ემუქრება თუ არა ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილს ფიზიკურად დასჯით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

670
VIEWS

22 ივნისს ფეისბუკ ანგარიშმა Luka Gegeshidze “TV პირველის” ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა:  “ღარიბაშვილი თუ გონზე არ მოვა, მას გამოვიტანთ თავისი კაბინეტიდან და მის სხეულზე იმდენხანს ვიხტუნავებთ სანამ ბოლო ამოსუნთქვას არ გაათავებს.”

Screenshot 8 6 ემუქრება თუ არა ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილს ფიზიკურად დასჯით?
ინგა გრიგილიას სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. ღია წყაროებში ინგა გრიგოლიას მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. თავად ინგა გრიგოლიამ “მითების დეტექტორთან” კომენტარში ამ განცხადების ნამდვილობა უარყო.

ღია წყაროებში ინგა გრიგოლიას მიერ ნათქვამი იდენტური ან მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ პოსტის ავტორს ინფორმაციის წყაროდ გადაცემა, ინტერვიუ, საჯარო გამოსვლა ან ფეისბუკ პოსტი არ მიუთითებია. ფოტოს არც რომელიმე მედიის ლოგო ახლავს თან.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია.

ღარიბაშვილის შესახებ ინგა გრიგოლიამ ბოლოს საჯარო ფეისბუქ პოსტი 2022 წლის 12 ივლისს გამოაქვეყნა. პოსტი პრემიერ-მინისტრის წერილს შეეხება, რომელშიც ღარიბაშვილი წერს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

Screenshot 9 4 ემუქრება თუ არა ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილს ფიზიკურად დასჯით?

აღსანიშნავია, რომ ინგა გრიგოლიას იდენტური ფოტო კომენტართან ერთად 2021 წლის ივლისშიც ვრცელდებოდა, რომელსაც ინგა გრიგოლია ფეისბუკის პირად პროფილზე გამოეხმაურა. გრიგოლიას თქმით, მსგავსი სიტყვები მას არ ეკუთვნის და პოსტი ტროლებისა და ბოტების შემოქმედებას ჰგავს.

Screenshot 10 5 ემუქრება თუ არა ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილს ფიზიკურად დასჯით?

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist