სამართალი/კრიმინალი

ნემცოვის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ციხეში ქეიფობს

17 თებერვალი, 2020

ტელეკომპანია tvrain.ru-ს ინფორმაციით, 12 თებერვალს რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობისათვის მსჯავრდებულის ზაურ დადაევის ფოტოები გამოქვეყნდა, რომლებზეც დადაევი სხვა მსჯავრდებულებთან ერთად გაშლილ სუფრასთან ზის.  ფოტოები 2018 წლის 3 ივლისით არის დათარიღებული. იმ მომენტისათვის დადაევი სასჯელს ირკუტსკში, მკაცრი რეჟიმის #3 კოლონიაში იხდიდა. 

"
ფოტო: Вконтакте / Ислам Ирон

"
ფოტო: Вконтакте / Ислам Ирон

ჟურნალისტებმა კომენტარისათვის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს მიმართეს, რომელმაც განაცხადა, რომ კრემლში ფოტოების შესახებ არაფერი იციან. “სად იქექებით ამ ინტერნეტში?”,- საპასუხო კითხვით მიმართა ჟურნალისტებს პესკოვმა. 

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 7 თებერვალს კრემლთან ახლოს მოკლეს. თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ  ზაურ დადაევი ნემცოვის მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის გაასამართლეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.