უცხო ენების მოხალისე მასწავლებელთა რიცხვი ბოლო წლებში 98%-ით შემცირდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

131
VIEWS

საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, განათლებისა და ტრეინინგების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია უცხო ენების სწავლების ხელშეწყობა (ასოცირების შესახებ შეთანხმება. მუხლი 359e). 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ჩართულ მასწავლებელთა მკვეთრი კლების ტენდენცია შეინიშნება მაშინ, როცა ასოცირების დღის წესრიგი ამ მხრივ მეტი აქტივობის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

განათლების და მეცნიერების სამინისტრის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” განხორციელება 2010 წელს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოში ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენის განვითარებასა და ხელშეწყობას.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის დასავლური და ევროპული კულტურის, ფასეულობებისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამ კულტურის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთობის გზით.”

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრიდან გამოითხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” 31 უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებელი მონაწილეობს: 3 კანადიდან, 1 საფრანგეთიდან, 2 დიდი ბრიტანეთიდან და 25 აშშ-დან. მოხალისე მასწავლებელები განაწილდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შემდეგი რაოდენობით: აჭარა – 5, გურია – 2, თბილისი – 1, იმერეთი – 4,კახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი – 1, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7, ქვემო ქართლი – 2, შიდა ქართლი – 4. საქართველოს მასშტაბით მოხალისე მასწავლებლები განაწილებულნი არიან 40 საჯარო სკოლაში. ზოგიერთი მოხალისე მასწავლებელი თანამშრომლობს ორ სკოლასთან. (Zolpidem Tartrate)

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული მონაცემები მკვეთრ ვარდნაზე მიუთითებს. თუ 2010-2011 წლებში პროგრამაში 1500 მოხალისე მონაწილეობდა, 2014 წელს ეს მონაცემი – 132 ზე, 2015 წელს – 94 ზე, ხოლო 2016 წელს 31 ზე დავიდა.

inline images saboloo info 2 უცხო ენების მოხალისე მასწავლებელთა რიცხვი ბოლო წლებში 98%-ით შემცირდა"

ახალგაზრდებს შორის

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც 2015 წლის სექტემბერში მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ჩაატარა, გამოკითხულ ახალგაზრდათა თვითშეფასებით ინგლისური ენა, ძალიან კარგად იცის 11, 2%-მა, კარგად 20, 4%-მა, საშუალოდ 22%-მა, ცუდად 28,4%-მა, საერთოდ არ იცის 18%-მა.

ინფოგრაფიკა იხილეთ ბმულზე: ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად პროგრამაში ჩართულ მოხალისე მასწავლებელთა სტატისტიკა, 2010-2016

* 2013 წლიდან პროგრამაში “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” მონაწილეობენ მხოლოდ ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლები

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist