მედია

მედია მითები უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ მცდარია

27 ნოემბერი, 2014

2014 წლის 2 მარტს მოგილიანსკის ჟურნალისტიკის სკოლის სტუდენტებისა და ჟურნალისტთა რედაქტორთა პროგრამის Digital Future of Journalism-ის ინიციატივით, შეიქმნა ინტერნეტ-პორტალი Stopfake.org, რომელსაც არაერთი ჟურნალისტი, მარკეტოლოგი, პროგრამისტი, თარჯიმანი თუ მოხალისე შეურთდა. პროექტის მიზანი იყო იმ დამახიჯნებულ ინფორმაციასა და პროპაგანდაზე პასუხის გაცემა, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიის სხვადასხვა საშუალებებით ვრცელდებოდა.

ფოტო ფაბრიკაცია

stopfake.org-მა ყურადღება გაამახვილა იმ ინტერნეტ-რესურსებზე, რომლებიც თითქოსდა მეორე მსოფლიო ომის დროს "ფაშისტი ბანდერას მომხრეების" მიერ ჩადენილ დანაშაულებს აღწერს. ერთ-ერთი ასეთი ფოტოა ქალი ბავშვით, რომელიც აქტიურად ვრცელდება ინტერნეტ-სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში.
ინტერნეტ პორტალ Боевая Висота-ს მიერ მომზადებულ მასალაში კი აღნიშნული ფოტო 2014 წლის 2 მაისს ოდესის პროფკავშირების სახლის დაწვის ფოტოებშია შერეული.
რეალურად კი ეს კადრი აღებულია მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული ამერიკული სერიალიდან War And Remembrance, რომელიც ეკრანებზე 1988 წელს გამოვიდა.  ფილმის კადრი (9:42 წუთიდან, მე-7 ნაწილი) დაძველებულია, რათა მეორე მსოფლიო ომის დოკუმენტურ მასალად იყოს აღქმული. ფილმი ბაბი იარშიდატრიალებულ ტრაგედიას ასახავს.
stopfake.org-ის თანახმად, ფოტოს თანმხლები  ტექსტი, თითქოს "ფაშისტი ბანდერას მომხრეები" მსახურობდნენ "გალიჩინას" დივიზიაში და მთელი ცხოვრება თან ატარებდნენ აღნიშნულ ფოტოს, დეზინფორმაციაა.

დაქირავებული შავკანიანი მეომრების მითი

ზოგიერთი ფალსიფიცირებული ფაქტი, რომელსაც stopfake.org გამოეხმაურა ქართულ ინტერნეტ-პორტალებზეც  გაშუქდა. ასეთი მითები უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლებად შავკანიანების და ამერიკელი ინსტრუქტორების ჩაყვანას უკავშირდებოდა.
15 ოქტომბერს politnavigator.net-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხარკოვში ჩაიყვანეს დაქირავებული შავკანიანი მებრძოლები. ინფორმაციის გავრცელების საბაბი გახდა ვიდეო, რომელზეც მიკროავტობუსის გვერდით კამუფლაჟში გამოწყობილი შავკანიანები ჩანან. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ეს კადრები ხარკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ეზოშია გადაღებული. კადრს მიღმა ავტორის ხმა კი ამტკიცებდა, რომ 20  შავკანიანი უკრაინელი მეომრებისთვის დახმარების გასაწევად იყვნენ ჩამოყვანილი.
rusvesna.su-ზე ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები გავრცელდა, თითქოს საქმე ეხებოდა ამერიკელ დაქირავებულ მებრძოლებს, ხოლო სასტუმროს სახელწოდება იყო «АН-2».
stopfake.org-ის მიერ აღნიშნული მასალის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაცია ხარკოვში "დაქირავებული მებრძოლი ამერიკელი შავკანიანების" ჩაყვანის შესახებ წარმოადგენდა სიცრუეს. სასტუმროს ადმინისტრაციამ «Укринформ»-თან კომენტარში განმარტა, რომ  სასტუმროში 13-28 სექტემბრის პერიოდში და არა ოქტომბერში იმყოფებოდნენ ნიგერიელი და არა ამერიკელი ტექნიკოსები.
ავტოქარხანა «КрАЗе»-ს ოფიციალური საიტიდან კი ირკვევა, რომ ნიგერიის შეიარაღებული ძალების მექანიკოსებმა კრემენჩუგში მდებარე ქარხანაში გაიარეს ორკვირიანი სწავლების კურსი კრაზის ავტომანქანების ტექნიკური ექსპლუატაციის, მომსახურებისა და რემონტის შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის ხელშეკრლებით
გათვალისწინებული ვალდებულება იყო. როგორც stopfake.org-ი განმარტავს, სავარაუდოდ, რუსული საიტების მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციებში მითითებული შავკანიანები, რომლებიც ხარკოვის სასტუმროში იმყოფებოდნენ, ნიგერიელი მექანიკოსები იყვნენ.
უკრაინაში ამერიკელი ინსტრუქტორებისა და შავკანიანი დაქირავებული მებრძოლების შესახებ მცდარ ცნობებს რუსულ წყარობზე დაყრდნობით ქართული ინტერნეტპორტალი საქინფორმიც ავრცელებდა
(უკრაინელი ტანკისტები - შავკანიანი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში ჩასული 180 ამერიკელიინსტრუქტორის შემადგენლობიდან!;

2014 წლის აგვისტოში უკრაინაში ტყვედ აიყვანეს ქართულ ენაზე მოლაპარაკე შიშველი აფროამერიკელი, 
რომელიც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო მრჩევლად მუშაობდა).


თამარ კინწურაშვილი

ტეგები: