asiia1927.fotka.pl. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნიშნები ფოტოს წყაროზე უთითებს. asiia1927.fotka.pl პოლონური სოციალური მედიის, fotka-ს ერთ-ერთი ანგარიშის ბმულია. ამჟამად ეს ანგარიში აქტიური არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ ფოტო სწორედ ამ ანგარიშზე გავრცელდა.

აღნიშნული ფოტო ასევე იძებნება საიტზე 4plebs.org. აღსანიშნავია, რომ ამ საიტზე ფოტოს ფაილის სახელწოდება polish-girls-white-pride.jpg-ა (პოლონელი გოგოები/თეთრი რასის სიამაყე).

Screenshot 22 6 აზოვის ბატალიონის მეთაურის ცოლის კატერინა პროკოპენკოს შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

პოლონეთთან ფოტოს ერთ-ერთ ზემოთ აღნიშნული დემოტივატორიც აკავშირებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მარჯვნივ მდგომი გოგოს მაისურზე პოლონეთის ფერებში დახატული გულია გამოსახული.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფოტო უკვე 2010 წელს დემოტავატორებისთვის გამოიყენებოდა, სავარაუდოა, რომ ის კიდევ უფრო ადრეა გადაღებული. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ფოტო ქართულ ფორუმზე, forum.ge-ზე 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

Screenshot 23 5 აზოვის ბატალიონის მეთაურის ცოლის კატერინა პროკოპენკოს შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

გავრცელებული ფოტო ფაქტების გადამოწმების ფრანგულმა სააგენტომ, Les Observateurs-მაც გადაამოწმა.

ფაშისტურ და ნაცისტურ იდეოლოგიასთან აზოვის ბატალიონის კავშირების შესახებ დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულშიც გავრცელდა, ბატალიონის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist