სხვადასხვა

როკფელერებისა და როტშილდების კონსპირაციების ანატომია

19 ნოემბერი, 2020

2020 წლის 11 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გაავრცელა პოსტი, რომლის  თანახმად, როტშილდების და როკფელერების ოჯახები მასონები და გლობალისტები არიან. შარაბიძის მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ მათ გაანადგურეს საქართველოს ეკონომიკა, ხოლო შედეგები რუსეთს გადააბრალეს. სტატიას თან ახლავს ბრიტანელი ბანკირის იაკობ როტშილდის ფოტოსურათი რუსული წარწერით: 

“მე მქვია იაკობ როტშილდი. მე მაქვს სულ 500 ტრილიონი დოლარი. მე ვარ ყველაფრის მფლობელი, რასაც ხედავთ. მსოფლიოს ყველა ბანკი მე მეკუთვნის. ნაპოლეონის დროიდან მოყოლებული მე დავაფინანსე დედამიწაზე ყველა ომში ორივე მხარე, ეს ორივე მხარე კი ჩემთან ვალში იქნებიან, რომელსაც ვერასოდეს გაისტუმრეებენ. მსოფლიოში მოპოვებული მთელი ნავთობი არის ჩემი. ტელევიზია, გაზეთები, მედია, პოლიტიკოსები. და შენი ქვეყანაც მე მეკუთვნის და შენი სიცოცხლეც...”

;

12 ნოემბერს ნონა შარაბიძის პოსტი სტატიის სახით გამოაქვეყნა კრემლისტურმა გამოცემამ News Front.  ფოტოსურათს, რომელიც ნონა შაბიძის პოსტს და News Front-ის სტატიას ახლავს, სოციალურ ქსელებში რუსული ანგარიშები სხვადასხვა კონტექსტით აქვეყნებდნენ. ფოტოების საძიებო ხელსაწყო Tineye-ის მონაცემებით  ფოტო პირველად 2019 წლის 14 თებერვალს რუსულ ფორუმზე diesel.elcat.kg გამოქვეყნდა.

როკფელერებზე ძველ კონსპირაციას აცოცხლებს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოც”. სტატიაში სათაურით “ნიკიტა მიხაილოვი ამხელს”, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანების კონტროლისთვის შეიქმნა და მისი მიზნების განხორციელებას ფინანსურად ამერიკელი მილიარდელი დევიდ როკფელერი უზრუნველყოფდა. სტატია რუსი კინორეჟისორის ნიკიტა მიხაილოვის 2 ნოემბრის გადაცემაზე დაყრდნობით არის მომზადებული.

;;

როკფელერების და როტშილდების საგვარეულოების შესახებ გავრცელებული ცნობები, თითქოს ისინი მსოფლიოს ჩრდილოვანი მმართველები არიან, ყველაფერს აკონტროლებენ და მოსახლეობის დამორჩილება აქვთ განზრახული, კონსპირაციაა,  რომელიც ქართულ და რუსულ სოციალურ ქსელებსა თუ ონლაინ მედიაში სხვადასხვა კონტექსტში პერიოდულად ვრცელდება. 

როკფელერებისა და როტშილდების შესახებ კონსპირაციები ხშირად ქვეყნდება რუსულ წყაროებში და შემდეგ ინაცვლებს ქართულ გამოცემებსა და სოციალურ ქსელებში. აღნიშნული კონსპირაციების შესახებ ევროკავშირის სტრატკომის პლატფორმა EUvsDisinfo-ც წერდა.“მითების დეტექტორი” გთავაზობთ როკფელებისა და როტშილდების გვარებთან დაკავშირებული რუსული კონსპირაციების და მათი წყაროების მიმოხილვას: 

თემა კონსპირაცია თარიღი რუსული წყაროები ქართული წყაროები

 

 

 

 

სსრკ

როტშილდები და როკფელერები სტალინის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

 

რუსეთში „ოქტომბრის რევოლუცია“ როკფელერებმა და როტშილდებმა დააფინანსეს, სტალინი როკფელერებისთვის მუშაობდა

 

1991 წელს საბჭოთა კავშირის დასაშლელად როტშილდებმა გლობალური შეთქმულება მოაწყვეს, რათა შემდეგ საბჭოთა ქვეყნების რესურსებს დაპატრონებოდნენ

 

2013 წელი


 

2015 წელი

 



 

2006 წელი

 

Концептуал ТВ
gstar.ru


 

rosh-mosoh.livejournal.com
eg.ru
kp.ru

 

 

gstar.ru
ru.gruzinform.ge

 

ნონა შაბაძე
News Front


 

_____________

 

 

 

ნონა შაბაძე
News Front

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

 

როკფელერების ფონდი „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ და ამერიკის მედიცინის ასოციაციის ექსპერიმენტული ვაქცინების და მედიკამენტების პროგრამას საიდუმლოდ აფინანსებს 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია როკფელერების დაფინანსებით ძმებმა დალესებმა შექმნეს, რათა მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობა ვაქცინების საშუალებით გაეკონტროლებინათ და „მსოფლიო მთავრობა“ ჩამოეყალიბებინათ.

 

2011 წელი
 

2015 წელი 

 



 

2020 წელი

 

ruskline.ru

 

mif-ua.com

 

 

 

БесогонTV

 

“საქართველო და მსოფლიო”

 

 

 


 

„საქართველო და მსოფლიო

 

გენმოდიფიცირებული საკვები

 

როკფელერები განვითარებად ქვეყანაში ავრცელებენ გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც ტოქსიკურია, ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს და პლანეტის მოსახლეობის შემცირებას ემსახურება

2010 წელი

2014 წელი

2019 წელი

 

business-gazeta.ru

novost.ge

samlib.ru

https://vk.com/wall-184190474_158

ალია” 

“საქართველო და მსოფლიო”

 

პანდემია

როკფელერების ვებ-გვერდზე 2010 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი, დოკუმენტი საიდუმლოა და ამ დროისთვის წაშლილია. 

2020 წელი

მარტი

interaffairs.ru 

vtule.ru

smart-lab.ru 

katyusha.org

fondsk.ru

 ლაშა მოდებაძე (ტროლი)
სიონიზმი საუკუნეების განმავლობაში როტშილდების შესახებ ვრცელდება ანტი-სემიტური კონსპირაცია, რომლის თანახმადაც, როტშილდები ებრაელი სიონისტები არიან და გლობალურ ინსტიტუტებს აკონტროლებენ.

2010 წელი

2011 წელი

2014 წელი

elitetrader.ru  

perevodika.ru 

kavpolit.com

 

დასაბამიდან დასაბამამდე
საბანკო სფეროს კონტროლი როკფელერები და როტშილდები მსოფლიოს ფინანსებს ამერიკის ფედერალური ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალებით აკონტროლებენ.

2015 წელი

2020 წელი

 

bb.lv “საქართველო და მსოფლიო”
ომების პროვოცირება მსოფლიო ომები და 21-ე საუკუნის კონფლიქტები როკფელერების პროვოცირებულია, რათა ქვეყნები იძულებულნი გახდნენ ვალი მათი ბანკებიდან აიღონ.

2014 წელი

2015 წელი

2016 წელი

ridus.ru

igor-vigov.livejournal.com

“საქართველო და მსოფლიო”
მსოფლიო პოლიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი როტშილდების გვარმა დანიშნა, მისი საშუალებით როტშილდები საკუთარ ინტერესებს ახორციელებენ. ხოლო დონალდ ტრამპი “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობას როტშილდებთან საბრძოლველად იყენებს 2019 წელი

kp.ru

geo-politica.info

___________

როკფელერებისა და როტშილდების შესახებ  

როკფელერები და როტშილდები მსოფლიოს უმდიდრესი საგვარეულოებია. როკფელერების გვარი ძირითადად დაკავშირებულია ნავთობის, უძრავი ქონდების ბიზნესთან, რომლითაც საგვარეულოს დამფუძნებელმა ჯონ როკფელერმა მე-19 საუკუნეში პირველი მილიარდები მოიპოვა. გარდა ბიზნესებისა, ოჯახთან დაკავშირებულია საქველმოქმედო ორგანიზაცია “როკფელერების ფონდი”, რომელიც მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან დღემდე ფილანტროფიული საქმიანობითაა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს “როკფელერების ფონდმა” ოჯახის ტრადიციული ბიზნესის - ნავთობკომპანიების (Standard Oil და EXXON) ინვესტირება ეკოლოგიასა და გლობალურ დათბობაზე მათი გავლენის გამო შეაჩერა

როტშილდების წარმოშობით ებრაულმა ოჯახმა მე-18 საუკუნეში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული საბანკო-საფინანსო ქსელი შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ როტშილდების საბანკო დინასტია მათი სწრაფი გამდიდრების, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მოპოვების და პირველ რიგში, მათი ებრალურ წარმოშობის გამო ანტი-სემიტური კონსპირაციების სამიზნე ევროპაშიც ხდებოდა. 

როკფელერებთან დაკავშირებულ სხვა კონსპირაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:


მოამზადა მედეა სულამანიძემ