3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

12
VIEWS

2020 წლის 19 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა Mamuka Kobaladze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გადამცემ ანძას ცეცხლი უკიდია. მისი მტკიცებით, ვიდეო იმის დასტურია, რომ იტალიაში “5G ანტენებს წვავენ”. ვიდეოში იტალიური საუბარი ისმის.  ავტორის განცხადებით, 5G-ის ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ქვეყნებშიც ანადგურებენ.

9 დეკემბრის მონაცემებით პოსტს 643 რეაქცია და 3200 ათასზე მეტი ნახვა აქვს.  ამავე დღეს ონლაინ გამოცემამ “ქართული აზრი” ფეისბუკ მომხმარებელზე გიორგი ჯახაშვილზე დაყრდნობით იდენტური შინაარსის ინფორმაცია და ვიდეო ვებ-გვერდზე და ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.

it mam 3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?

მტკიცება, თითქოს გამოქვეყნებული ვიდეო იტალიაში 5G ანტენის მიზანმიმართულ დაწვას ასახავს, მცდარია. სინამდვილეში, ვიდეოში, რომელიც იტალიის ქალაქ ლა სპეციაში 2020 წლის აპრილშია გადაღებული,  3- 4G გადამცემ ანძაზე გაჩენილი ხანძარი ჩანს. ამ პერიოდში  ქალაქში 5G  ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. 

სად და როდის არის გადაღებული ვიდეო?

Agence France Presse (AFP)-ის თანახმად, ანძის დაწვის შესახებ ვიდეო  იტალიურგერმანულ და პოლონურ ენებზე სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას 5G გადამცემის დაწვასთან აკავშირებდნენ.  ერთ-ერთი პოსტი კი აკონკრეტებდა, რომ გაბრაზებულმა იტალიელებმა  5G ანძა 2020 წლის აპრილში ქალაქ ლა სპეციაში გადაწვეს.

ფაქტ ჩეკერებმა google-ის საძიებო სისტემის დახმარებით მიაკვლიეს, რომ 6 აპრილს ქალაქ ლა სპეციაში ( La Spezia ) ხანძარი ანძას მართლაც გაუჩნდა. ამ ქალაქის სახანძროს 6 აპრილის განცხადების მიხედით, ცეცხლი ტელეკომუნიკაციების მეტალის ნაგებობას წაეკიდა.

ადგილობრივი გაზეთის Citta Della Spezi-ს 7 აპრილის სტატია უარყოფს, რომ ხანძარი “5G-ის საწინააღმდეგო ქმედებებთან” იყო დაკავშირებული და აღნიშნავს, რომ გამომწვევ მიზეზს სავარაუდოდ “მოკლე ჩართვა” წარმოადგენდა.

ვიდეოში  3G და 4G  სიხშირს ანძაზე გაჩენილი ხანძარია ასახული

AFP-მა  nPerf-ის ვებ-გვერდზე დაყრდნობით, რომელზეც სატელეკომუნიკაციო გადამცემების ადგილმდებარეობებია მოცემული, დაადგინა, რომ ანძა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, იტალიურ ტელეკომუნიკაციების კომპანიას Wind Tre-ის ეკუთვნის.

Wind Tre-ის  წარმომადგენელმა AFP-ს დაუდასტურა, რომ აღნიშნული გადამცემი 3G და 4G ტექნოლოგიებისთვის არის განკუთვნილი და ქალაქ ლა სპენციაში 5G ანტენა დამონტაჟებული საერთოდ არ აქვთ.

33it 3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?
წყარო:factcheck.afp.com

ხანძრის დროს ქალაქში  5G  ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა

ვებ-გვერდის  OOKLA 5G Map-ის თანახმად, რომელიც მსოფლიოში განლაგებულ 5G-ის ქსელს რუკაზე აღნუსხავს, ქალქ ლა სპეციაში ხანძრის დროს, 2020 წლის 6 აპრილს 5G-ის ანძა დამონტაჟებული საერთოდ არ იყო. ამ ვებ-გვერდის თანახმად, ქალაქში 5G  ერთი თვის შემდეგ, 13 მაისს გამოჩნდა.

44it 3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?
წყარო:factcheck.afp.com

ვიდეოს გავრცელება ქართულ სოციალურ ქსელში

19 მაისს ვებ-გვერდმა “ქართული აზრი” გამოაყვეყნა ინფორმაცია გიორგი ჯახაშვილზე დაყრდნობით, თითქოს იტალიაში 5G ანძა გადაწვეს. ეს მასალა “ქართული აზრის” და “რეპორტიორის” ფეისბუკ გვერდებმა რამდენჯერმე გააზიარეს 19, 20, 22 და 25 მაისს.

11it 3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?

ვიდეოს გავრცელება უცხოურ სოციალურ ქსელში

AFP-ის თანახმად, 15 მაისის მონაცემებით,  სხვადასხვა ფეისბუკ გვერდებზე აღნიშნულ ვიდეოს, რომელიც  5G ანტენის დაწვის კონტექტში ვრცელდება, საერთო ჯამში 100 00-ზე მეტი ნახვა აქვს. ზოგიერთ პოსტში აღნიშნული იყო, რომ 5G ანძის გადაწვა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, თითქოს 5G ახალი კორონავირუსის გამოწვევის მიზეზია.


არქივის ლინკი https://archive.ph/ETQp2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist