23 აპრილს საინფორმაციო სააგენტომ РИА Новости ტვიტერზე გაავრცელა ვიდეო სათაურით “რუსული სამხედრო რობოტები პუტინის წინაშე მოთელვას აკეთებენ”.
EU vs Disinfo გვიყვება, რომ სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში ვლადიმირ პუტინის სტუმრობისას ერთ-ერთმა პატარა მოსწავლემ პრეზიდენტს “საკუთარი გამოგონება” წარუდგინა.
Российские военные роботы показали разминку перед Путиным pic.twitter.com/YkdRVzQkXZ
— Кремлевский пул РИА (@Kremlinpool_RIA) April 23, 2019
სინამდვილეში რობოტი სუვოროვის სასწავლებელში არ შეუქმნიათ და საერთოდაც, რუსული არ არის.
დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალის Znak.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური მედიის მომხმარებლებმა პუტინისთვის წარდგენილ “რუსულ” რობოტში მარტივად ამოიცნეს სამხრეთ კორეული კონსტრუქტორი Robotis Biolid, რომელიც უკვე 7 წელია eBay-ზე 1100 აშშ დოლარად, ხოლო Amazon-ზე 1199.90 აშშ დოლარად იყიდება. რობოტის შეფუთვაზე წარწერაა – “Made in S. Korea” (დამზადებულია სამხრეთ კორეაში).