აპირებს თუ არა ლონდონის გალერეა პუტინთან მსგავსების გამო იან ვან ეიკის ნახატის ჩვენებიდან ამოღებას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.6k
VIEWS

05.04.2023 განახლება: მასალას დაემატა ბელგიური არხის 7SUR7-ის კომენტარი.

30 მარტს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში riafan.ru სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლონდონის ეროვნული გალერეა იან ვან ეიკის ცნობილი ტილოს -” არნოლფინის პორტრეტი” აღებას გეგმავს, მისი პერსონაჟის – ჯოვანი არნოლფინის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინთან მსგავსების გამო.

londonshi eqponati აპირებს თუ არა ლონდონის გალერეა პუტინთან მსგავსების გამო იან ვან ეიკის ნახატის ჩვენებიდან ამოღებას?

ინფორმაცია მოგვიანებით სხვა რუსულ პროპანგანდისტულ მედიაშიც (ukraina.ru, mriya.news, rodina.news, daytimenews.ru) გამოქვეყნდა. ასევე გავრცელდა ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ მედიები riafan.ru-ს ეყრდნობიან.  ზოგიერთი ფეისბუქ ანგარიში კი ამავე ინფორმაციას ვიდეოსთან ერთად ავრცელებდა, რომელსაც ბელგიური არხის 7sur7-ის ლოგო აქვს.

londonshi eqponati 1 აპირებს თუ არა ლონდონის გალერეა პუტინთან მსგავსების გამო იან ვან ეიკის ნახატის ჩვენებიდან ამოღებას?

ინფორმაცია, თითქოს ლონდონის ეროვნული გალერეა პუტინთან მსგავსების გამო იან ვან ეიკის ნახატის აღებას აპირებს, დეზინფორმაციაა. გალერეის პრესსამსახურის წარმომადგენელმა”მითების დეტექტორთან” მიმოწერაში აღნიშნა, რომ ფერწერული ტილო ადგილზეა და მისი ჩვენებიდან ამოღება არ იგეგმება. ხოლო ვიდეო, რომელსაც ბელგიური არხის 7sur7-ის ლოგო აქვს, აღნიშნულ არხს არ ეკუთვნის.

  • ლონდონის გალერეა იან ვან ეიკის ნახატის – “არნოლფინის პორტრეტი” აღებას არ აპირებს

ინფორმაცია, თითქოს ლონდონის გალერეა იან ვან ეიკის ნახატის აღებას აპირებს თავდაპირველად პეტერბურგის ტროლების ქარხანასთან დაკავშირებულმა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ – riafan.ru-მ გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ 30 მარტს გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ გალერეის არცერთ ოფიციალურ გვერდზე (Facebook, Twitter, Instagram) მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. “მითების დეტექტორი” ლონდონის ეროვნული გალერეის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრეს – ოფიცერმა, ესმი რაიტმა, აღნიშნა, რომ სურათი ადგილზეა და მისი აღება არ იგეგმება.

ესმი რაიტი, ლონდონის გალერეა: იან ვან ეიკის 1434 წლის ნახატი, ჯოვანი არნოლფინის და მისი ცოლის პორტრეტი (არნოლფინის ქორწინება) ამჟამად 28-ე ოთახშია გამოფენილი და მისი ჩვენებიდან ამოღება არ იგეგმება. 

რუსულ მედიაში აღნიშნულ ფაქტს რუსოფობიას უკავშირებენ. Украина.ру იმ ვერსიასაც ავრცელებს, რომ მსგავსება ვლადიმირ პუტინსა და ჯოვანი არნოლფინს შორის გალერეის უკრაინელმა თანამშრომელმა შეამჩნია, რომელიც ნისლიან ალბიონზეც კი “დედა უკრაინის” ფხიზელი პატრიოტი აღმოჩნდა.

  • ბელგიური მედიის  7SUR7 – ის ლოგოთი გამოქვეყნებული ვიდეო ყალბია

ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებელი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლონდონის გალერეა იან ვან ეიკის ნახატის აღებას აპირებს, ვიდეოს თანხლებით აქვეყნებდა, რომელსაც ბელგიური მედიის 7SUR7 -ის ლოგო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მედიის არცერთ პლატფორმაზე (Facebook, Instagram, Twitter)  მსგავსი ვიდეო არ იძებნება. “მითების დეტექტორი” 7SUR7 -ს დაუკავშირდა. მათ წერილობით კომენტარში აღნიშნეს, რომ ვიდეო გაყალბებულია და არხს არ ეკუთვნის.

7SUR7: “ვიდეო ნამდვილად ყალბია, ჩვენი გუნდის მიერ არ არის მომზადებული და ჩვენს გვერდზე არ გამოქვეყნებულა.”

  • იან ვან ეიკი და “არნოლფინის პორტრეტი”

იან ვან ეიკი, მე-15 საუკუნის ბელგიელი, ფლამინდიელი ფერმწერია, რომელიც ადრეული ჰოლანდიური ფერწერის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მის სახელს უკავშირდება ზედაპირული ეფექტებისა და ბუნებრივი განათების დეტალური, რეალისტური გამოსახულებებით გამორჩეული ფერწერის სტილის წარმოშობა. იგი პორტრეტის დიდოსტატად არის მიჩნეული. 

“არნოლფინის პორტრეტი” მხატვრის ერთ-ერთი გამორჩეული ფერწერული ტილოა, რომელიც ბევრისთვის დღემდე იდუმალ ნახატად რჩება. ტილო 1434 წლით თარიღდება და ლონდონში, ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი.

image აპირებს თუ არა ლონდონის გალერეა პუტინთან მსგავსების გამო იან ვან ეიკის ნახატის ჩვენებიდან ამოღებას?
წყარო: ლონდონის ეროვნული გალერეა

წლების განმავლობაში კითხვის ნიშნები არსებობდა პორტრეტზე გამოსახული პერსონაჟების ვინაობასთან დაკავშირებით. დღესდღეობით მიჩნეულია, რომ სურათზე ჯოვანი არნოლფინი და მისი მეუღლე არიან გამოსახული. არნოლფინები იტალიელი ვაჭრების დიდი ოჯახს წარმოადგენდა და ოჯახის ბევრი წევრი იმ დროს ბრიუგეში ცხოვრობდა. უფრო მეტი კითხვის ნიშანი არსებობს ტილოზე გამოსახული ქალის ვინაობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით იგი ჯოვანი არნოლფინის მეორე ცოლი – ჯოანა სენამი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი 1447 წელს დაქორწინდნენ, (ანუ, ნახატის შექმნიდან 13 წლის შედეგ, ხოლო იან ვან ეიკის გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ) შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნახატზე ის ყოფილიყო გამოსახული. მეორე ვერსიით, პორტრეტზე შესაძლოა ჯოვანი არნოლფინის პირველი ცოლი – კოსტანცა ტრენტა იყოს გამოსახული, რომელზეც იგი 1426 წელს დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანცა ტრენტა პორტრეტის შექმნამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა, გარდაცვლილი ადამიანების პორტრეტების დახატვაც გავრცელებული პრაქტიკა იყო. ასევე არსებობს ვერსია, რომ ქალის ფეხთან დახატულ ძაღლსაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და მიიჩნეოდა, რომ ის გარდაცვლილს შემდგომ ცხოვრებაში მეგზურობას გაუწევდა. შესაძლოა, ძაღლი სწორედ კონსტანცა ტრენტას სიკვდილის აღიარების ან მისდამი ერთგულების გამოსახატად იყო დახატული.

londonshi eqponati 2 აპირებს თუ არა ლონდონის გალერეა პუტინთან მსგავსების გამო იან ვან ეიკის ნახატის ჩვენებიდან ამოღებას?
წყარო: ლონდონის ეროვნული გალერეა

წყაროების შესახებ:

ФАН  და რუსული ტროლების ქარხანა

რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო ФАН-ი რუსული ტროლების ქარხნის ერთ-ერთ პროექტად არის მიჩნეული. 2017 წლის აპრილში რუსულმა გამოცემა  «РБК» -მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „რუსული ტროლების ქარხნის“ აქტივობებმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი 16 მედიასაშუალებაც მოიცვა. 16-ივე მედია ჰოლდინგ Федерального агентства новостей (ФАН)-ის შემადგენლობაში შედიოდა და ერთმანეთის მასალებს სისტემატურად ავრცელებდა. ФАН-ის შესახებ “მითების დეტექტორი” EU vs. Disinfo-ზე დაყრდნობით ადრეც წერდა.

პეტერბურგის “რუსული ტროლების ქარხანაში” 400-მდე თანამშრომელი მუშაობდა და კრემლის მესიჯებს სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ საიტებზე ანთავსებდა. სააგენტოს ერთ-ერთი მთავარ ამოცანას  აშშ-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენა წარმოადგენდა. “ტროლების ქარხანა” 2015 წლის ივნისში ჟურნალისტისა და აქტივისტის ლიუდმილა სავჩუკის მიერ სასამართლოში ხელფასის გადაუხდელობის გამო შეტანილი საჩივრის შედეგად გამოაშკარავდა. მისი თქმით, თანამშრომლებს პუტინის მხარდამჭერი კომენტარების დაწერისთვის თვეში 750$-მდე უხდიდნენ.

„რუსული ტროლების ქარხნის“ მესაკუთრე ბიზნესმენი და მილიარდერი ევგენი პრიგოჟინია, რომელსაც „პუტინის მზარეულადაც“ მოიხსენიებენ. პრიგოჟინი 2016 წელს აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო ოკუპაციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის გამო სანქცირებული პიროვნებების სიაში შეიყვანა.

იოსებ სირაბიძე

ფეისბუკ-მომხმარებელი იოსებ სირაბიძე, რომელიც იან ვან ეიკის ცნობილი ტილოს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, კრემლისტური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია და როგორც პროფილის, ასევე გარეკანის ფოტოზე ამავე პარტიის ლოგო აქვს ატვირთული. ფეისბუკ-ანგარიში უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ამართლებს და ანტილიბერალური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.

მითების დეტექტორს მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც გადაუმოწმებია. 

არქივის ბმულები:

ФАН
Ukriana.ru
mriya.news
RODINA.NEWS
DayTimeNews.RU
https://archive.ph/P9KtW


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist