ასავალ-დასავალი

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ “ 1992 წლის 3 მარტს დაარსდა და ყოველ ორშაბათს გამოდის. გამოცემის 100%-იანი წილის მფლობელი და რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის თანახმად, ნადარეიშვილი რამდენიმე სხვა კომპანიაშიც ფლობს წილს – ყველა მთგანი „ასავალ-დასავალის“ გამოქვეყნებასთან არის დაკავშირებული. ნადარეიშვილი ასევე ფლობს შპს „საქართველოს დეპეშათა სააგენტოს“ და ის საქართველოს პრესის ასოციაციის გამგეობის წევრია. გაზეთი სიძულვილის ენით გამოირჩევა სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და ლგბტ ჯგუფების, ასევე განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური ჯგუფების, კერძოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ღიად დეკლარირებული ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის გარდა, გამოცემა ანტიდასავლურ განწყობებსაც აღვივებს. გაზეთის პლატფორმა უფრო ეთნო-ნაციონალისტურია, თუმცა როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევა ცხადყოფს, შინაარსი ღიად პრორუსული მედიების ნარატივის იდენტურია.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist