“სიმპსონებმა” კორონავირუსის გავრცელება იწინასწარმეტყველეს? – ახალი კონსპირაციები ვირუსზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

წფ
338
VIEWS

poynter.org მასალის მიხედვით

უკვე 10 დღეა მსოფლიოს ფაქტჩეკერები კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ებრძვიან. ამ თემაზე Poynter-ის ინსტიტუტის საერთაშორისო ფაქტჩექერთა ქსელის (IFCN) ფორმატში მსოფლიოს მასშტაბით 30 ქვეყნის 78 ფაქტჩექერმა 180 სტატია გამოაქვეყნა.

კორონავირუსზე გავრცელებული ზოგიერთი ისტორია აბსურდული და სრულიად დაუჯერებელია. მაგალითად, სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა პოსტები, რომ მულტსერიალმა “სიმპსონები” და მხატვრულმა ფილმმა “ვენომი” კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელება იწინასწარმეტყველეს.

“სიმპსონების” კონსპირაციის მომხრეები მიუთითებენ, რომ პოპულარული მულტსერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ოსაკას გრიპი გავრცელდა, ისევე როგორც დღეს კორონავირუსი ვრცელდება. 1993 წლის მაისში გამოსული სერია სახელწოდებით “Marge in Chains” მართლაც ვირუსის ეპიდემიას ეძღვნება. მას შემდეგ რაც ჰომერ სიმპსონი ოსაკადან წვენსაწურ მანქანას გამოიწერს ქალაქ სპრინგფილდში გრიპის ვირუსი ვრცელდება, რომელსაც ოსაკას გრიპს ეძახიან. თუმცა, ფაქტჩექერებს ახსოვთ, რომ ქალაქი ოსაკა იაპონიაში მდებარეობს და არა ჩინეთში.

"

რაც შეეხება მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებულ “ვენომს”, კონსპირაციის თეორიების მოყვარულები ამბობენ, რომ აშშ-ში 2018 წელს გამოსული ფილმის მე-16 წუთზე ჩინელი ქალი ადგილობრივ ბაზარში გველის ხორცის ჭამის შემდეგ ადამიანების მოკვლას იწყებს.

"

სინამდვილეში ფილმის სიუჟეტი ეპიდემიასთან კავშირში საერთოდ არ არის. სცენარის მიხედვით, ბაზარში მისვლის მომენტისათვის ფილმის პერსონაჟი უკვე იმყოფება უცხო სხეულის გავლენის ქვეშ და ამიტომ ესხმის თავს ადამიანებს.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/MKfj67qdDtM.jpg?itok=Nosfbf1J”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=MKfj67qdDtM “,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

“სიმპსონებისა” და “ვენომის” შესახებ გავრცელებული კონსპირაციის თეორიები ფაქტების გადამმოწმებელი თურქული ორგანიზაცია teyit.org-ის ფაქტჩექერებმა გადაამოწმეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist