დეზინფორმაცია, თითქოს ვიოლა ფონ კრამონი ჰერმან გერინგის შთამომავალია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

608
VIEWS

4 აპრილს TV სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” (1,2) ისტორიკოსმა დიტო ჩუბინიძემ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ ისაუბრა. ჩუბინიძის მტკიცებით, ევროპარლამენტარის ქალიშვილობის გვარი გერინგია და ის ლუფტვაფეს რაიხსმარშლის ჰერმან გერინგის გენეტიკული და სულიერი შთამომავალია. გადაცემის სტუმარი ასევე ამტკიცებს, რომ ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოში იმის განხორციელებაა, რასაც გერინგი, გებელსი, ჰიმლერი, ბორმანი და სხვები მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადიოდნენ. 

15 მარტს მსგავსი მტკიცება ფეისბუქ მოხმარებელმა დავით ლორიამაც გაავრცელა. ლორიამ პოსტს ვიკიპედიის სტატიის სქრინშოტი და ფონ კრამონის და გერინგის ფოტოები დაურთო. 

Screenshot 14 2 დეზინფორმაცია, თითქოს ვიოლა ფონ კრამონი ჰერმან გერინგის შთამომავალია

მტკიცება, რომ ვიოლა ფონ კრამონი ჰერმან გერინგის შთამომავალია, მცდარია. ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსანს და ევროპარლამენტარს სხვადასხვა გვარი აქვთ და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ შორის ნათესაური კავშირია. ქორწინებამდე ვიოლა ფონ კრამონის გვარი Gehring-ი, ხოლო ჰერმან გერინგის გვარი – Göring-ია.

დიტო ჩუბინიძის მტკიცება, რომ ვიოლა ფონ კრამონის ქალიშვილობის გვარი გერინგი იყო, სიმართლეა, თუმცა მისი გერმანული დამწერლობა Gehring-ია, რაც ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურის – ჰერმან გერინგის გვარისგან (გერმანულად: Göring) განსხვავდება. 

რაც შეეხება დავით ლორიას პოსტს, მას წყაროდ ვიკიპედიის სტატიის სქრინშოტი მოჰყავს, სადაც კრამონის გვარზე ისრითაა მითითებული. ამ სტატიაშიც ფონ კრამონის ქალიშვილობის გვარად Gehring-ი და არა Göring-ია დასახელებული. იდენტური ინფორმაცია გვხვდება გერმანული ვიკიპედიის სტატიაშიც

ds დეზინფორმაცია, თითქოს ვიოლა ფონ კრამონი ჰერმან გერინგის შთამომავალია Screenshot 15 3 დეზინფორმაცია, თითქოს ვიოლა ფონ კრამონი ჰერმან გერინგის შთამომავალია

“მითების დეტექტორი” აღნიშნულ თემაზე ვიოლა ფონ კრამონის ოფისს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ფონ კრამონსა და გერინგს შორის ნათესაური კავშირი არ არსებობს და რომ მათი გვარები Gehring და Göring ერთმანეთისგან განსხვავდება.

ჰერმან გერინგი (Hermann Göring) ლუფტვაფეს (გერმანიის საჰაერო ძალები) მთავარსარდალი, ეკონომიკის ოთხწლიანი გეგმის ხელმძღვანელი და პარტიულ და სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე ჰიტლერის გაცხადებული მემკვიდრე იყო. გერინგი ნიუნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალზე გაასამართლეს

ვიოლა ფონ კრამონის ჰერმან გერინგთან დაკავშირება მის დისკრედიტაციას ემსახურება. ჩუბინიძე გადაცემაში იმასაც აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ფონ კრამონს საქართველოში ისეთივე მიზნები აქვს, რაც გერინგს, გებელსს, ჰიმლერს და სხვებს მეოცე საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში გერმანიაში ჰქონდათ. 

ეს ვიოლა ფონ კრამონის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული პირველი მცდარი ინფორმაცია არაა. აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, ფეისბუქ ანგარიშები პროგრამულად დამუშავებულ ვიდეოს ავრცელებდნენ და აირწმუნებოდნენ, რომ მასში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფონ კრამონი იყო. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი დავით ლორია ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. 2022 წლის ნოემბერში ის ავრცელებდა ვიდეოს, რომელიც, მისი აღწერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვავას ასახავდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ევროპის პარლამენტი
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist