როგორ მანიპულირებს არჩიბალდ მეკეში სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში არსებული ჩანაწერით?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

არჩიბალდ მეკეში
1.1k
VIEWS

7 მარტს ბლოგერმა არჩიბალდ მეკეშმა სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა (1, 2). ბლოგერი შეშფოთებას გამოხატავს  წიგნში ამერიკელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, სარა ბლეკლის შესახებ გამოქვეყნებული ისტორიის გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ ინტიმური ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Spanx-ის დამფუძნებელი ბლეკლი 2012 წელს  Time-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში, 2014 წელს – Forbes-ის მიერ მსოფლიოს 93-ე ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში მოხვდა. არჩიბალდ მეკეში წერს, რომ Spanx არის სიტყვებით თამაში და ინგლისურ ენაზე სიტყვა – Spank გატყეპას ნიშნავს, რაც სამყაროზე სოროსის ფონდის პერსპექტივას წარმოადგენს, შესაბამისად, ბავშვებზე სახელმძღვანელო უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. 

არჩილბალდ მეკეში archilbald mekeshi1 როგორ მანიპულირებს არჩიბალდ მეკეში სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში არსებული ჩანაწერით?

არჩიბალდ მეკეში სიტყვების “ინტიმურისა” და Spank-ის გამოყენებით, ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო გარყვნილების ტირაჟირებას ცდილობს. სინამდვილეში, სიტყვა “ინტიმური” კომპანია Spanx-ის შემთხვევაში გამომწვევ ან სექსუალურ საცვლებს არ გულისხმობს. თავის მხრივს, მეკეში ბრენდის სახელთან მანიპულაციურად აკავშირებს სიტყვა Spank-ს, რასაც Spanx-თან არავითარი კავშირი არ აქვს.

სარა ბლეიკლის ისტორია “მოქალაქეობის”  მე-11 კლასის სახელმძღვანელოში მართლაც გვხვდება. სახელმძღვანელოს მეორე თავი მოსწავლეს აცნობს  ანტრეპრენერობას, როგორც აზროვნების ტიპს და იმ ანტრეპრენერეთა ისტორიებს, რომელთა აზროვნებამ,  გამბედაობამ, გამჭრიახობამ მათ წარმატება მოუტანეს. მაგალითად, ამავე თავში მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს  LinkedIn-ის თანადამფუძნებელის, რიდ ჰოფმანის სამყაროსეულ ხედვას, რომლის თანახმადაც, წარმატების მისაღწევად ანტრეპრენული აზროვნებაა აუცილებელი, თავის მხრივ კი, შესაძლებელია ანტრეპრენული აზროვნების გამომუშავება: “სინამდვილეში, ანტრეპრენერული აზროვნება მთელ პაკეტს მოიცავს: მოქმედებითი აზროვნება, ქაოსშიც კი კომფორტის მოძებნა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი, მტკიცე ხასიათი, ოპტიმიზმი, სათადარიგო გეგმების მთელი სერია და ა.შ.”

სახელმძღვანელოში  რიჩარდ ბრენსონის, სტივ ჯობსის, რიდ ჰოფმანის გვერდით ვხედავთ  Spanx-ის  დამფუძნებელ სარა ბლეიკლის, რომელმაც თავისი ისტორია ფაქსის აპარატების გაყიდვით დაიწყო და გასაოცარი შეუპოვრობისა და გონებრივი შესაძლებლობების წყალობით სამეწარმეო ოცნება რეალობად აქცია. ბლეიკლის ისტორია შთამაგონებელია დამწყები მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რამდენადაც მან Spanx მცირე ინვესტიციით დაიწყო და შემოქმედებითობის, მონდომების და შრომისმოყვარეობის წყალობით მილიარდ დოლარიან ბიზნესად გადააქცია. მისი წარმატების ისტორია ცხადყოფს, რომ შეუპოვრობით და ინოვაციური აზროვნებით შესაძლებელია გამოწვევების დაძლევა და სამეწარმეო წარმატების მიღწევა. გარდა ამისა, სარა ბლეიკლის ისტორია მნიშვნელოვანია ფილანტროპიული აქტივობების კუთხითაც, რამდენადაც ბლეიკლი საკუთარ წარმატებას საზოგადოების დასახმარებლად და მხარდასაჭერადაც იყენებს. 2006 წელს სარა ბლეიკლიმ საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომლის მიზანსაც ქალების განათლების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ასევე მისი ხელშეწყობით ტარდება სამეწარმეო ტრენინგები. შესაბამისად, მისი ისტორია საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სიმდიდრის და გავლენის  დადებითი შედეგების მაგალითად მიიჩნევა.

არჩიბალდ მეკეში სიტყვების “ინტიმურისა” და Spank-ის გამოყენებით, ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო გარყვნილების ტირაჟირებას ცდილობს. სინამდვილეში, სიტყვა “ინტიმური” ადამიანის გრძნობებთან, სულიერ სამყაროსთან, სიყვარულთან დაკავშირებულსა და უაღრესად პირადულს, ასევე შინაურულს, მეგობრულსა და გულითადს ნიშნავს. შესაბამისად, “ინტიმური” ტანსაცმელის კონტექსტში შიდა ტანსაცმელს ნიშნავს და გამომწვევ ან სექსუალურ საცვლებს არ გულისხმობს. ბლეიკლის ბრენდის შიდა ტანსაცმელსაც მხოლოდ სხეულის მაკორექტირებელი დანიშნულება აქვს და სხვა თეთრეულის კომპანიების, მაგალითად, “ვიქტორია სეკრეტის” ნაწარმისგან შესამჩნევად განსხვავდება.

თავის მხრივ, მეკეში მანიპულაციურად აკავშირებს სიტყვა Spank-ს  ბრენდის სახელთან (Spanx). ცნობილია, რომ სახელის არჩევისას, ბლეიკლიმ ყურადღება მიაქცია ფაქტს, რომ ,,კოკა-კოლა” და ,,კოდაკი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდებია მსოფლიოში და ორივე მათგანის დასახელებაში გვხვდება ,,კ” ასო-ბგერა. ბლეიკლიმ წაიკითხა, რომ კოდაკის დამფუძნებელს ძალიან მოსწონდა ამ ასო-ბგერით გამოწვეული ჟღერადობა და მოინდომა მისი ბრენდის სახელის საწყისი და საბოლოო ბგერა სწორედ ის ყოფილიყო. საბოლოოდ, მართლაც ამ საბაზისო იდეას დააფუძნა კომპანიის სახელი. ბლეიკლის სახელი ,,Spanks” მოუვიდა თავში აზრად და გადაწყვიტა, ,,k” ასო ,,x” ასოთი ჩაენაცვლებინა, რადგან როგორც კვლევამ უჩვენა, გამოგონილი სახელები ბევრად წარმატებული ხდება და მათი სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებაც ბევრად მარტივია.

Spanx არის ბრენდი,  რომელიც სპეციალიზირებულია ისეთი ტანსაცმლის წარმოებაში, რომელიც ადამიანებს ფორმების უფრო ლამაზად წარმოჩენას გულისხმობს. თავდაპირველად სარა ბლეკლიმ ისეთი შიდა საცვალი გამოუშვა, რომელსაც ფეხზე ამოსაცმელი ნაწილები არ ჰქონდა და თავის მხრივ, სხეულის ფორმებსაც აკორექტირებდა.

შესაბამისად, სახელი Spanx შესაძლოა მართლაც ჩაითვალოს სიტყვების თამაშად, რომელიც აერთიანებს Span-სა (როგორც გაჭიმვა, დაყრდნობა) და x-ს, რომელსაც ხშირად გამოიყენებენ ბრენდების სახელების შესაქმნელად. ამ შემთხვევაში, სახელი Spanx ეფექტურად აღწერს პროდუქტის ფუნქციას: უზრუნველყოს სხეულის მხარდაჭერა და ფორმირება. შესაბამისად, სახელი  შეესაბამება ბრენდის იმიჯს, რომელიც აძლევს ქალებს საშუალებას, იგრძნონ თავი კომფორტულად საკუთარ სხეულში.

წყაროს შესახებ:

“არჩიბალდ მეკეში” ფესტივალ SOU-ს დამფუძნებელის სანდრო ლომინაშვილის ფსევდონიმია. ფესტივალმა 2017 წელს საქართველოში ირლანდიელ მუსიკოს ბიორკის კონცერტს უმასპინძლა. სანდრო ლომინაშვილი საკუთარ თავს “დამოუკიდებელ აქტივისტს” უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის უბედურებითა და მასზე დადუმებული პოლიტიკური და კულტურული ელიტით არის შეწუხებული. 2022 წლიდან არჩიბალდ მეკეში სხვადასხვა სოციალურ თემატიკაზე ვიდეო მიმართვებს ავრცელებს და, ძირითადად, მემარჯვენე მიდგომებს აკრიტიკებს. ამ ეტაპზე არჩიბალდ მეკეშს ორი ფეისბუკ გვერდი “არჩიბალდ მეკეში” და “არჩიბალდი უკეთესი საქართველოსთის” აქვს. ის ვიდეოებს ათავსებს თავის ტიკ-ტოკ არხზეც.

archilbald mekeshi2 როგორ მანიპულირებს არჩიბალდ მეკეში სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში არსებული ჩანაწერით?

არჩიბალდ მეკეში ჭიათურის მაღაროების ნაციონალიზაცია-ექსპროპრიაციის მოთხოვნით გამოდის, გარდა ამისა, უპირისპირდება ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრს” და ამტკიცებს, რომ ისინი ისევე ატარებენ აშშ-ის კაპიტალისტურ ინტერესებს, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. არჩიბალდ მეკეშის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ ექსპანსიაში უწყობენ ხელს, თავის მხრივ, კი დასავლეთი, მეკეშის თქმით, ბანკების გამოყენებით, პარტნიორობის და დახმარების საფარქვეშ უკან იღებს საქართველოდან იმ თანხას, რომლითაც გვეხმარება და გეოპოლიტიკურ პაიკად გვიყენებს.

არჩიბალდ მეკეში ასევე აკრიტიკებს “რადიო თავისუფლებას” სარედაქციო პოლიტიკის გამო და ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტ გოგი გვახარიას “ქართველ ეპშტაინს” უწოდებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: განათლება
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist