4 დეზინფორმაცია კოვიდ19-ის, ბილ გეიტსის ფონდის, CDC-ისა და ჯანმოს შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

9
VIEWS

2021 წლის 2 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Maia Janashi Smith-მა კორონავირუსის ვაქცინების და პანდემიის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. მაია სმიტის მტკიცებით, კორონავირუსის პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან ამერიკისა და ვუჰანის ლაბორატორიებში კორონავირუსების შესახებ კვლევებს 2013 წლიდან ატარებდნენ, ხოლო ენტონი ფაუჩიმ და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა (CDC) კორონავირუსის დიაგნოსტირების, მკურნალობის და ვაქცინაციის წესი 2013 წელს დააპატენტეს. ვიდეოში ნახსენებია “ღონისძიება 201”-ც, რომელიც, სმიტის მტკიცებით, კორონავირუსის გამოჩენამდე ჩატარდა და პანდემიის სცენარის წინასწარი გათმაშება იყო. სმიტი იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ბილ გეიტსის ფონდი ინდოეთის პარლამენტმა ქვეყნიდან გააძევა, რადგან მათი ვაქცინების გამო ქვეყანაში გოგონები იღუპებოდნენ.

;
აღნიშნული ვიდეო 4 დეზინფორმაციას შეიცავს: 1) კოვიდ19-ის გამოჩენამდე CDC პატენტს არა SARS-COV2-ზე, არამედ მის წინამორბედ 2003 წელს გაჩენილ SARS-CoV-ზე ფლობდა; 2)  “ღონისძიება 201”-ს კი კორონავირუსის პანდემია არ უწინასწარმეტყველებია; 3) ინდოეთში ვაქცინების შედეგად ადამიანები არ დაღუპულან და ინდოეთს არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ბილ გეიტსის ფონდი გაუძევებია ქვეყნიდან; 4) კოვიდ19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვირუსის ვუჰანის კვლევითი ცენტრიდან გაჟონვის ვერსიაც განიხილება, თუმცა ჯერ დადასტურებული არ არის.

  1. დეზინფორმაციაა, რომ ენტონი ფაუჩიმ და CDC-მ ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირების, მკურნალობისა და იმუნიზაციის წესი 2013 წელს დააპატენტეს

მაია სმიტის მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩი და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პატენტებს 2013 წლიდან ფლობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ახალი კორონავირუსი 2019 წლამდე არ არსებობდა, ხოლო ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი პატენტს ფლობს არა ახალ კორონავირუსზე SARS-CoV-2-ზე, არამედ 2003 წელს გაჩენილ მის წინამორბედზე SARS-CoV-ზე. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა SARS-CoV-ის გენომის თანმიმდევრობაზე და გენეტიკურ მასალაზე პატენტის მისაღებად განაცხადი 2004 წელს წარადგინა და 2007 წელს პატენტიც მიიღო.

2020 წელს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კონსპირაციული ფილმების სერია Plandemic. კონსპირაციული ფილმის ერთ-ერთი სერია CDC-ის მიერ SARS-CoV-ის დაპატენტებით მანიპულირებდა და ამტკიცებდა, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2003 წელს SARS-ის ვირუსი იმისთვის დააპატენტა, რომ შემდეგ მასზე ხელოვნური მანიპულაციებით ახალი კორონავირუსი შეექმნა და ფინანსური სარგებელი ენახა. რეალურად, CDC-ის წარმომადგენელი ჯერ კიდევ 2005 წელს Associated Press-თან განმარტავდა, რომ CDC-მ პატენტზე განაცხადი იმისთვის შეიტანა, რომ რომელიმე კერძო კომპანიას ვირუსის გენეტიკური მასალა არ დაეპატენტებინა და კომერციულ საიდუმლოდ არ გამოეცხადებინა, რაც SARS-ის ვირუსისა და მისი მკურნალობის საშუალებების კვლევებზე კერძო მონოპოლიას გააჩენდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი თავის მფლობელობაში არსებულ პატენტზე მკვლევრებსა და მეცნირებს თავისუფალ წვდომას აძლევს (SARS-CoV-ის სრული გენეტიკური თანმიმდევრობა CDC-ის ვებგვერდზე ღიადაა ხელმისაწვდომი),  რასაც შემდგომი მეცნიერული და სამედიცინო კვლევებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. CDC-ის გარდა SARS-CoV-თან დაკავშირებულ პატენტს ფლობენ სიმსივნის ბრიტანული კოლუმბიის ცენტრი და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი.

ვირუსების პატენტების შესახებ მანიპულაციები და დეზიფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

  1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ბილ გეიტსის ფონდი ინდოეთის პალამენტს ქვეყნიდან არ გაუძევებია.

2009-2010 წლებში ინდოეთის მთავრობის სამედიცინო კვლევების საბჭომ  საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია PATH-თან და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან ერთად ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევის ფარგლებში ინდოეთის ორ პროვინციაში 10-14 წლის დაახლოებით 24 000 გოგონა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. კვლევაზე უშუალო პასუხისმგებელი PATH იყო. კვლევები 2010 წელს ადგილობრივი მედიის მიერ კვლევაში ჩართული 7 გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეჩერდა.

მოგვიანებით ინდოეთის სამთავრობო კომისიამ დაასკვნა, რომ გარდაცვალების შემთხვევებიდან პაპილომავირუსის ვაქცინასთან კავშირი არც ერთს არ ჰქონდა. კომისიის დასკვნაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ამგვარი დასკვნის მიუხედავად, ინდოეთის პარლამენტმა 2013 წელს PATH-ის კლინიკური კვლევები მაინც შეაჩერა და ორგანიზაციას კლინიკური კვლევის ეთიკური სტანდარტების დარღვევაში დასდო ბრალი და ქვეყანაში სამედიცინო კვლევების რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაიწყო.

ინდოეთში ბილ და მელინდა გეიტსების ფონდისთვის საქმიანობა არ აუკრძალავთ და ფონდი ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ქვეყანაში დღემდე მოღვაწეობს. რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, იგი PATH-ის კვლევასთან აფილირებული არ ყოფილა და მცდარია მტკიცება, რომ ინდოეთის პარლამენტმა ჯანმო ქვეყნიდან გააძევა. ინდოეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი 1948 წელს გახდა და მას შემდეგ ორგანიზაცია არასდროს დაუტოვებია.

  1. რა ვიცით Gain of function კველევბზე და კორონავირუსის წარმოშობაზე?  

Gain of function (შეძენილი ფუნქციის) კვლევებს სხვადასხვა ლაბორატორიაში ვირუსების პოტენციური რისკების, დაავადებასთან ბრძოლის ტექნიკების და ახალი მკურნალობის მეთოდების შესასწავლად ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კვლევები არაერთი წელია ტარდება, ისინი ეთიკისა და რისკების თვალსაზრისით საკამათოდ მიიჩნევა. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ამერიკაში “ფუნქციის შეძენის კვლევები” 2014 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მორატორიუმის საფუძველზე შეწყდა, თუმცა 2017 წლიდან შეზღუდვა ისევ მოიხსნა.

ამ ეტაპზე მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ “ფუნქციის შეძენის კვლევების” შედეგად წარმოიშვა. მეცნიერთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა, თუმცა არსებობს ასევე ჰიპოთეზა, რომ ვირუსმა ვუჰანის კვლევითი ცენტრიდან გაჟონა.

  1. “ღონისძიება 201”-ს კი კორონავირუსის პანდემია არ უწინასწარმეტყველებია.

2019 წლის 18 ოქტომბერს ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ გამართული “ღონისძიება 201”-ის შესახებ კოსნპირაციის თეორიები პანდემიის პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა. რეალურად, “ღონისძიება 201” მხოლოდ სიმულაციური სავარჯიშოებისაგან შედგებოდა და მეცნიერების მიერ გამოგონილ მონაცემებზე იყო აგებული. მონაცემები, რომლებიც მოდელირებისთვის გამოიყენეს COVID-19-ის მსგავსი არაა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist