მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

327
VIEWS

2023 წლის 28 სექტემბერს Facebook-ზე გამოჩნდა ბიზნესის რჩევებზე ორიენტირებული გვერდი სახელწოდებით – „Tips for Starting a Business From People Who’ve Been There“. გვერდის რეკლამების სექციაში იძებნება 5-24 ნოემბერს დაფინანსებული ისეთი ტიპის რეკლამები, რომლებიც ფულის გამომუშავების მარტივ გზას გვთავაზობს, კერძოდ ვიდეორგოლების სახით გაშვებულ რეკლამებში საუბარია იმაზე, რომ კომპანია „ლუკოილი“ ადამიანებს აძლევს გამდიდრების შანსს და ნებას რთავს კომპანიის მეწილეები აქციების ყიდვის საშუალებით გახდნენ. პირველადი ინვესტიციის სახით მათ 200$ ოდენობით თანხა უნდა ჩადონ, ხოლო შედეგად ყოველი ტრანზაქციიდან გარკვეულ შემოსავალს მიიღებენ. რეკლამებში ფიგურირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, სადაც ღარიბაშვილის ფოტოსთან ერთად ვხვდებით “ლუკოილის” ლოგოს და დაპირებას ყოველთვიურად მინიმუმ 3000 ლარის გამომუშავების შესახებ.

lukoili da gharibashvili მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

lukoili da gharibashvili1 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

გავრცელებული რეკლამები თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. ახლადშექმნილი ფეისბუქ გვერდი სხვა ამავე სახელწოდების გვერდებთან ერთად ინტერნეტ მომხმარებლებისგან ფინანსურ ინვესტიციებს ითხოვს, თუმცა კომპანია “ლუკოილს” მსგავსი საინვესტიციო პლატფორმა არ გაუხსნია და ამის შესახებ არც ირაკლი ღარიბაშვილს უსაუბრია.

ღარიბაშვილი აღნიშნული გვერდის მიერ ჩაშვებულ რეკლამებში რამდენჯერმე ფიგურირებს. Ერთ–ერთ მათგანში ნაჩვენებია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროს 76–ე ასამბლეაზე, სადაც მან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, არჩევნებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე და სხვა თემებზე ისაუბრა. ღარიბაშვილის გამოსვლის ტექსტი გადაფარულია რუსული თარგმანითა და სუბტიტრებით, რომელიც, რეალურად მისი გამოსვლის თარგმანს არ წარმოადგენს და ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს ღარიბაშვილი მოსახლეობას ლუკოილის დახმარებით ფულის გამომუშავებას სთავაზობს, მინიმალური ინვესტიცია ხალხისგან კი 400 ლარი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის ვიდეომანიპულაციის გამოყენება განზრახ, სანდოობის გასაზრდელად და თაღლითურ სქემაში მეტი ადამიანის ჩასართავად ხდება.

2lukoili da gharibashvili1 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ
სქრინშოტი თაღლითური რეკლამიდან, ღარიბაშვილის რუსული თარგმანით

გავრცელებულ ინფორმაციას “Ლუკოილ ჯორჯიაც” გამოეხმაურა. მათ თავიანთ ოფიციალურ Facebook გვერდსა და ვებ–საიტზე 2023 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნეს განცხადება, რომ ინტერნეტში, მათი სახელით, თაღლითური სქემა ვრცელდება. ლუკოილი უარყოფს ფაქტს, რომ ფიზიკური პირებისთვის საინვესტიციო პლატფორმა აქვთ გახსნილი. Მათი ინფორმაციით, Ვიდეოში არასწორად არის გამოყენებული რეალური სატელევიზიო კადრები, რომელშიც ჩანს ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი, კორპორატიული კადრები და ლოგო.

2lukoili da gharibashvili2 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

Tips for Starting a Business From People Who’ve Been There Facebook გვერდის ერთჯერადი დათვალიერებით საეჭვო არაფერი შეინიშნება, რადგან რეკლამები გვერდის საიფორმაციო ველში არ ჩანს და ის მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი, ხოლო ფეისბუქ გვერდზე ფოტოები და ძირითადად სამოტივაციო შინაარსის პოსტებია გამოქვეყნებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თაღლითური პოსტები დაპონსორებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიახლეებში თავიანთ News Feed-ზე რეკლამა ფეისბუქ მომხმარებლებს ხვდებათ.

“Მითების დეტექტორს” იდენტიფიცირებული აქვს მსგავსი თაღლითური სქემა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი კომპანია “სოკარის” ანალოგიურ რეკლამაში ფიგურირებდა.

ფეისბუქ გვერდზე მითითებული ვებ-საიტები

Tips for Starting a Business From People Who’ve Been There ფეისბუქ გვერდზე რეკლამების ბიბლიოთეკაში შესვლისას, რეკლამებზე დაკლიკვით გადავდივართ საიტზე https://developmentcop.com/. ეს გვერდი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს, მაგალითად წიგნის რედაქტირებას, ყდის დიზაინს, წიგნის გაყიდვების გაზრდაში დახმარებას. Ამ საიტზევე ვხვდებით სამი კმაყოფილი მომხმარებლის შეფასებას.

2lukoili da gharibashvili3 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

Ამ ადამიანების რეალურობა ეჭვქვეშ დგას. Google Lens-ის მეშვეობით გადავამოწმეთ ფოტოების წარმომავლობა. Nicholas Moore-ის შემთხვევაში დადგინდა, რომ ფოტოზე აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია Thomas Mary და იგი პროფესიით მექანიკური ინჟინერია.

2lukoili da gharibashvili4 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

ფოტოების წარმომავლობა. Nicholas Moore-ის შემთხვევაში დადგინდა, რომ ფოტოზე აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია Thomas Mary და იგი პროფესიით მექანიკური ინჟინერია.

Madelyn Garcia-ს შემთხვევაში ეს კონკრეტული ფოტო TinEye-ის მეშვეობით მოვძებნეთ და იგი აღებულია სავარუდოდ ერთ–ერთი ირანელი ფოტოგრაფის(Raamin Ka) მიერ გადაღებული ფოტოებიდან. Როცა იგივე ფოტო Google Lens-ს მოვაძებნინეთ ამ ადამიანის შესახებ სხვა ინფორმაცია მივიღეთ. Კერძოდ მისი სახელია Nana Scott, რომელიც მენეჯერია ერთ–ერთ გერმანულ კომპანიაში.

2lukoili da gharibashvili5 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

Მესამე ადამიანის ფოტოს ვიზუალური მახასიათებლები ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ ფოტოს ჰგავს. Tineye-ის ანალიზის შემდეგ, ამ კონკრეტულ ფოტოზე Სულ სამი წყარო მოიძებნა, მათგან ორიდან გადავდივართ საფრთხისშემცველ ვებ–გვერდზე, ხოლო მესამე წყაროზე მიბმული ბმულით გადავდივართ საიტზე, რომელიც  გვთავაზობს, ფოტოების  დაგენერირებას AI–ის მეშვეობით. Რაც შეეხება Google Lens-ით გადამოწმებას,  Ერთ–ერთი წყაროს მიხედვით Fred Cooper–ის შესაძლო სახელი და გვარია Scottie Balayan, რომელიც პროფესიით არის ავტორი, ფილოსოფოსი და კოგნიტური მეცნიერი.

2lukoili da gharibashvili6 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

Whois.DomainTools-ით ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ვებ–საიტი(developmentcop.com) 2023 წლის 1 ნოემებერს შეიქმნა და IP მისამართად მითითებული აქვს კალიფორნია. Საიტზე კი მისამართად მითითებული აქვს ახალი ზელანდია, ველინგტონი.

2lukoili da gharibashvili7 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

მართალია, ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ რეკლამას ვებსაიტი developmentcop.com აქვს მითითებული, თუმცა, თუ ფეისბუქ მოხმარებელს რეკლამა News Feed-ზე შეხვდება და მითითებულ ბმულზე დაკლიკავს, developmentcop.com-ის ოფიციალური საიტის ნაცვლად რუსულენოვან ვებ-საიტზე გადავა, რომელიც მომხმარებლებს “ლუკოილის” საშუალებით ფულის გამომუშავებას სთავაზობს. Შემდეგ ეტაპზე უკვე ვხვდებით ინსტრუქციას, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ გზით ფულის გამომუშავება. Მითითებული ინფორმაციის თანახმად, “ლუკოილ ჯორჯია” 21 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. Გარდა ამისა, აქვე აღნიშნულია, რომ ინვესტირება 2023 წლის 26 აგვისტოდან მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც “საქართველოს კეთილდღეობის ფონდსა” და ლუკოილის მფლობელ ვაგიტ ალეკპეროვს შორის შეთანხმება შედგა. Იმისთვის, რომ ინვესტირების პროცესი მოსახერხებელი იყოს, “ლუკოილმა” უახლესი ალგორითმების გამოყენებით სრულად მოახდინა სისტემის ავტომატიზირება, რის გამოც მომხმარებლებს არ სჭირდებათ დიდი დროის გატარება და დამატებითი დავალებების შესრულება. Დასასრულს, პლათფორმა ინვესტირების მსურველებს სწრაფი ტესტის შევსებას სთავაზობს. Ტესტი მოიცავს სქესის, ასაკის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მითითებას, ასევე ინვესტიციის მსურველებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამხელა თანხის მიღება სურთ და ჰქონიათ თუ არა წარსულში ინვესტირების გამოცდილება.

საიტზე განთავსებული ტესტი ინტერნეტ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, შემდეგ კი მათთან დაკავშირებას და თაღლითურ სქემაში ჩართვას ისახავს მიზნად. “მითების დეტექტორმა” მსგავსი თაღლითური შემთხვევები წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად იხილეთ აქ.

2lukoili da gharibashvili8 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

სხვა ფეისბუქ-გვერდები იდენტური სახელწოდებით

Აღსანიშნავია, რომ ფეისბუკზე ამავე სახელის(Tips for Starting a Business From People Who’ve Been There)  მქონე კიდევ 4 ფეისბუკ გვერდი იძებნება (1,2,3,4). Ამ გვერდებიდან (მათ შორის ერთი, რომელიც პოსტებს ასპონსორებს) ერთი 2023 წლის სექტემბერშია შექმნილი, სამი კი 2022 წლის ივლისში, სექტემბრსა და ოქტომბერში.

2lukoili da gharibashvili9 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

აღსანიშნავია, რომ ამ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების შინაარსი ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთის იდენტურია.

2lukoili da gharibashvili10 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

Სახელწოდებისა და გამოქვეყნებული პოსტების გარდა, ამ ფეისბუკ გვერდებს მისამართი (კიევი, უკრაინა) და გვერდის აღწერაში მითითებული (gobankingrates.com/money/entrepreneur/tips-for-starting-business-from-business-owners) ბმული  აერთიანებთ.

2lukoili da gharibashvili11 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

2lukoili da gharibashvili12 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

ბმულზე დაწკაპუნებით გადავდივართ ამერიკულ საიტზე (gobankingrates.com), რომლიც ფინანსების მართვას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. საიტს ასევე მითითებული აქვს ამ გამოცემის სოციალური მედიის (Linkedini, Facebook, X, Instagram) ანგარიშები, სადაც gobankingrate-ს ათასეულობით გამომწერი ჰყავს. Gobankingrate-ს აქვს ასევე Youtube არხი, სადაც განათავსებულია ვიდეოები სხვადასხვა თემის, მათ შორის კარიერის, ინვესტირების, მოგზაურობის, გადასახადების, პენსიაზე გასვლის შესახებ. Შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ფეისბუკ გვერდები სანდო იმიჯის შესაქმნელად gobankingrate-ის სახელს იყენებენ.

2lukoili da gharibashvili13 მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ


თამარ მაისურაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist