საქართველოს საუკუნოვანი ბრძოლა კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გრეწ
197
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალა

თითქმის 100 წლის წინ, 1920 წლის იანვარში თბილისში სიტყვით გამოსვლისას ნოე ჟორდანიამ, დემოკრატიული საქართველოს პირველმა ლიდერმა, ქვეყნის ევროპული მიმართულება გამოაცხადა.

 

“საბჭოთა რუსეთმა ჩვენ შემოგვთავაზა სამხედრო მოკავშირეობა, რაზეც უარი ვთქვით. ჩვენ სხვადახვა გზა ავირჩიეთ,  ისინი მიემართებიან აღმოსავლეთისკენ, ხოლო ჩვენ – დასავლეთისკენ.”

1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.  ნოე ჟორდანიას მეთაურობით აირჩიეს რეფორმისტული მთავრობა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების შესახებ პრაგმატული ხედვა ჰქონდა. 1920 წლის აგვისტოში საქართველოს ეწვია ავსტრიელი სოციალ-დემოკრატი კარლ კაუცკი. ვიზიტის შესახებ მისი მოხსენებიდან ნათლად ჩანს, რომ მასზე საქართველოს მთავრობის მიღწევებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

“სოციალიზმისკენ მიმავალი ქართული მეთოდები, მთელი თავისი ენერგიულობით, თავისუფალია აჩქარებისა და წინააღმდეგობის საფრთხისგან. იმის დამსახურებით, რომ მიდგომები დემოკრატიაზეა დაფუძნებული, ისინი შორს არიან სახელმწიფო და ავტორიტარული (ბარაკული) ტიპის სოციალიზმისგან, რომლებსაც წარმოუდგენიათ, რომ სოციალური წარმოება შეიძლება დამყარებულ იქნას სრული საწარმოო ძალების ხისტი ცენტრალიზაციით და მცირერიცხოვანი ჯგუფის დიქტატურისთვის მათი დაქვემდებარებით, რაც  გამორიცხავს ყველანაირ თვითორგანიზებას. “

"
მასალები საქართველოს პირველი რესპუბლიკის 1918 წლის არჩევნებიდან. მთავრობის მეთაურად არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია

ქართული დამოუკიდებლობა და ევროპული მიმართულება დასაწყისიდანვე იდგა საბჭოთა რუსეთის მმართველებისგან მომდინარე საფრთხის წინაშე. საქართველო უნდა გამკლავებოდა რუსულ სამხედრო ინტერვენციასა და აგრესიულ დეზინფორმაციულ კამპანიებს. ქართველ ლიდერს, ნოე ჟორდანიას, ბოლშევიკების მიერ მართული მოსკოვის “პრავდა” საქართველოს ინგლისისთვის მიყიდვაში ადანაშაულებდა:

“ჟორდანიას ბრიტანული იმპერიალიზმის ერთგულად მსახურების 25 წლის მანძილზე ასეთი თავბრუდამხვევი სიმაღლისთვის არასდროს მიუღწევია. ყველა სტუმარ ინგლისელ გენერალს თავად ხვდებოდა იმ იმედით, რომ “ჩვენ ერთად ვიმუშავებთ” და ყოველ ჯერზე უწევდა მწარედ დაეჩივლა, რომ “საქართველო დიდი ბრიტანეთით იმედგაცრუებული იყო”. მართლაც იმედგაცრუებული იყო თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, –  მას ბრიტანელებისთვის უნდა ემუშავა. (-) ტერმინი “ანტანტის ლაქია” შეიძლება ისე ჟღერდეს, როგორც ფრაზა საჯარო შეხვედრებისთვის, თუმცა [ჟორდანიას] განცხადებების კითხვისას ვაანალიზებთ, რომ ეს სლოგანი კი არა, 1919 წელს ქართველი სოციალისტების ისტორიული როლის საკმაოდ ზუსტი აღწერაა.”

EUvsDisinfo-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ ასობით დეზინფორმაციული შეტევა ხორციელდება.  იგი კრემლის ერთ-ერთი “საყვარელი” სამიზნეა უკრაინისა და აშშ-ის შემდეგ. მუდმივად გამეორებადი გზავნილია ის, რომ საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა: “საქართველო აშშ-ის პროტექტორატია”, “საქართველო ფეოდალური სამთავროა, რომელსაც დასავლეთი მართავს”, “საქართველო თურქეთის მონაა”… მრავალგვარი ვარიაცია არსებობს, თუმცა კრემლის ძირითადი ნარატივი ყოველთვის ერთია: საქართველო დამოუკიდებელი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ის მოსკოვზე დამოკიდებული იქნება.

"
1918 წლის დამოუკიდებელი საქართველოს რუკა

ადრეული მეოცე საუკუნის ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გადაურჩა აგრესიას. თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი იყო წარმოებული. 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის მიერ კონტროლირებული სომხეთის ტერიტორიიდან “მოსკოვის კონტროლისგან დამოუკიდებელი” შენაერთები შემოვიდნენ. ამავე წლის მარტში რუსეთმა საქართველოს ანექსირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა ხელახლა მოიპოვა, ქვეყანამ რუსული აგრესია რამდენჯერმე განიცადა. ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ კრემლის კონტროლის ქვეშაა, თუმცა 1920 წლიდან ნოე ჟორდანიას ხედვა საქართველოს ევროპული გეზის შესახებ კვლავაც ცოცხალია.

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist