უცნაური ამბები ბელარუსში: ტრაქტორები, ფერმები და კორონავირუსის მკურნალობის სხვა საშუალებები

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

1C56E2EF-D030-46B0-A275-C39D0AC6CC4C_w1023_r1_s
153
VIEWS

Polygraph.info-ს მასალის მიხედვით

კორონავირუსის პანდემიის არასერიუზულად აღქმის გამო მსოფლიოს არაერთი ლიდერი  კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. თუმცა მათგან ძალიან ცოტამ თუ უწოდა პანდემიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს “ფსიქოზი”, როგორც ეს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გააკეთა.

პირველი რეკომენდაცია, რომელიც ლუკაშენკომ სახელმწიფოს წარმომადგენლებს კორონავირუსისგან დასაცავად მისცა, ხელების ხშირად დაბანა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსს 40-50 გრამი ალკოჰოლი კლავს, მაგრამ იქვე გააფრთხილა, რომ სამსახურში არ დაელიათ.

პრეზიდენტმა მოსახლეობას ურჩია, მოენახულებინათ საუნები და ფერმაში საქმით დაკავებულიყვნენ. “ხალხი ტრაქტორზე მუშაობს, არავინ საუბრობს ვირუსზე… ტრაქტორები ყველას კურნავენ, მინდვრები ყველას კურნავს”- განაცხადა ლუკაშენკომ.

ეს განცხადებები რუსეთ-ბელარუსის საზღვრის დაკეტვას მოჰყვა.

28 მარტს ლუკაშენკომ ჰოკეის თამაშისას განაცხადა, რომ ჰოკეის მოედანზე ვიურსები არ არის და ყინულზე სპორტი განსაკუთრებით კარგი ანტი-ვირუსული წამალია.

2 აპრილის მდგომარეობით ბელარუსში კორონავირუსის 254 დამტკიცებული შემთხვევა  და 4 გარდაცვლილი იყო.

ლუკაშენკო ერთადერთი ლიდერი არ არის, რომელმაც პანდემიასთან დაკავშირებით სახელი გაითქვა. თურქმენეთმა გამოაცხადა, რომ ვირუსისგან ინფიცირებულები არ ჰყავს და როგორც მედიაში იუწყებიან, სახალხოდ აკრძალა ამ სიტყვის გამოყენება, ისევე როგორც ნიღბების ტარება. სახელმწიფო საინფორმაციო წყაროებში კორონავირუსის შესახებ არ საუბრობენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist