ანგარიში “პატრიოტი ქართველები” საჯდომის ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

389
VIEWS

22 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა პატრიოტი ქართველები დემონსტრაციის ამსახველი ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ტარი ღა აკლია, დროშა მზად არის!”. ფოტოზე ჩანს ადამიანი, რომლის შიშველ უკანალზეც უკრაინის დროშის ფერებია გამოსახული. ფოტოზე უკრაინის კიდევ ერთი დროშაცაა აღბეჭდილი. 

Screenshot 1 16 ანგარიში “პატრიოტი ქართველები” საჯდომის ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალს ავრცელებს

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ფოტო 2011 წლის 25 ივნისს ბერლინშია გადაღებული და მასზე უკრაინის დროშა ან დროშის ფერებში შეღებილი საჯდომი არ გვხვდება. 

გავრცელებული ფოტო 2011 წლის ივნისში ბერლინშია გადაღებული და მასზე გამოსახულ ადამიანს საჯდომი უკრაინის დროშის ფერებში შეღებილი არ აქვს. ფოტო რუსულენოვან ვებ-გვერდებზე 2011 წლიდან იძებნება. ფოტო გამოყენებულია 21region.org-ზე გამოქვეყნებული მასალაში სათაურით “ბერლინი, 25 ივნისი: “დედა, მე გეი ვარ!” მასალის მიხედვით, ამ დღეს ბერლინში Christopher Street Day-ს სახელით ცნობილი პრაიდი გაიმართა. მასალაში გავრცელებული ფოტოს თავდაპირველი ვერსიაა გამოყენებული. ფოტოზე უკრაინის დროშა ან ამ ფერებში შეღებული საჯდომი გამოსახული არ არის.

Screenshot 2 15 ანგარიში “პატრიოტი ქართველები” საჯდომის ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალს ავრცელებს

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოს კუთხეში მითითებულია, რომ ის Reuters-ს ეკუთვნის. 2011 წლის 25 ივნისს ბერლინის ამ პრაიდზე ფოტოები Reuters-ის ფოტოგრაფმა Pawel Kopczynski-მ ნამდვილად გადაიღო.

Screenshot 3 14 ანგარიში “პატრიოტი ქართველები” საჯდომის ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალს ავრცელებს

მართალია, Reuters-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯდომის გამოსახულების ეს ფოტო აღარ იძებნება, თუმცა ამ დღეს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოში გამოსახული ადამიანი საქართველოში გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული პიროვნების იდენტურად გამოიყურება. 

Screenshot 4 12 ანგარიში “პატრიოტი ქართველები” საჯდომის ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალს ავრცელებს

ფოტოებზე აღბეჭდილი ადამაინი რომ ერთი და იგივეა, ამას იდენტური ფერის კაბა, თმა, ფეხსაცმელები და კოლგოტი მოწმობს. 

Screenshot 5 9 ანგარიში “პატრიოტი ქართველები” საჯდომის ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალს ავრცელებსScreenshot 6 12 ანგარიში “პატრიოტი ქართველები” საჯდომის ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალს ავრცელებს

დამუშავებული ფოტო, სადაც საჯდომზე უკრაინის დროშაა გამოსახული, გასულ წლებშიც ვრცელდებოდა, 2020 წელს ფაქტების ანალიტიკოსმა უკრაინულმა გამოცემა VoxUkraine-მაც დაადასტურა, რომ ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და თავდაპირველ ვერსიაში დროშის ფერები არ გვხვდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის დროშის ფერების პროგრამულად დამატებამდე საჯდომის ფოტო  რუსულენოვან ვებ-გვერდებზე ანტიდასავლური აღწერებითაც აქტიურად ვრცელდებოდა.

Screenshot 7 11 ანგარიში “პატრიოტი ქართველები” საჯდომის ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალს ავრცელებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist