დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

980
VIEWS

2023 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქის რუსულენოვანმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აღნიშნულია თვითმფრინავების სხვადასხვა რეისების მარშრუტები. პოსტის აღწერაში ავტორი წერს, რომ თვითმფრინავის მარშრუტები აქარწყლებს დედამიწის-ბურთის თეორიას, რითიც მიანიშნებს, რომ დედამიწა სინამდვილეში ბრტყელია და კონტინენტები ისეა განლაგებული, როგორც ეს ფოტოს მარცხენა მხარეს ნაჩვენებ რუკაზეა აღბეჭდილი.

thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს

მტკიცება იმის შესახებ, რომ თვითმფრინავების მარშრუტი დედამიწის ბრტყელ ფორმას ადასტურებს, მცდარია. თვითმფრინავები მსგავსი რკალისებური ხაზებით მართლაც მოძრაობენ, თუმცა ეს ხდება მანძილის შესამცირებლად და სხვადასხვა დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, ფოტოზე ნაჩვენებ დანიშნულების ადგილებს შორის სხვა, უფრო მოკლე და პირდაპირი რეისებიც არსებობს, რაც გამორიცხავს პოსტის ავტორის მიერ მოცემულ ბრტყელი დედამიწის განლაგების შესაძლებლობას.

გავრცელებული პოსტი “ბრტყელი დედამიწის” თეორიას ემყარება, რომელიც დიდი ხანია არსებობს და სხვადასხვა ქვეყანაში მიმდევრები დღემდე ჰყავს. თეორიის მიხედვით, მთავრობები და ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა “ნასა” გვატყუებენ და სინამდვილეში დედამიწას არა მრგვალი, არამედ ბრტყელი ფორმა აქვს.

ფოტოში მოცემული რეისები მანიპულაციურადაა აღებული, რათა უკეთ დაემთხვეს ამ თეორიის მიმდევრების წარმოდგენებს კონტინენტების განლაგების შესახებ. პირველ ფოტოზე ნაჩვენებია ავსტრალია-ჩილეს რეისი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის გავლით მიემართება. მსგავსი მარშრუტები მართლაც არსებობს, რომელთა უმრავლესობა მოიცავს გადაჯდომას ლოს-ანჯელესის აეროპორტში. თუმცა, ამასთანავე არსებობს პირდაპირი რეისებიც, რომელიც აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან დასავლეთ ნახევარსფეროს მიმართულებით ხორციელდება და 13 საათამდე გრძელდება. 

thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs1 დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს
წყარო იხილეთ აქ.
thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs2 1 დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს
წყარო იხილეთ აქ.

მეორე ფოტოზე ნაჩვენებია სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის დამაკავშირებელი რეისი, რომელიც ევროპის კონტინენტის გავლით ხორციელდება. წინა შემთხვევის მსგავსად, ამ ორ ქვეყანას შორისაც არსებობს ბევრად უფრო მოკლე და პირდაპირი ფრენებიც. მაგალითად, ასე გამოიყურება სან პაოლოსა და იოჰანესბურგს შორის პირდაპირი რეისის მარშრუტი, რომელიც დაახლოებით 9-10 საათს გრძელდება:

thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs3 დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს
წყარო იხილეთ აქ.

ფოტოში ნაჩვენებ მესამე მარშრუტზე ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის დამაკავშირებელი რეისია ნაჩვენები, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის გავლით ხორციელდება. პირდაპირი ფრენა ამ ორ ქვეყანას შორისაც არსებობს და ბევრად უფრო მოკლე დროში ხორციელდება, ვიდრე ეს ფოტოზე ნაჩვენებ მარშრუტზეა ასახული.

thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs4 დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს
წყარო იხილეთ აქ.

სიდნეი-იოჰანესბურგს შორის პირდაპირი ფრენა დაახლოებით 12-14 საათს გრძელდება, მაშინ როდესაც გავრცელებულ ფოტოზე ნაჩვენები მარშრუტის შესასრულებლად 26 საათზე მეტია საჭირო. ამ მარშრუტის გამოყენება “ბრტყელი დედამიწის” თეორისტებს საკუთარი იდეების დასამტკიცებლად არაერთხელ უცდიათ, თუმცა უშედეგოდ, რადგან ფაქტები ამის საპირისპიროდ მეტყველებს. “ბრტყელი დედამიწის” რუკის მიხედვით, დუბაი ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას შორის მდებარეობს, რაც შეუძლებელია, რადგან ავსტრალია-დუბაის შორის ფრენას 13 საათზე მეტი სჭირდება, დუბაისა და იოჰანესბურგს შორის კი დაახლოებით 8 საათი, რაც ერთობლივად 21 საათზე მეტი გამოდის, როცა რეალურად ავსტრალია-სამხრეთ აფრიკას შორის პირდაპირი ფრენები საშუალოდ 14 საათს გრძელდება.

thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs5 დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს
რუკაზე დანომრილია: 1- Სამხრეთ აფრიკა; 2- ეთიოპია; 3- დუბაი; 4- ავსტრალია.
thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs6 დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს
წყარო იხილეთ აქ.

მეოთხე მარშრუტზე ნაჩვენებია ინდოეთისა და არგენტინის დამაკავშირებელი რეისი. აღსანიშნია, რომ ამ ორ ქეყანას შორის არსებული მანძილის გამო არ არსებობს პირდაპირი რეისი და მინიმუმ 1 გადაჯდომა ინიშნება ევროპის კონტინენტზე ან დუბაის აეროპორტში.

thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs7 დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს
წყარო იხილეთ აქ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითმფრინავები რუკაზე პირდაპირი, სწორი ხაზებით არ დაფრინავენ და უმეტესად ეს რუკაზე მოჩანს როგორც რკალისებური მარშრუტი, რაც იმის გამო ხდება, რომ დედამიწას არაპროპორციული სფეროს ფორმა აქვს და ამასთანავე მისი ეკვატორის გარშემოწერილობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე  მისი პოლუსებისა. სწორედ ამიტომ უმეტეს შემთხვევაში რუკაზე ნაჩვენები რკალისებური მარშრუტი სწორ მარშრუტზე უფრო მოკლეა და შესაბამისად სწრაფად ხორციელდება.

thithqos thvithmphrinavis marshrutebi dedamitsis sibrtqhes adasturebs8 დეზინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის მარშრუტები დედამიწის სიბრტყეს ადასტურებს
წყარო იხილეთ აქ.

ამასთანავე, ავიაკომპანიები ხშირად ითვალისწინებენ ძლიერ ქარებს, ვულკანურ ფერფლის ღრუბლებსა თუ სხვა დაბრკოლებებს და შესაბამისად გეგმავენ მარშრუტებს, რომლებიც შესაძლოა უფრო გრძელი, მაგრამ უსაფრთხო იყოს. 

დედამიწის ფორმა

იდეა იმის შესახებ, რომ დედამიწა სფეროსებურია, ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს გაუჩნდათ, მათ შორის არისტოტელეს. მან ვარკვლავებზე და მათ მოძრაობაზე დაკვირვებით დაადგინა, რომ დედამიწის ფორმა სფეროსებურია, თუმცა ამის მყარი მტკიცებულება მაინც არ არსებობდა. უფრო დიდი როლი ამის დამტკიცებაში ბერძენმა ფილოსოფოსმა და გეოგრაფმა ერატოსტენესმა შეიტანა, რომელმაც მზეზე და მთვარეზე დაკვირვების შედეგად თითქმის ზუსტად გამოთვალა დედამიწის გარშემოწერილობა. პირველი მყარი მტკიცებულება დედამიწის სფეროსებური ფორმის შესახებ მაგელანის მოგზაურობა აღმოჩნდა, რომლის დროსაც მოგზაურებმა ესპანეთიდან დასავლეთის მიმართულებით გაცურეს და საბოლოოდ ფილიპინებში აღმოჩნდნენ, რაც ბრტყელი დედამიწის არსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ რაც კაცობრიობამ შეძლო კოსმოსური რაკეტების შექმნა, უკვე ფოტო-ვიდეო მასალის სახით მივიღეთ მყარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ დედამიწა მართლაც სფეროსებურია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist