სცემეს თუ არა ლვივის სკოლაში მასწავლებელი რუსულად საუბრის გამო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

238
VIEWS

16 სექტემბერს სოციალურ ქსელში ლვივის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებული ვიდეო გავრცელდა. პოსტის თანახმად, მშობლებმა გაიგეს, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილზე რუსულად ელაპარაკებოდა და სკოლაში მიუვარდნენ. ვიდეოში ჩანს, რომ სასკოლო ოთახში სავარაუდოდ, მასწავლებელს მშობლები მისდევენ, რა დროსაც ის მაგიდაზე ხტება და თავის დაცვას ცდილობს. იდენტური ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც (1, 2, 3) გაავრცელეს, თუმცა ისინი წერენ, რომ მასწავლებელი მშობლებმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მხარდაჭერის გამო სცემეს.

Screenshot 2023 09 20 103045 სცემეს თუ არა ლვივის სკოლაში მასწავლებელი რუსულად საუბრის გამო? Screenshot 2023 09 20 103058 სცემეს თუ არა ლვივის სკოლაში მასწავლებელი რუსულად საუბრის გამო?

სოციალურ ქსელში ვიდეო ნაწილობრივ მცდარი აღწერით ვრცელდება. რეალურად, მშობლები სოფელ ვერხნიაია იაბლონკას დირექტორს „რუსული სამყაროს“ იდეების პროპაგანდაში, მოსწავლეების დაშინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

ლვივის რეგიონში, სოფელ ვერხნაია იაბლონკას საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ბავშვებთან მასწავლებლის მიუღებელი ქცევა და მისი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულება გახდა. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო focus.ua წერს, თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო ფეისბუკ-მომხმარებელმა ვლადიმერ პეტროვიჩმა გაავრცელა, თუმცა შემდეგ პოსტი წაშალა.

Screenshot 2023 09 20 103103 სცემეს თუ არა ლვივის სკოლაში მასწავლებელი რუსულად საუბრის გამო?

„ლვივის რაიონი, სოფელი ვერხნიაია იაბლონკა. ბავშვების მშობლები ეწინააღმდეგებიან სკოლის დირექტორს, რომელიც არის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის მხარდამჭერი. ასეთი მასწავლებლების ადგილი სკოლაში არ არის”, – ნათქვამია პოსტში.  მოგვიანებით ვიდეო უკრაინულ ტელეგრამ-არხებზეც გავრცელდა. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ მშობლები უყვირიან დირექტორს, რომელიც ცდილობს გაიქცეს, შემდეგ კი ერთ-ერთ მაგიდაზე ხტება. პოსტის ქვეშ არსებულ კომენტარებში ადგილობრივები წერენ, რომ დაწესებულების დირექტორი ბავშვებს ცუდად ექცევა, თავს „ადგილობრივ მეფედ“ გრძნობს და რუსეთის ეკლესიას უჭერს მხარს.

Screenshot 2023 09 20 103109 სცემეს თუ არა ლვივის სკოლაში მასწავლებელი რუსულად საუბრის გამო?
სქრინშოთი: focus.ua

ადგილობრივი მედიის თანახმად,  სკოლის დირექტორი დირექტორი სიჩაკ ივან ნიკოლაევიჩი, რომელიც მათემატიკასაც ასწავლიდა, მოსწავლებს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და სცემდა, რის გამოც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. მოგვიანებით დირექტორი სკოლიდან გაათავისუფლეს, მაგრამ თანამდებობაზე ისევ დაბრუნდა.

როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, ვერხნაია იაბლონსკას I-III საფეხურის ზოგადი საშუალო განათლების დაწესებულების დირექტორმა და მათემატიკის მასწავლებელმა ივან სიჩაკმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა მიაყენა მოსწავლეებს. 2022 წლის 29 აგვისტოს შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დასკვნაში ბავშვების ჩაგვრის სულ მცირე სამი შემთხვევა არის აღნიშნული. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist