სხვადასხვა

რომელი ქვეყნების უხარისხო მშენებლობებს ასახავს “Stop ოლიგარქიის” ფოტოები?

26 სექტემბერი, 2020

2020 წლის 25 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა “stop ოლიგარქია” გამოქავეყნა პოსტი, წარწერით “ქართული ოცნების "მარგალიტები" ჩვენი ფული ამაში იხარჯება,” პოსტში მოცემულია 10 ფოტო, რომელიც ასფალტის ნახევრად დაგებულ საფარს, უხარისხო გზებს, კონსტრუქციებსა და ავტობუსის მოსაცდელს ასახავს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ასეთ უხარისხო მშნებელობებში ბიუჯეტის თანხა გადაიხადა.

ვიზუალის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ რეალურად 10 ფოტოდან  1 ბრაზილიაშია გადაღებული, 1 ყახაზეთში, 3 სხვადასხვა ქვეყნის მდებარეობას ასახავს, 2 ფოტო ინტერნეტში არ იძებნება, ხოლო 3 საქართველოს უკავშირდება. 

1. ადგილმდებარეობა შეცვლილი #1 ფოტო - ბრაზილია

;

ფოტოს უკუძიებით ირკვევა, რომ შუა გზაზე დაგებული ელექტროენერგიის ბოძების ფოტო ინტერნეტში პირველად 2019 წლის 22 ივლისს გამოჩნდა:

;

ფოტოს ადგილმდებარეოაბს აზერბაიჯანის შაქის რეგიონს მიაწერდნენ. აზერბაიჯანის სამანქანო გზების სახელმწიფო სააგენტომ უარყო, რომ ფოტო აზერბაიჯანშია გადაღებული. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფოტო რეალურად ბრაზილიაში ტვიტერის ერთ-ერთმა მომხამრებელმა გადაიღო და თავის ანგარიშზე შემდეგი წარწერით ატვირთა: “ვფიცავ, არ დამილევია, ფოტოც გადავიღე, ვინმე სხვაც ამჩნევს, რომ რაღაც არასწორადაა???”

;

2. ფოტო ყაზახეთიდან

;

ახლადდაგებული გზისა და მასზე დატოვებული ბუნებრივი აირის მილების შესახებ ინფორმაცია ASTANA TIMES-მა 24 სექტემბერს გააშუქა. როგორც ყაზახური მედიიდან ვიგებთ, ფოტო მანგისტაუს რეგიონში გზის დაგების სამუშაოების დროს არის გადაღებული და ის რეალურია, კონსტრუქტორის განმარტებით, მილების უსაფრთხოებისთვის ასფალტის ასე დაგება, აუცილებელი იყო. 

;

3.ფოტო რუმინული ფეისბუქ გვერდიდან

;

აღნიშნული ფოტო ინტერნეტში ყველაზე ადრე 4 სექტემბერს რუმინულმა გვერდმა Autostrada Nordulul-მა გამოაქვეყნა. როგორც გვედრის შესახებ ინფორმაციიდან ვიგებთ, იგი ჩრდილოეთის გზატკეცილის (ბოტუშანი - სატუმარე) შესახებაა და ამ ტერიტორიის შესახებ სიახლეებსა და ფოტოებს აქვეყნებს.

;

კონრეტულად გზის ამ მონაკვეთის შესახებ კი 4 სექტემბერს რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ფოტოები გადაღებულია სოფელ Nicolae Bălcescu-ში

;

4. ფოტო იუმორისტული საიტებიდან

გვერდის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ფოტო ინტერნეტში 2017 წლის 2 იანვრიდან იძებნება: რუსული საიტის liveinternet.ru-ს და exez.de-ს იუმორისტულ განყოფილებებში. 

;

;

;

5. ფოტო reddit-დან

;

“stop ოლიგარქის” კიდევ ერთი ფოტო 10 ივლისს reddit-ზე გამოჩნდა:

;

ფოტოს თან ახლავს წარწერა: ”რატომ არ არის უკეთესი ქაოტურ ტყეში ცხოვრება?,” მოგვიანებით reddit-დან ფოტო წაიშალა და მხოლოდ სათაური დარჩა:

;

რამდენიმე დღეში ფოტო უცხოენოვან გვერდებზე გამოჩნდა, მათ შორის ავსტრალიურ Wespray on Paving Pty Ltd (14 ივლისი) და პოლონურ GEO-BIT Warszawa-ზე (10 ივლისი), რომელიც მსურველებს გზების გასაყვანად აზომვით სამუშაოებს სთავაზობს. 

;

;

6. ფოტოები წარსულის გარეშე

“Stop ოლიგარქიის” პოსტში ასახული კიდევ  ორი ფოტო ინტერნეტში არ იძებნება.

;

;

7. საქართველოსთან დაკავშირებული ფოტოები

Stop ოლიგარქიის მიერ გამოქვეყნებული ორი რეალური ფოტოდან ერთი თბილისშია გადაღებული,  ერთ-ერთი კი  ბათუმში, კერძოდ მარუხის ქუჩაზე და ის ფეისბუქ გვერდმა “ჩემი ქალაქი მკლავს” 8 სექტემბერს გაავრცელა

;

;

რაც შეეხება მესამე ფოტოს, რომელზეც ქართული წარწერები ჩანს, ის პირველად 2017 წლის 20 იანვარს აიტვირთა და pikabu.ru-ზე იძებნება. ფოტოს მიხედვით შეუძლებელია ადგილმდებარეობის ზუსტი იდენტიფიცირება.

;

;

Stop ოლირგარგიის შესახებ

გვერდი 2020 წლის 21 მაისს არის შექმნილი და მას ადმინები არა მხოლოდ საქართველოში, საბერძნეთსა და ლიეტუაში ჰყავს.

;