სი ძინპინის გაყალბებული განცხადება, თითქოს ჩინეთი რუსეთს NATO-სთან სამხედრო კონფლიქტში დაიცავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სი ძინპინი
254
VIEWS

29 თებერვალსა და 1 მარტს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი პარტნიორები და მეგობრები არიან და იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის გავლენით NATO წამოიწყებს კონფლიქტს რუსეთთან, ჩინეთი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სამხედრო რესურსებს რუსეთის დასაცავად. მისი მტკიცებით, ეს უფლება განპირობებულია BRICS-ის 50-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დაცვას. 

სი ძინპინი

სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტის სახელით გავრცელებული განცხადება გაყალბებულია და ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება. გარდა ამისა, BRICS-ი არ არის NATO-ს მსგავსი ორგანიზაცია და მას არ გააჩნია ისეთი პუნქტი, რომელიც კონფლიქტის დროს წევრი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერას მოითხოვს. 

სი ძინპინის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება არ იძებნება ღია წყაროებში, მათ შორის ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენებზე. ამასთანავე, BRICS-ს არ გააჩნია ისეთი ხელშეკრულება რომელშიც განსაზღვრული იქნება კოლექტიური თავდაცვის მსგავსი პუნქტი. 

BRICS არაფორმალური ჯგუფია, მას არ გააჩნია კონკრეტული  წესდება/ქარტია და წინასწარ განსაზღვრული ფინანსები მისი აქტივობების ხარჯების დასაფარად. ორგანიზაციას ასევე არ აქვს მუდმივი სამდივნო ან ოფისი და შეხვედრები იმართება წევრ ქვეყნებში, როტაციული პრინციპით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მარტივია იმის დადგენაც, რომ BRICS-ს არ გააჩნია არანაირი 50-ე მუხლი, რომელიც ქვეყნებს უფლებას აძლევს სხვა წევრი ქვეყნების დაცვას სამხედრო აგრესიისაგან. ორგანიზაციის რამდენიმე სამიტი დაეთმო უსაფრთხოების თემას, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო ტერორიზმთან ბრძოლაზე, კიბერ უსაფრთხოებაზე, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე და მათი შეწყვეტის აუცილებლობაზე და ამ პრობლემების გადასაჭრელად გაეროს წევრი ქვეყნების ერთმანეთთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, თუმცა არც ერთ მათგანში არ ჩაწერილა პუნქტი, რომელიც NATO-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების IV მუხლის მსგავსად, BRICS-ის წევრების მიერ ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარების გაწევას ისახავს მიზნად. 

  • რას წარმოადგენს BRICS?

BRICS არის ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ამჟამად არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. მისი სახელი სწორედ წევრი ქვეყნების სახელების აკრონიმისგან შეიქმნა და ის თავდაპირველად 2001 წელს  ეკონომისტმა ჯიმ ო’ნილმა გამოიყენა სამეცნიერო კვლევაში, რომელსაც სჯეროდა, რომ ეს ქვეყნები 2050 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ BRICS არ არის ისეთი ფორმალური ორგანიზაცია, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი ან სხვა. მისი შენების პროცესი დაიწყო 2006 წელს, არაფორმალური შეხვედრებით, ხოლო 2009 წლიდან უკვე ფორმალურად ტარდება ყოველწლიური სამიტი, რომელზეც ქვეყნის ლიდერები სხვადასხვა საკითხს განიხილავენ.  

ორგანიზაციის თანამშრომლობა სამ მთავარ საკითხს მოიცავს: 1. პოლიტიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობა; 2. ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობა; 3. კულტურული თანამშრომლობა. სამიტებზე მიღწეული შეთანხმებების შედეგად, 2014 წელს შეიქმნა “ახალი განვითარების ბანკი”, რომლის მთავარი მიზანია BRICS-ის წევრების და სხვა განვითარებადი ქვეყნების ინფრასტრუქტურული და მდგრადი განვითარების პროექტებისათვის რესურსების მობილიზაცია. 

2023 წლის აგვისტოში BRICS-მა ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მოიწვია არგენტინა, საუდის არაბეთი, ირანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე და ეთიოპია. გავრცელებული ინფორმაციით ისინი სრულუფლებიანი წევრები 2024 წელს გახდებიან, თუმცა ამ მოვლენის შემდგომ არგენტინაში შეიცვალა მთავრობა, რომელმაც უარი განაცხადა BRICS-ში შესვლაზე.

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist