პოლიტიკა

ბრიტანეთი 2007 წელს თუ აშშ 2020 წელს?

22 ივნისი, 2020

2020 წლის 12 ივნისს ფეიზბუქ გვერდმა “კარდჰუმ“ გამოაქვყენა ფოტო, რომელზეც ბორკილებიანი თეთრკანიანები არიან გამოსახულები. ფოტოს აქვს წარწერა “თეთრკანიანობის ბრალეულობა - ამერიკის ახალი ვირუსი”. კარდჰუმ ფოტოს შემდეგი წარწერა დაურთო: “ამერიკაში შავკანიანებმა ქუჩებში ბორკილდადებული თეთრკანიანი მონები ჩამოატარეს“. პოსტს, 21 ივნისის მდგომარეობით, 283 რეაქცია  და 190 გაზიარება აქვს.

"

ეს ფოტო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში ფეისბუქის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ასევე გავრცელდა სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზეც. Google-ის ფოტოების საძიებო სისტემის ძიების შედეგებთ ჩანს, რომ ფოტო არ უკრავშირდება მხოლოდ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო ტალღის კონტექსტს, არამედ სხვადასხვა თარიღითა და ლოკაციითაც ვრცელდებოდა. 

""

""

რეალურად, ეს ფოტო 13 წლისაა და ის 2007 წლის მარტშია გადაღებული. ფოტოზე ორგანიზაცია The Lifeline Expedition-ის წევრები ჩანან, რომლებმაც 2007 წელს, მონობის გაუქმებიდან 200 წლისთავის აღსანიშნად ინგლისში 200 მილის სიგრძის მსვლელობა მოაწყეს. მათ მსვლელობა ქალაქ ჰალიდან - აბოლიციონისტ უილიამ ვილბერფორსის მშობლიოური ქალაქიდან - ლონდონში, ვესტმინსტერამდე გამართეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო კი ამ მსვლელობის ერთ-ერთ ფრაგმენტს ასახავს.

ლიცენზირებული ფოტოებისა და ვიდეოების პლატფორმების არქივში 2007 წელს ვესტმინსტერში მონობის გაუქმებიდან 200 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებული არაერთი ფოტო და ვიდეო ინახება. ამ საარქივო მასალებში ვხვდებით იმავე ადამიანებს, რომლებიც გავრცელებულ ფოტოზე არიან გამოსახულები. ამ მსვლელობის გარდა, ვესტმინსტერთან სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, რომლებსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა. 

"

"


მოამზადა ნიკა რომანაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: