ალტ-ინფო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის იოდის შემცველი პრეპარატის გადაცემის თემით მანიპულირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

190
VIEWS

5 ოქტომბერს პრორუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების ალტ-ინფოს ფეისბუქ გვერდზე “ალტნიუსი” გამოქვეყნდა ქარდი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა უკრაინას 5 მილიონი დოზა იოდი (კალიუმის იოდიდის ტაბლეტები) იმ შემთხვევითვის მიაწოდა, თუ რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს.

Screenshot 23 ალტ-ინფო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის იოდის შემცველი პრეპარატის გადაცემის თემით მანიპულირებს

ალტ-ინფო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კალიუმის იოდიდის ტაბლეტების გადაცემის ფაქტით მანიპულირებს. რეალურად, ევროკავშირმა ეს მედიკამენტი უკრაინას არა რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევისთვის არამედ, ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის უკრაინის მთავრობის თხოვნის საფუძველზე მიაწოდა, რადგან ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენება ძირითადად ატომური ელექტროსადგურების დაზიანების შედეგად გამოწვეული რადიაციული დაბინძურების დროსაა რეკომენდირებული და არა ბირთვული აფეთების შემთხვევაში.

2022 წლის 26 აგვისტოს ევროკავშირმა თავად უკრაინის ხელისუფლებისგან კალიუმის იოდიდის ტაბლეტების მიწოდების ოფიციალური თხოვნა მიიღო. საპასუხოდ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით საგანგებო რეზერვებიდან კალიუმის იოდიდის 5 მილიონი ტაბლეტი მოაბილიზა, უკრაინისთვის გადასაცემად დამატებით 500 000 ტაბლეტი კი ავსტრიამ მოამზადა. მედიკამენტი უკრაინას ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვის შემთხვაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისთვის და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის გადაეცა. 2022 წლის მარტიდან ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშაა. უკრაინა რუსეთს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული შანტაჟისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. იოდის შემცველი მედიკამენტების გადაცემის ფაქტზე კომენტარი კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა იანეზ ლენარიჩიჩიმაც გააკეთა.

იანეზ ლენარჩიჩი, კრიზისის მართვის საკითხებში ევროკომისარი: “არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იყოს ომში მუქარის წყაროდ გამოყენებული. მიუღებელია, რომ მშვიდოვიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგრის ახლოს ყველა სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ევროკავშირი წინასწარ აწვდის უკრაინას 5 მილიონ კალიუმის იოდიდის ტაბლეტს rescEU სტრატეგიული რეზერვებიდან, რათა უზრუნველყოს ადამიანებს დაცვა რადიაციის მაღალი დონის ზემოქმედების შემთხვევაში. მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას უკრაინისთვის დამატებით 500 000 ტაბლეტის გადაცემისთვის.”

კალიუმის იოდიდი (KI) იოდის არარადიოაქტიური ნაერთია და მისი გამოყენება ერთ-ერთი რადიაქტიური ნივთიერების, რადიოაქტიური იოდის (I-131) გასანაიტრალებლად შეიძლება. კალიუმის იოდიდის მიღება ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოაქტიური იოდის შეწოვას უშლის ხელს და ამით ორგანიზმს ამ ნივთიერებით შინაგანი დაბინძურებისგან იცავს. ატომური ელექტროსადგურებიდან რადიაციის გაჟონვის დროს რადიოაქტიური იოდი შესაძლოა გარემოში გამოთავისუფლდეს და ადამიანის ორგანიზმში სუნთქვისა და ჭამის დროს შეაღწიოს.

ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოაქტიური იოდის მაღალი დოზით შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის სიმსინვის რისკებს ზრდის. კალიუმის იოდიდის მიღების შემდეგ ფარისებრი ჯირკვალი რადიაქტიურ იოდს აღარ შეიწოვს, რადგან მის შესაწოვად “ადგილი აღარ რჩება.” აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კალიუმის იოდიდი მხოლოდ ოფიცალური რეკომენდაციის არსებობის შემთხვევბში მიიღონ. კალიუმის იოდიდი ეფექტიანი ადამიანების კონკრეტული ჯგუფებისთვის მხოლოდ სპეციფიკურ სიტუაციებშია. 

რადიოაქტიური იოდით დაბინძურება ძირითადად ატომური ელექტროსადგურების დაზიანებასთან არის დაკავშირებული. სხვა სახის რადიოაქტიური კატასტრობების დროს როგორიცაა, მაგალითად, ბირთვული აფეთქება მთავარი საფრთხე გარეგანი რადიაციული დასხივებაა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდაცია არა კალიუმის იოდის მიღება, არამედ შესაბამისი თავშესაფრის პოვნაა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist