სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

414
VIEWS

2022 წლის 12 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე სხეულზე წასმული კრემით ვერა ქობალიაა გამოსახული.

Screenshot 5 1 სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ფოტოზე ვერა ქობალიას თავი ჩასმულია, ორიგინალ ფოტო კი ინტერნეტში 2008 წლიდან ვრცელდება და მასზე სხვა ქალია გამოსახული. 

გავრცელებული ფოტოს ორიგინალი ყველაზე ძველი ვერსია, რომელზეც სხვა ქალია გამოსახული,  2008 წლიდან უნგრულ პორნოსაიტ Goldengate.hu-ზე იძებნება. 

Screenshot 6 1 სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

საიტზე ფოტო ამჟამად ხელმისაწვდომი აღარაა, თუმცა ის სხვადასხვა გასართობ და პორნოსაიტებზე, მათ შორის homepornbay.com-სა და evilmilk.com-ზე კვლავ იძებნება. 

Screenshot 7 სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ორიგინალ ფოტოზე ჩანს, რომ მასზე არა ვერა ქობალია, არამედ სხვა ქალია გამოსახული.

Screenshot 8 სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ორიგინალ ფოტოზე გამოსახულ ქალს სხეულზე კრემი აქვს წასმული. Whipped Cream Bikini (ათქვეფილი კრემის ბიკინი) პოპულარულ კულტურაში გავრცელებული ტერმინია. მსგავსი კადრები ცნობილ ფილმში Varsity Blues-შიც გვხვდება. 

Screenshot 9 სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist