ვიდეო, რომელსაც ღაზაში წყლის რეზერვუართან ბავშვების დაბომბვას მიაწერენ, სუდანშია გადაღებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

484
VIEWS

25 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ანგარიშმა “მაია თვალთვაძე” ფეისბუქზე გამოაქვეყნეს პოსტები, რომელშიც წერენ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში წყლის ავზთან შეკრებილი, მოწყურებულ ბავშვები დამიზნებით დაბომბა. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ისრაელმა ღაზას წყალი ორიოდ საათით სწორედ მსგავსი მიზნების განსახორციელებლად ჩაურთო. პოსტებს თან ახლავს სამხედრო დრონიდან გადაღებული ვიდეო, რომელიც დაბომბვის კადრებს ასახავს.

sudani da ghaza ვიდეო, რომელსაც ღაზაში წყლის რეზერვუართან ბავშვების დაბომბვას მიაწერენ, სუდანშია გადაღებული

ზაქარეიშვილისა და თვალთვაძის მიერ პოსტში გაზიარებული ცნობები დეზინფორმაციულია და ვიდეომანიპულაციას შეიცავს. სინამდვილეში ვიდეო სუდანშია გადაღებული და სუდანის არმიის მიერ აჯანყებული სამხედრო დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალების” ერთ-ერთი დანაყოფის განადგურებას ასახავს.

ვიდეო რეალურად სუდანშია გადაღებული. ის პირველად 12-13 ოქტომბერს ალ-ჯაზირას სუდანის სამსახურის ფეისბუქ გვერდსა და ონლაინ მედიების X (ყოფილი ტვიტერი) ანგარიშების გვერდებზე (1, 2, 3.) გამოქვეყნდა. ვიდეოების აღწერებიდან ვიგებთ, რომ ის გადაღებულია სუდანის დედაქალაქ ხართუმში, და კადრები სუდანის არმიის მიერ აჯანყებული დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალების” (სმძ) დანაყოფის განადგურებას ასახავს, მაშინ როდესაც ისინი საწვავის ავზთან იმყოფებოდნენ.

sudani da ghaza1 ვიდეო, რომელსაც ღაზაში წყლის რეზერვუართან ბავშვების დაბომბვას მიაწერენ, სუდანშია გადაღებული

გავრცელებული ვიდეო, არასწორი აღწერებით სხვა სოციალურ ქსელებშიც ვრცელდებოდა, რის გამოც ის არაბულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ და ინდურმა მედიამაც გადაამოწმეს. 

მედიებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა გუგლის რუკაზე (Google Maps) ვიდეოში ნაჩვენები ადგილის პოვნაც და დადგინდა, რომ ის ნამდვილად ხართუმში მდებარეობს.

ფოტო გავრცელებული ვიდეოდან

ფოტო გუგლის რუკებიდან

sudani da ghaza2 ვიდეო, რომელსაც ღაზაში წყლის რეზერვუართან ბავშვების დაბომბვას მიაწერენ, სუდანშია გადაღებული

Რა ხდება სუდანში

დაპირისპირება სუდანის არმიასა და პარალიმიტარულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (სმძ)” შორის 2023 წლის აპრილში დაიწყო. მათი ლიდერები, გენერლები აბდელ ფატა ალ-ბურანი და მოჰამედ ჰამდან დაგალო თავდაპირველად მოკავშირეები იყვნენ, თუმცა “სმძ-ს” ქვეყნის არმიაში გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესში, სიტუაცია დაიძაბა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება მოყვა. გაეროს ცნობით, მხოლოდ პირველ თვეში დაპირისპირებამ თითქმის მილიონი ადამიანის იძულებით გადაადგილება გამოიწვია.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული ყალბი ამბები ბევრჯერ გადაამოწმა.

წყაროების შესახებ: 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც მრავალჯერ გადაამოწმა.

ფეისბუქ ანგარიში “მაია თვალთვაძე” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა, სუდანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist