ვინ და როდის შექმნა “ახალი მსოფლიო წესრიგის” მონეტა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.1k
VIEWS

28 ივნისს, ფეისბუქ მომხმარებელმა ჯერალდ ნიუმანმა ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ერთვის მონეტის ფოტო, რომელსაც აღწერის მიხედვით, “ახალი მსოფლიო წესრიგი” ეწოდება და მასზე მსოფლიოს 10 რეგიონად დაყოფის სქემაა გამოსახული. ფეისბუქ მომხმარებელი ამტკიცებს, რომ როკფელერის “რომის კლუბის” მიერ 1973 წელს შემუშავებული გეგმა ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების შემდეგ სამყაროს 10 ნაწილად დაყოფას ისახავს მიზნად. 

moneta1 ვინ და როდის შექმნა “ახალი მსოფლიო წესრიგის” მონეტა?

მტკიცებები “ახალი მსოფლიო წესრიგისა” და სამყაროს 10 ნაწილად დაყოფის შესახებ ცნობილ კონსპირაციულ თეორიებს ემყარება. რეალურად, 10 რეგიონის მოდელი სიმულაციური თეორიული სცენარია, რომელიც მიზნად მოსალოდნელი კრიზისების პროგნოზირებას ისახავს. ხოლო მონეტა, რომელიც ავტორის მტკიცებით უნიკალურია და რომელზეც ახალ მსოფლიო წესრიგის გეგმა და მისი შემადგენელი 10 რეგიონია გამოსახული, რეალურად, 2009 წელს ერთ-ერთმა ამერიკელმა ხელოვანმა შექმნა და მისი შეძენა ყველა მსურველს შეეძლო.

გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ფოტოზე გამოსახული მონეტა უნიკალურია და ის “ობამამ მედვედევს აჩუქა, ერთ-ერთი შეხვედრისას”. რეალურად, ეს 2009 წელს გამოშვებული, 1 უნცია ვერცხლის შემცველი მონეტაა, გამოშვების წელს მონეტის 5000 ცალი დამზადდა.

moneta2 ვინ და როდის შექმნა “ახალი მსოფლიო წესრიგის” მონეტა?

გამოშვებისას თითო მონეტის ღირებულება დაახლოებით 21 დოლარს შეადგენდა. მისი ოფიციალური სახელწოდებაა: “NEW WORLD ORDER 1 OZ .999 SILVER COIN ROUND TEN WORLD REGIONS NWO ILLUMINATI” (ახალი მსოფლიო წესრიგი, ვერცხლის მრგვალი მონეტა, მსოფლიოს ათი რეგიონი, ილუმინატი) და გამოშვების შემდეგ მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს ინტერნეტმაღაზიების, მათ შორის Amazon-ისა და Ebay-ს, ონლაინ აუქციონების საშუალებით შეეძლო. 

მონეტის შემქმნელი 1968 წელს დაბადებული სანფრანცისკოელი ხელოვანი Terbo Ted, იგივე Theodore Terbolizard-ა. თავისი კარიერის განმავლობაში, Terbo Ted-ი არტისტი, მუსიკოსი, ინტერნეტ დეველოპერი, მწერალი და პოლიტიკოსი იყო. ხელოვანის ნამუშევრებში მსგავსი კონსპირაციული თემატიკის ნამუშევრებს ხშირად შევხვდებით.

moneta3 ვინ და როდის შექმნა “ახალი მსოფლიო წესრიგის” მონეტა?

ჯერ კიდევ 2009 წელს მონეტის გამოჩენამ კონსპირაციული თეორიების მხარდამჭერთა ფორუმებზე დიდი დისკუსია გამოიწვია – ბევრმა ინტერნეტ მომხმარებელმა, მსოფლიოს 10 რეგიონად დაყოფის იდეა ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ არსებულ კონსპირაციულ თეორიას დაუკავშირა და ჩათვალა, რომ მონეტა სწორედ ახალი მსოფლიო წესრიგის ოფიციალურ ვალუტას წარმოადგენდა. მონეტას “Amero-ს” შესახებ არსებულ შეთქმულების თეორიასაც უკავშირებდნენ. კონსპირაციის მიხედვით, Amero ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპზე ე.წ “ჩრდილოეთ ამერიკული კავშირის” შექმნას გულისხმობს. კავშირში ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა შევლენ და მათ საერთო ვალუტა ექნებათ. “ამერიკული კავშირის” რეგიონების გაერთიანებას თავის პოსტში ჯერალდ ნიუმანიც ახსენებს. 

ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ ასებული შეთქმულების  თეორია საკმაოდ ძველი და პოპულარული შეთქმულების თეორიაა. მას სხვადასხვა დროს, მასონებს, ილუმინატებს, როკფელერებსა და როტშილდებს, ჯორჯ ბუშ უფროსს, ბარაკ ობამასა და გლობალისტებს უკავშირებდნენ. ამ შეთქმულების თეორიის შესახებ, უფრო ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ მსოფლიოს 10 ნაწილად დაყოფის იდეასა და ამ იდეის ავტორ როკფელერის მიერ შექმნილ რომის კლუბს, რეალურად რომის კლუბი არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1968 წელს არა როკფელერის, არამედ ევროპელი ბიზნესმენებისა და მეცნიერების მიერ დაარსდა, ხოლო მსოფლიოს 10 რეგიონად დაყოფის იდეა რეალურად სიმულაციური თეორიული სცენარის ნაწილია და მას მსოფლიოს ინტეგრირებულ მოდელსაც უწოდებენ (WIM). მოდელი მიზნად მოსალოდნელი კრიზისების პროგნოზირებას ისახავს ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა რომის კლუბის შესახებ:


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist