ამოშალა თუ არა გუგლმა რუკიდან პალესტინა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

60
VIEWS

25  ივნისს ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა “ეროვნული სულისკვეთება”  გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგლმა რუკიდან პალესტინა ამოშალა.

amoshala thu ara guglma rukidan palestina ამოშალა თუ არა გუგლმა რუკიდან პალესტინა?

ინფორმაცია, თითქოს გუგლმა რუკიდან პალესტინა ამოშალა სიმართლეს არ შეესაბამება. პალესტინა არასდროს  ყოფილა Google maps-ის საძიებო სისტემაში მონიშნული, როგორც ქვეყანა. გუგლის რუკაზე  ღაზა და დასავლეთ სანაპირო ეტიკეტებითა და წყვეტილი ნაცრისფერი საზღვრებით/ზოლებით არის გამოსახული.

ინფორმაცია, თითქოს გუგლმა რუკიდან პალესტინა ამოშალა, წლებია ვრცელდება. ამ თემაზე სტატია ბრიტანულმა გამოცემა – The Guardian-მა ჯერ კიდევ 2016 წელს გამოაქვეყნა. ინფორმაცია 2024 წელს ასევე გადაამოწმა ამერიკულმა ფატების გადამოწმების პლატფორმა Snopes-მა. 

The Guardian განმარტავს, რომ წლებია google-ს ადანაშაულებენ პალესტინის google-ის რუკიდან  წაშლაში, მაგრამ ის, როგორც ქვეყანა არც არასდროს ყოფილა მონიშნული/დატანილი რუკაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გაეროს 136 წევრი ქვეყანა პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს, აშშ და დასავლეთის დიდი ნაწილი არ იზიარებენ ამ პოზიციას. 

აქედან გამომდინარე, Google -ში ტერიტორიები – ღაზა და დასავლეთ სანაპირო დატანილია სხვა სადავო ტერიტორიების მსაგავსად: გამოსახულია ეტიკეტებითა და წყვეტილი ნაცრისფერი საზღვრებით/ზოლებით.

amoshala thu ara guglma rukidan palestina1 ამოშალა თუ არა გუგლმა რუკიდან პალესტინა?
წყარო: (Google Maps)

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში “ეროვნული სულისკვეთება” დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს და მითების დეტექტორს არაერთხელ გამოუვლენია.


თამარ ხუციშვილი

მითების დეტექტორის ლაბორტორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist