აღიარა თუ არა ენტონი ბლინკენმა რუსული ჯარის უპირატესობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

236
VIEWS

7 მარტს ფეისბუქ-პროფილმა ქაროსა ნი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსული ჯარის უპირატესობა აღიარა და განაცხადა, რომ მას უკრაინული ჯარის “დაფქვა” შეუძლია.

Screenshot 5 6 აღიარა თუ არა ენტონი ბლინკენმა რუსული ჯარის უპირატესობა?

ამ თემაზე მასალები რუსულენოვანმა მედიებმა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნეს: “ბლინკენმა რუსული ჯარის უკრაინულ ჯარზე უპირატესობა აღიარა”. ამ შინაარსის მასალები შემდეგ რუსულენოვან ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა: iz.ru, gazeta.ru, ria.ru, life.ru, ura.news, nsn.fm, pikabu.ru.

Screenshot 6 4 აღიარა თუ არა ენტონი ბლინკენმა რუსული ჯარის უპირატესობა? Screenshot 7 5 აღიარა თუ არა ენტონი ბლინკენმა რუსული ჯარის უპირატესობა?

მტკიცება, თითქოს ენტონი ბლინკენმა რუსული ჯარის უკრაინულზე უპირატესობა აღიარა, შეცდომაში შემყვანია, ბლინკენის ციტატა კი კონტექსტის გარეშე ვრცელდება. იმავე გამოსვლაში, ბლინკენმა ისიც განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ეფექტიანად იბრძვის და დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ უკრაინა გაიმარჯვებს.

7 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლიეტუვაში იმყოფებოდა, მან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებიდანაა ამოჭრილი ციტატა, რომელზე დაყრდნობითაც ამტკიცებენ, რომ ბლინკენმა რუსული არმიის უპირატესობა აღიარა. 

ბლინკენის ვრცელი განცხადებიდან მხოლოდ ამ ციტატის ამოღება მანიპულაციურია და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. მართალია, ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინასთან შედარებით არაპროპორციული სამხედრო ძალა აქვს და უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის გაგრძელება შეუძლია, მაგრამ იმავე გამოსვლაში ისიც აღნიშნა, რომ უკრაინელები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გასაოცარ სიმამაცეს ავლენენ და მათ მიერ გაწეული წინააღმდეგობა ეფექტიანია.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის დახმარებასა და მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთზე წნეხს გაზრდის, რამაც ეფექტი უკვე აჩვენა. ბლინკენის თქმით, მას სჯერა, რომ საბოლოოდ უკრაინა გაიმარჯვებს:

“რუსეთმა შეიძლება უკრაინაში ბრძოლა მოიგოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ომს იგებს. რუსეთმა შეიძლება უკრაინის ქალაქი აიღოს, ეს არ ნიშნავს, რომ ის უკრაინელი ხალხის გულსა და გონებას იღებს, ეს არ მოხდება. იქნება ეს ერთ კვირაში, ერთ თვეში, თუ უფრო გვიან, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.”

Screenshot 8 4 აღიარა თუ არა ენტონი ბლინკენმა რუსული ჯარის უპირატესობა?
რუსულ წყაროებში უკონტექსტოდ გავრცელებული ბლინკენის ციტატა უკრაინულმა ფაქტების გადამამოწმებელმა პლატფორმა Stop Fake-მაც
გადაამოწმა.

ენტონი ბლინკენს აქამდეც უთქვამს, რომ მას უკრაინის გამარჯვების სჯერა. 5 მარტს BBC-ისთან ინტერვიუში მან უკრაინელი ხალხის გამძლეობა შეაქო და აღნიშნა, რომ უკრაინას ამ ომის მოგება შეუძლია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist