მანიპულაცია, თითქოს ლტოლვილებზე შპანის ინიციატივა კანდიდატის სტატუსს უკავშირდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4.5k
VIEWS

17 დეკემბერს კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოს” წამყვანმა შოთა მარტინენკომ, ასევე, ფეისბუქ-მომხმარებლებმა – რუ სა, Хундадзе Нини და სხვებმა (1;2) გაავრცელეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, იენს შპანის ციტატა, რომ ქვეყანამ არალეგალები საქართველოში, მოლდოვაში, განაში ან რუანდაში უნდა გაგზავნოს. პოსტების ავტორები შპანის ინიციატივას საქართველოს მიერ მიღებულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკავშირებენ. როგორც მარტინენკო წერს, “ევრო-კანდიდატის სტატუსის პირველი ხელშესახები შედეგები, მგონი, უკვე გამოისახა”. ასევე, რუ-სა-ს შპანის განცხადების სქრინშოტებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს ონლაინ გამოცემა “ტაბულას” კიდევ ერთი სტატიის სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციაზე ხელშეკრულების ხელმოსაწერად თბილისში ჩამოდის.

aralegalebi მანიპულაცია, თითქოს ლტოლვილებზე შპანის ინიციატივა კანდიდატის სტატუსს უკავშირდება

aralegalebi1 მანიპულაცია, თითქოს ლტოლვილებზე შპანის ინიციატივა კანდიდატის სტატუსს უკავშირდება

მტკიცება, თითქოს გერმანიის მიერ საქართველოში ლტოლვილების გაგზავნის მოწოდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება, მანიპულაციურია. შპანმა თქვა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაა საჭირო და ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ქვეყანას უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიღებას ავალდებულებს. ასევე, 18 დეკემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიზნად სახელდება დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც კავშირი არ აქვს შპანის ინიციატივასთან. დოკუმენტი გერმანიაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხს ითვალისწინებს. ხოლო შპანის ინიციატივას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის მოწოდებებს არ ეთანხმება.

 17 დეკემბერს იენს შპანმა გაზეთ Neue Osnabrücker Zeitung-თან ინტერვიუში ისაუბრა ინიციატივაზე, რომ ყველა ახალი ლტოლვილი, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად შედის, გაიგზავნოს განაში, რუანდაში ან აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. მისი შეფასებით, თუ ამას მუდმივად გააკეთებენ, ლტოლვილთა რაოდენობა შემცირდება. შპანის სიტყვებით, მრავალ ლტოლვილს აღარ ექნება ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის სურვილი, თუ გასაგები იქნება, რომ “48 საათში ისინი აღმოჩნდებიან ევროკავშირის გარეთ, უსაფრთხო მესამე ქვეყანაში”. 

“რუანდა, ალბათ, მზად არის ამის გასაკეთებლად, ალბათ, განაც. ასევე საჭიროა მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა”. – თქვა შპანმა. 

11 დეკემბერს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) წარადგინა შეთავაზება მიგრაციასთან დაკავშირებით – 71 გვერდიან დოკუმენტში, რომელსაც “იცხოვრე თავისუფლებაში” ჰქვია, ავტორები წერენ, რომ გერმანიასა და ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და მათი “უსაფრთხო მესამე ქვეყანაში” გადამისამართების ვარიანტს განიხილავენ. დოკუმენტის ავტორებს სურთ, დაიბრუნონ კონტროლი მიგრაციაზე, რადგან “სტუმართმოყვარეობა ნიშნავს, თავად გადაწყვიტო, ვინ და რამდენი შემოვა ჩვენს სახლებში”. თუმცა, მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხედვა ინიციატივაა და ჯერ გერმანიაში უნდა განიხილონ, რომ შემდგომ საქართველოს შესთავაზონ. 

რუანდაში ვიზიტის დროს ინიციატივას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და უარყო მოწოდებები თავშესაფრის მინიჭების პროცედურების ევროპის გარეთ გატანასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, “ცოტათი გაკვირვებული” იყო გერმანელი კონსერვატორების შეთავაზებით, რომელიც ბრიტანულ მოდელს ეფუძნება. არალეგალების რუანდაში გაგზავნასთან დაკავშირებით მსგავს კანონს განიხილავენ დიდ ბრიტანეთში – პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის ინიციატივას “რუანდაში დეპორტაციის  გეგმასაც” უწოდებენ. 

30 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებას გერმანიაში უფრო სწრაფად განიხილავენ და, უარის თქმის შემთხვევაში, დეპორტაციის პროცედურა დაჩქარდება. 

 გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

რაც შეეხება 18 დეკემბერს საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის ვიზიტს, საელჩოს ინფორმაციით, მისი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის მთავარი მიზანი მიგრაციის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე ხელის მოწერაა. დოკუმენტი არ ეხება საქართველოში, როგორც “მესამე უსაფრთხო ქვეყანაში” უცხო ქვეყნის მოქალაქე არალეგალების გამოგზავნას და ითვალისწინებს გერმანიაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს. გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, “შეთანხმება ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით”. როგორც ერთობლივ ბრიფინგზე ნენსი ფეზერმა თქვა, აწარმოებენ კამპანიას, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, “თუ რა დაბალი შანსებია გერმანიაში თავშესაფრის მოსაპოვებლად, თუმცა, გაგრძელდება სპეციალისტებისა და მუშახელის მიზიდვის პროცესი”. 

ფეზერის ვიზიტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. განცხადების მიხედვით, დოკუმენტი, რომელსაც ორი ქვეყნის მინისტრმა მოაწერა ხელი, ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიისა და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. რეადმისიის პროგრამა 2011 წლის პირველი მარტიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეთა რეადმისიას და მასში ასევე ვკითხულობთ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის შესახებ: 

“საქართველო, წევრი სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით თუ დამტკიცდება, ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:  

  • (a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან  
  • (b) საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.” 

წყაროების შესახებ 

 ფეისბუქ-მომმხარებელი რუ სა ანტიდასავლური, ჰომოფობიური და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

aralegalebi2 მანიპულაცია, თითქოს ლტოლვილებზე შპანის ინიციატივა კანდიდატის სტატუსს უკავშირდება

Хундадзе Нини კონსერვატიული მოძრაობის და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის ალტ-ინფოს მხარდამჭერი ნინი ხუნდაძის 5 პროფილიდან ერთ-ერთია (1;2;3;4;5). ის ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. 

არქივის ბმულები (1;2;3;4;5)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist