ისტორია

“ასავალ- დასავალი” За Русское Дело-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მეფის რუსეთში რევოლუცია პროლეტარებს არ მოუხდენიათ

20 ოქტომბერი, 2017

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ბოლო გამოშვება (2017 წლის 16-22 ოქტომბერი) ამტკიცებს, რომ მეფის რუსეთში ცხოვრება გაცილებით საამური იყო, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. სტატია, სათაურით „რევოლუციამდელ მეფის რუსეთში მეეზოვის ხელფასი 1200 თანამედროვე დოლარი იყო“, რევოლუციამდელი რუსეთის შემდეგ სურათს გვიხატავს:

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ცნობილია ისიც, რომ მეფის რუსეთში მუშების საშუალო ხელფასი ბევრად აღემატებოდა ევროპულ ხელფასებს, თანაც, პროდუქტებზე ფასები მეფის რუსეთში ბევრად ჩამორჩებოდა ევროპულ ბაზარზე არსებულ ფასებს!“

"

ასავალ დასავალის სტატიის პირველწყარო რუსული ვებ-გვერდი „За Русское Дело“-ა, სადაც   მასალა, სათაურით „Дореволюционные Зарплаты И Цены, Или Как Жили Люди До 1917 Года“ გამოქვეყნდა. “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტს „За Русское Дело“-დან აქვს გადმოწერილი მუშის, მეეზოვის, „პოდპორუჩიკის“, ბოქაულის, სახლის მოსამსახურის, დაწყებითი სკოლის მასწავლებლის, გიმნზიის მასწავლებლის, უფროსი მეეზოვის და სხვათა ხელფასები რუბლში, ხოლო მუშის ($1100) და მეეზოვის ($560) ხელფასს გამოცემა დოლარში კონვერტირებულად გვთავაზობს.  

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, “ასავალ-დასავალი” ამტკიცებს, რომ  1917 წლის თებერვლის რევოლუციას არავითარი სოციალური წინამძღვრები არ ჰქონია და იგი გარედან ინსპირირებული იყო.

ცნობისთვის: გრონინგენის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის ეკონომისტ ანგუს მედისონის  კვლევის მიხედვით, 1913 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით დასავლური ქვეყნები  რუსეთის იმპერიას თითქმის ოთხჯერ უსწრებდნენ. 

"

“ასავალ-დასავალის” იდენტური მასალები სხვა რუსულმა გამოცმემებმაც გამოაქვეყნეს:  

მედიის დასახელება

Военное Обозрение

За Русское Дело

Fishki.net

სტატიის სათაური

Зарплаты и цены до 1917 года

„Дореволюционные Зарплаты И Цены, Или Как Жили Люди До 1917 Года

Дореволюционные зарплаты и цены или как жили люди до 1917 года


მოამზადა ეკატერინე ჯანიაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია

ტეგები: