აცვია თუ არა ახალგაზრდა რომის პაპს Black Sabbath-ის მაისური და გადაიღო თუ არა მან დაბადებამდე ფოტო ჰიტლერთან?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

500
VIEWS

28 მაისს ფეისბუქ-პროფილმა სამყარო სამყარო რომის პაპ ფრანცისკეს რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანზე ახალგაზრდა პაპია გამოსახული, მას შავი ფერის ტანსაცმელი აცვია, მასზე კი ბრიტანული როკ-ჯგუფის, Black Sabbath-ის ლოგოა გამოსახული. კიდევ ერთ ფოტოზე ადოლფ ჰიტლერი ბავშვთან ერთად არის გამოსახული, ბავშვის სახის გვერდით რომის პაპის ბავშვობის ფოტოა ჩასმული და მინიშნებულია, რომ ის პაპი ფრანცისკეა. მომდევნო ფოტოზე პაპი კვერთხთან ერთადაა გამოსახული, კვერთხზე ორი გველის ფიგურას შორის ჯვარია მოქცეული, ეს დიზაინი ეშმაკთან არის შედარებული, ფოტოზე კი წერია, რომ რომაული კათოლიციზმი სატანისტურია.

1

პოსტში გამოქვეყნებული ვიზუალი ფოტომანიპულაციაა, რადგან 1. ახალგაზრდა რომის პაპს როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის  მაისური არ აცვია, ფოტო გრაფიკულადაა დამუშავებული; 2. ადოლფ ჰიტლერთან ფოტოზე რომის პაპი არაა გამოსახული, რადგან ფოტო 1930 წელსაა გადაღებული, პაპი ფრანცისკე კი 1936 წელს დაიბადა; 3. კვერთხი გველის ფიგურებით არა რომის პაპს, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ს ეკუთვნის, გველის სიმბოლო კი ქრისტიანულ კულტურაში ხშირად გვხვდება. 

ფოტომანიპულაციები მიზნად რომის პაპ ფრანცისკეს “სატანისტური კავშირების” შესახებ კონსპირაციის გავრცელებას და მის დისკრედიტაციას ისახავს. 

  • ახალგაზრდა რომის პაპს როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის  მაისური არ აცვია

სამყარო სამყაროს მიერ ატვირთულ ერთ-ერთ ფოტოზე ახალგაზრდა პაპი ფრანცისკეა გამოსახული, მას შავი ტანსაცმელი აცვია, რომელზეც როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის ლოგოა გამოსახული.

1

ფოტოზე დაკვირვებისას, მარტივი მისახვედრია, რომ პაპს როკ-ჯგუფის მაისური არ აცვია, რადგან კარგად ჩანს თეთრი საყელო და შავი ანაფორა, რაც კათოლიკე სასულიერო პირისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელია.

ფოტო რომ გრაფიკულად დამუშავებულია და რეალურად, პაპის ანაფორაზე როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის ლოგო გამოსახული არ ყოფილა, ამაზე ფოტოების საძიებო ხელსაწყო Tineye-ს შედეგებიც მეტყველებს. gettyimages-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი ფოტოს აღწერაში აღნიშნულია, რომ ის 1969 წელსაა გადაღებული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე თეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

3

ფოტო snopes-მაც გადაამოწმა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ფოტო ინტერნეტსივრცეში ჯერ კიდევ 2015 წლიდან ვრცელდება, მისი ავტორები კი, ზოგი სერიოზულად, ზოგი კი ხუმრობით წერდა, რომ ფოტო ავთენტურია და რომის პაპი ახალგაზრდობაში მეტალჰედი იყო.

  • ჰიტლერის ფოტო 1930 წელსაა გადაღებული, როცა პაპი ფრანცისკე დაბადებულიც არ იყო

პოსტის ავტორს ასევე ატვირთული აქვს ადოლფ ჰიტლერისა და ბავშვის ფოტო, რომლის სახის გვერდითაც პაპი ფრანცისკეს ბავშვობის ფოტოა ჩასმული და მისი სახელიც აწერია.

1
gettyimages-ზე გამოქვეყნებული ფოტოს ორიგინალის აღწერაში აღნიშნულია, რომ მასზე ჰიტლერი ახალგაზრდული ნაცისტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრთან ერთად არის გამოსახული, თუმცა მისი სახელი დაკონკრეტებული არ არის. ფოტოს შესახებ მოცემული ინფორმაციიდან კი ვიგებთ, რომ ის 1930 წელსაა გადაღებული, ამ დროს კი პაპი ფრანცისკე დაბადებულიც არ იყო, ის 1936 წლის 17 დეკემბერს დაიბადა, შესაბამისად, ფოტოზე ჰიტლერის გვერდით მდგომი ბიჭი პაპი ფრანცისკე ვერ იქნება.

1
აღნიშნული ფოტო ანეტ დაფნერის წიგნის “ჰიტერის აღზევება” ყდაზეცაა გამოყენებული.

1

  • კვერთხი გველების ფიგურით არა რომის პაპს, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ს ეკუთვნის

პოსტში ატვირთული კიდევ ერთ ფოტოკოლაჟის ერთ ნაწილში პაპი ფრანცისკე კვერთხთან ერთადაა გამოსახული, კვერთხზე ორი გველის ფიგურას შორის ჯვარია მოქცეული, მეორე ნაწილში კი ეშმაკია გამოსახული, რომელსაც კვერთხის მსგავსი გველების ფიგურა აქვს, ფოტოზე წერია, რომ რომაული კათოლიციზმი სატანისტურია.

1
აღნიშნული ფოტო 2014 წელსაა გადაღებული და მასზე პაპი ფრანცისკე მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლთან, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-თან ერთადაა გამოსახული. კვერთხი გველის ფიგურებით სწორედ ბართლომე I-ს ეკუთვნის და არა რომის პაპს, americamagazine.org-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ახლავს ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს, რომ კვერთხი სწორედ ბართლომე I-ს უჭირავს ხელში.

1
ბართლომე I-ს იგივე კვერთხი სხვა ფოტოებშიც უჭირავს.

1

რაც შეეხება გველის სიმბოლოს სატანასთან კავშირს, ეს ინტერპრეტაციის საგანია, თუმცა აღსანიშნავია, რომ გველი ქრისტიანულ სიმბოლიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რაც არაერთ ბიბლიურ ეპიზოდში იკვეთება.

კიდევ ერთი ფოტო, რომელიც პოსტს ახლავს, აღწერის გარეშე ვრცელდება, თუმცა იგივე ფოტოს შესახებ უცხოენოვანი წყაროები წერენ, რომ მასზე პაპი ფრანცისკე დევიდ როკფელერთან და ჯონ როტშილდთან ერთადაა გამოსახული. რეალურად, ფოტო 2014 წელს იერუსალიმშია გადაღებული და რომის პაპი არა როკფელერებისა და როტშილდების ოჯახების რომელიმე წევრს, არამედ ჰოლოკოსტის ტრაგედიას გადარჩენილებს კოცნის ხელზე. ფოტო PolitFact-მა და Reuters-მაც გადაამოწმეს.

1

რომის პაპის შესახებ აქამდეც არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაცია გავრცელებულა, ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

რა სქემით გავრცელდა კონსპირაცია რომის პაპსა და ჩიპებზე?


არქივის ბმული: სამყარო სამყარო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist