დეზინფორმაცია, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსების წყაროებს მალავენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

149
VIEWS

16 მარტს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური აბსურდი” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დღემდე არ არის ცნობილი საიდან მოდის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ისინი დაფინანსების წყაროებს მალავენ. პოსტს თან დართული აქვს ფოტო, რომელზეც გიორგი ბურჯანაძე, ეკა გიგაური, ბაია პატარაია და გიორგი თაბაგარი არიან გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ გვერდს პოსტი დაფინანსებული აქვს.

არასამთავრობოები დაფინანსებას მალავენ

სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები უცნობია და ისინი ამ მონაცემების გასაჯაროებას თავს არიდებენ. რეალურად, ორგანიზაციების ვებ-საიტებზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული პროექტების, დაფინანსების წყაროების და დონორი თუ პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში eAIMS.

იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, სადაც ფოტოზე მოყვანილი პირები ამჟამად ან წარსულში მუშაობდნენ, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია მათსავე ოფიციალურ ვებ-საიტებზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის არის ხელმისაწვდომი.

გიორგი ბურჯანაძე 2018 წლიდან 2023 წლამდე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ამჟამად კი საქართველოში აშშ-ის საელჩოში მუშაობს. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება იმ ოდენობით, რაც ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას უზრუნველყოფს. სახალხო დამცველის აპარატის ვებ-გვერდზე მოყვანილია ინფორმაცია დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. განყოფილებაში “პროექტები” მოცემულია ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული პროექტების და მათი დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ.

არასამთავრობოები დაფინანსებას მალავენ
წყარო

ეკა გიგაური 2010 წლიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორია. ორგანიზაციის ვებ-საიტზე გამოყოფილია სექცია, რომელიც მათი საქმიანობის დაფინანსების წყაროებს შეეხება და სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული პროექტების დონორების და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

არასამთავრობოები დაფინანსებას მალავენ
წყარო

ინფორმაცია დონორების, ფინანსებისა და ხარჯების შესახებ ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშებშიც არის ასახული. ამ განყოფილებაში ამჟამად გამოქვეყნებულია ანგარიშები 2006-დან 2022 წლის ჩათვლით.

ბაია პატარაია ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელია. ორგანიზაციის ვებ-საიტზე განყოფილებაში “დონორები და პარტნიორები” მოყვანილია “საფარის” საქმიანობის დამფინანსებელთა და მხარდამჭერთა სია.

არასამთავრობოები დაფინანსებას მალავენ
წყარო

ორგანიზაციის ვებ-საიტზე ასევე ქვეყნდება ყოველწლიური აუდიტის ანგარიშები, სადაც დეტალურადაა გაწერილი სხვადასხვა პროექტისთვის მიღებული დაფინანსება და გაწეული ხარჯები. ამ დროისათვის ხელმისაწვდომია აუდიტის დასკვნები 2016-2021 წლებისათვის. გარდა ამისა, ორგანიზაციის ვებ-საიტზე განყოფილებაში “პროექტები” მუდმივად ქვეყნდება ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ, სადაც ასევე მითითებულია თუ საიდან მოდის ფინანსური მხარდაჭერა.

არასამთავრობოები დაფინანსებას მალავენ
წყარო
არასამთავრობოები დაფინანსებას მალავენ
წყარო

გიორგი თაბაგარი 2021 წლამდე ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი იყო, ამჟამად კი გლობალური კომუნიკაციების კომპანია Zinc Network-ის პროექტების მენეჯერია. “თბილისი პრაიდის” ვებ-გვერდზე, განყოფილებაში “დონორები” მუდმივად ახლდება ინფორმაცია მიმდინარე პროექტების, მათი დამფინანსებლების და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

არასამთავრობოები დაფინანსებას მალავენ
წყარო

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად უკვე შექმნა მონაცემთა ბაზა eAIMS სადაც თავმოყრილია ინფორმაცია საგარეო დახმარების წყაროების, დაფინანსებული პროექტების და მათი განმახორციელებელი ორგანიზაციების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. განყოფილებაში “პროექტები” საძიებო სისტემაში “განმახორციელებელი სააგენტოს” გრაფაში სასურველი ორგანიზაციის მითითების შემდეგ შესაძლებელია როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი და დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციის ნახვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მონაცემები ყველა ორგანიზაციის შემთხვევაში განახლებული არ არის.

არასამთავრობოები დაფინანსებას მალავენ

გარდა ამისა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია შემოსავლების სამსახურში ყოველთვიურ დეკლარაციას, ხოლო წლის ბოლოს წლიურ დეკლარაციას აგზავნის. ყოველთვიური დეკლარაცია დღგ-სთან დაკავშირებულ საკითხებს, თანამშრომელთა ხელფასებს და მათ რაოდენობას შეეხება, ხოლო ყოველწლიური დეკლარაცია მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის ქონების შესახებ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist