УНІАН-ის სახელით უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

267
VIEWS

13-14 მარტს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ( 1, 2, 3 ), მათ შორის Комсомольская Правда-ზე, ასევე, ტელეგრამ – არხებზე (1, 2, 3), ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე და რუსულ სოციალურ ქსელში (1) უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის – ანატოლი ბარგილევიჩის ციტატა გავრცელდა, რომელშიც ის თითქოს ამბობს, რომ ყველა ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, რომელსაც სხეულზე ყუმბარის მიბმა და სანგარში ჩახტომა შეუძლია, ჯარში სამსახურისთვის გამოდგება. ციტატა უკრაინული საინფორმაციო სააგენტო УНІАН – ის ლოგოს გამოყენებით ვრცელდებოდა.

ანატოლი ბარგილევიჩევი

ანატოლი ბარგილევიჩის ციტატა გაყალბებულია და არც УНІАН – ს გამოუქვეყნებია. უკრაინული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე და სოციალური მედიიის პლატფორმებზე ბარგილევიჩის მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. 

სააგენტო УНІАН – ის ოფიციალურ პლატფორმებზე ( 1, 2, 3, 4, 5) ბარგილევიჩის მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. 

ანატოლი ბარგილევიჩის ციტატა უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა გადაამოწმა. ორგანიზაცია УНІАН -ს დაუკავშირდა. სააგენტომ დაადასტურა, რომ მათი სახელით გავრცელებული ანატოლი ბარგილევიჩის ციტატა გაყალბებულია.

რუსული მედია ამ ციტატის გავრცელებისას ტელეგრამ-არხებს ეყრდნობა. მაგალითად, ZOV ХЕРСОН ის მასალაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ტელეგრამ-არხიდან Zanoza არის აღებული. აღნიშნული არხის აღწერაში მითითებულია, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სარკასტულია. 

ანატოლი ბარგილევიჩევი

ანატოლი ბარგილევიჩის მსგავსი შინაარსის ციტატა არც სხვა რეპუტაციულ მედიაში იძებნება. 

9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა. გენერალ-ლეიტენანტი სერგეი შაპტალას ნაცვლად თანამდებობა გენერალ-მაიორმა ანატოლი ბარგილევიჩმა დაიკავა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist