სეპარატისტული რეჟიმები, “პატრიოტები” და რუსი ექსპერტები რასმუსენის ინიციატივას ერთნაირად კითხულობენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მეორეეეე
1k
VIEWS

10 სექტემბერს თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს წესდების მე-5 მას შემდეგ ამოქმედებულიყო, რაც საქართველო ტერტორიულ მთლიანობას აღიდგენდა, ხოლო მანამდე ნატოში ქვენის დაჩქარებული წესით ინტეგრაცია მოჰყოლოდა, პრორუსული პარტიების მხრიდან სპეკულაციური განცხადებები მოჰყვა. დაინტერესებული ჯგუფები ავითარებდნენ მოსაზრებას, თითქოს ეს ენიციატივა საქართველოს ნატოში ინტეგრირებას აფხაზეთის და სამაჩავლოს დათმობის სანაცვლოდ ითვალისწინებდა, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის ავტორიც მკაფიოდ განმარტავდა, რომ გერმანიის მსგავსად, რომელიც ეტაპობრივად შევიდა ნატოში, ამ შემთხვევაშიც გერმანული მოდელი იგულისხმებოდა.

რასმუსენის ეს ინიციატივა ქართველი პრორუსი აქტორების მსგავსად წაიკითხეს აფხაზეთის და ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, ასევე რუსმა ექსპერტებმა და ერთ შემთხვევაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა.

სეპარატისტული რეჟიმების პოლიტიკოსები და ექსპერტები ქართველი პრორუსი პოლიტიკოსები რუსეთის სახელისუფლებო ექსპერტები  მმართველი პარტია
ალან ჯუსოითი, ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია: “აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ცნობენ ტერიტიორიებად, სახელმწიფოებად, საქართველო შედის ნატოს შემადგენლობაში და იწყება რაღაც ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთქმედება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ ტერიტორიებთან.“

 

ინალ ხაშიგი, აფხაზი ექსპერტი: „ამ სცენარის განხორციელება აფხაზეთში აღქმული იქნება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებად.”

 

დიმიტრი მედიევი, ე.წ.  სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ” ჩვენ არ გვსურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, რადგან ასეთი მეზობელი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ქვეყანასა და მთლიანად კავკასიის რეგიონს.”

 

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „მე ასე ვაფასებ ამ [ანდერს ფოგ] რასმუსენის მიერ შემოთავაზებულ იდეას, რომ ეს არის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა… ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ შენ  ნელ-ნელა მიგყავარ მე ჯერ სოხუმის და ცხინვალის აღიარებამდე.“

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: “ამ ქვეყნის გამო არავის უნდა ჩაებას ომში რუსეთის წინააღმდეგ. ე.ი რას გვაიძულებენ, უნდა ვაღიაროთ და ჩვენი ახალი საზღვრების აღიარება უნდა მოხდეს სოხუმისა და ცხინვალის გარეშე. ამაზე იფიქრეთო, ამას გვეუბნებიან.”

 

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „მოდიო საქართველო ნატო-ში შევიდესო, ოღონდ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს სოხუმზე და ცხინვალზე – ფაქტობრივად ეს იგივეა, რომ საქართველო შევიდეს სოხუმის და ცხინვალის გარეშე ნატო-ში.”

 

ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული საქართველო: “ადამიანებს, ვინც გაყოფილ საქართველოთი ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო “ფეხზე ჰკიდია”.

 

კახა კუკავა,
პარტია თავისუფალი საქართველო: “რასმუსენის განცხადებები წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს საქართველოსათვის, ვინაიდან თუ მოხდა ამ პოციზიციასთან შეგუება და როგორც რასმუსენი ბრძანებს, დაიწყო დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, შემდეგ უკვე გარდაუვლად დაიწყება საქართველოსთან მიმართებაში იგივე პროცესი, რაც რამდენიმე წლის წინ, სერბეთთან დაკავშირებით დაიწყო.”

 

სტანისლავ ტარასოვი, პოლიტოლოგი: “რასმუსენი სთავაზობს მარტივ რამეს – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დათმობას, მათი დამოუკიდებლობის აღიარებას.”

არმენ გასპარიანი, სპუტნიკის მიმომხილველი: “რასმუსენმა თქვა, რომ დიახ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად კომფორტული არ არის, მაგრამ საქართველო უკვე უნდა მივიღოთ [ნატოში], რათა უზრუნველვყოთ ტერიტორიული უსაფრთხოება. მაგრამ მე არ მესმის, ვინ უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიას, არის კი ასეთი სახელმწიფო?”

გია ვოლსკი, ქართული ოცნება: “ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება.”

10 სექტემბერს თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“თუ ერთ დღეს გადაწყდება, რომ საქართველო მზადაა ალიანსთან შესაერთებლად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატოს მე-5 მუხლი კვლავ ქმედითია, რაც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას, თუ მას თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები პრობლემაა. კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოს შიგნით უნდა განიხილოთ, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ასევე უნდა უპასუხონ იმავე კითხვას.”

რას გულისხმობს მეხუთე მუხლი?

ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას მოიაზრებს, რაც გულისხმობს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების ტერიტორიულ საზღვრებს არ განსაზღრავს.

ოკუპირებული ტერიტორიებით ნატო-ში გაწევრიანება – გერმანიის მაგალითი

გერმანია ნატო-ს წევრი 1955 წელს გახდა, თუმცა მხოლოდ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაზე – დასავლეთ გერმანიაზე ვრცელდებოდა მეხუთე მუხლი. 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, გერმანიის დემორატიული რესპუბლიკაც (აღმოსავლეთ გემანია), ერთიანი გერმანიის ფარგლებში ნატო-ს წევრი გახდა.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის მასალები:

  •  მანიპულაციები რასმუსენის განცხადებაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით
  •  Ria Novosti-ს გაყალბებული ციტატა და ქართული მედიის მანიპულაციები რასმუსენის განცხადებაზე

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist