საქინფორმის რუსული კონსპირაციები აფრიკულ ჭირზე, ებოლასა და ლუგარის ლაბორატორიაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

efwef
142
VIEWS

2019 წლის 11 ოქტომბერს “საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “პენტაგონის ბიობაქტერიოლოგიური საქმიანობა-საფრთხე მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ევრაზიაში”. სტატიის თანახმად, 1971 წელს კუბაზე აფრიკული ჭირი აშშ-მა გაავრცელა, 2013 წელს ებოლას ვირუსის ეპიდემია აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იაღარის გამოცდაა, ხოლო თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებაა. მასალის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორია პენტაგონის ინტერესების განმხორციელებელი ინსტიტუტია და ამერიკული სამხედრო სისტემის შემადგენლობაში შედის. საქინფორმი წყაროდ ინტერნეტ-ჟურნალს “სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკა” ასახელებს, თუმცა სტატიაში პირველწყაროზე გადასასვლელი ბმული მითითებული არ არის. სტატიას თან ახლავს ფოტო, რომელზეც ასახულია აშშ-ის დროშა, ბიოლოგიური იარაღის ნიშანი და ადამიანი სპეციალურ ნიღბიან ფორმაში.

საქინფორმი: “აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჩუმი მხარდაჭერით, ტერორისტულ ქსელთან დაკავშირებულმა “ბოევიკებმა” 1971 წელს კუბაზე შეიტანეს აფრიკული ჭირის ვირუსი, რომლის გამოც კუბელები იძულებულნი იყვნენ, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში დაეხოცათ 500 ათასი ინფიცირებული ცხოველი…2013 წელს გავრცელებული ებოლას ვირუსის ეპიდემია ახალი ბიოლოგიური იარაღის გამოცდაზე მიუთითებს…აღნიშნული კვლევითი ცენტრის [ლუგარის ლაბორატორიის] მთავარ ამოცანებს წარმოადგენს: საყოველთაო კონტროლის დაწესება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებზე, აგრეთვე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. (yourdoctors) ”

აფრიკლი ჭირის ვირუსზე კონსპირაცია საბჭოთა კავშირიდან იღებს სათავეს, რომლის განვრცობაც ლუგარის ლაბორატორიაზე მრავალწლიანი შავი პროპაგანდაა. “საქინფორმის” პირველწყაროდ მითითებული “სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკა” რეალურად რუსული ჟურნალი Военно-политическая аналитика-ა, თუმცა ინფორმაცია გამოცემის წარმომავლობის შესახებ მასალაში მითითებული არ არის. 

კონსპირაცია N1. 1971 წელს კუბაზე აფრიკული ჭირის ვირუსი CIA-ს მხარდაჭერით შეიტანეს

იდენტური ინფორმაცია არაერთხელ გაავრცელეს ისეთმა კრემლისტურმა მედია-საშუალებებმა, როგორებიცაა Sputnik, Ria Novosti, TV Zvezda, Regnum და სხვა. EUvsDisinfo-ს თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველომ  ჯერ კიდევ 1977 წელს ოფიციალურად უარჰყო კუბაში ღორის აფრიკულ ჭირთან კავშირი. გარდა ამისა, რომ როგორც აფრიკული ჭირის ვირუსის, ასევე 1950 წელს კოლორადოს ხოჭოს აშშ-ის მიერ გავრცელება საბჭოთა კავშირის კონსპირაციას  წარმოადგენს.

კონსპირაცია N2. ებოლას ვირუსის ეპიდემია აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოცდაა

ებოლას ვირუსული დაავადება არის მწვავე და ხშირ შემთხვევაში ფატალური დაავადება, რომელიც ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებს ემართებათ. ვირუსი ადამიანებს გარეული ცხოველებისგან გადაეცემათ, ხოლო შემდეგ ვრცელდება მოსახლეობაში ინფიცირებული ადამიანების სისხლთან, სეკრეტებთან, ორგანოებთან ან სხვა მსგავს სითხეებთან და იმ ზედაპირებსა და  მასალებთან პირდაპირი კონტაქტით, რომლებიც დაბინძურებულია ამ სითხეებით. ებოლას ვირუსის პირველი აფეთქება ცენტრალური აფრიკის შორეულ სოფლებში ტროპიკულ ტყეებთან მოხდა. ვირუსი პირველად 1976 წელს აღმოაჩინეს. ხოლო 2014–2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას აფეთქება ყველაზე მასშტაბიანი და რთული იყო.

აღსანიშნავია, რომ ებოლის აფეთქების, როგორც ბიოლოგიური იარაღის გამოცდის შესახებ იდენტური ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა ისეთი პრო-კრემლისტური მედია საშუალებების მიერ, როგორებიცაა “ვესტი” (10.08.2014), “პრავდა”(11.08.2014) და “ნტვ” (31.08.2014).

უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო USAID-ი მუშაობდა მიმღები ქვეყნების მთავრობებთან, საერთაშორისო დონორებსა და პარტნიორებთან გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში ინვესტიციების განხორციელების მიზნით.   აშშ-ის კონგრესმა სავალდებულო $ 2.4 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გამოუყო დასავლეთ აფრიკას ებოლას შემდეგ აღდგენისათვის ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, საკვების უსაფრთხოების, მმართველობისა და ეკონომიკის, ასევე ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროებში.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია მთავარი დონორები იყვნენ ებოლასთან საერთაშორისო ბრძოლაში, რომლებმაც 2015 წლის დეკემბრისთვის $3.611 მილიარდი დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოჰყვეს. აშშ-ის მთავრობამ დაახლოებით $ 2.369 მილიარდი დოლარი გამოჰყო ებოლასთან ბრძოლაზე მიმართული აქტივობების განსახორციელებლად, რაც მოიცავდა ტექნიკურ ექსპერტიზას, რესურსებს საპასუხო ქმედებებისათვის და საგანგებო ოპერაციების ახალ ცენტრს გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში.

კონსპირაცია N3.ლუგარის ლაბორატორია პენტაგონის ინტერესების განმახორციელებელი ინსტიტუტია 

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შავი პროპაგანდა კრემლის და საქართველოში მისი სატელისტების მიერ წლებია ვრცელდება. აღნიშნული წყაროები ლუგარის ლაბორატორიას სხვადასხვა ვირუსებისა და დაავადებების რუსეთში ექსპორტში ადანაშაულებენ. ეს კონსპირაციები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გაუნალიზებია.

სინამდვილეში, საქართველოში მოქმედი “რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის პრიორიტებებია:

  • სურსათის უვნებლობა – ლაბორატორია თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან საკვები პროდუქტების ბიოლოგიური კვლევების მიმართულებით;
  • საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან – აღმოჩენილი ან გავრცელებული ეპიდემიების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეშვეობით როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში;
  • ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება – რითაც წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებაში.
  • სამეცნიერო -კვლევითი მიმართულება – ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.”

ინტერნეტ-ჟურნალის “სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკა” შესახებ

ინტერნეტ-ჟურნალი “ სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკა” არის რუსულენოვანი ინფორმაციული ინტერნეტ-რესურსი, რომელზეც ქვეყნდება ანალიტიკური მასალები ისეთ თემებზე, როგორებიცაა პოლიტიკა და გეოპოლიტიკა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონალური კონფლიქტები; საინფორმაციო ომი; “ფერადი რევოლუციები”; თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა. ჟურნალის გვერდზე აღნიშნულია, რომ იგი არ შედის არცერთ მედია-ჰოლდინგში და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მის პარტნიორებს შორისაა ანალიტიკური ცენტრი “არქტიკის ცენტრი” (“Центр Арктики”), რომელსაც მჭიდრო კონტაქტები აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმასთან.

"

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist