სალომე ზურაბიშვილის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ზურაბიშვილი
100
VIEWS

26 მაისს ფეისბუკ-ანგარიშმა Лара Литвинчук ჯგუფში  Russian Canada-Русская Канада, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით შემდეგი ციტატა გაავრცელა: “თუკი ქართველები უცხოური აგენტების კანონს არ მიიღებენ, მაშინ ისინი შეძლებენ მაქმანიანი საცვლებით სიარულს და ვენის ოპერაში საცივის ჭამას”. 

იგივე ციტატა  X-ის რუსულენოვან ანგარიშზეც გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ კომენტარებში სხვადასხვა მომხმარებელი ციტატას როგორც ნამდვილს, ისე აღიქვამს.

salome zurabishvili სალომე ზურაბიშვილის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელებში სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული ციტატა გამოგონილია. არც ერთ საჯარო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტს მსგავსი რამ არ უთქვამს. ყალბ ციტატას თავდაპირველად რუსული პოლიტიკურ-სატირული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ.

საიდან იღებს სათავეს სალომე ზურაბიშვილის ციტატა?

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით ეს ციტატა თავდაპირველად ანგარიშმა follyflly ტელეგრამსა და X-ის ანგარიშზე 26 მაისს გაავრცელა. მოგვიანებით კი სატირულმა ტელეგრამ-არხმა Политический Юмор გადააზიარა. 

salome zurabishvili1 სალომე ზურაბიშვილის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი შინაარსის ციტატა, თუმცა ზურაბიშვილის ავტორობის გარეშე, 19 და 25 მაისს ტელეგრამ-არხზე  масловский филипп გავრცელდა.

salome zurabishvili2 სალომე ზურაბიშვილის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

წყაროების შესახებ

follyflly-ის ტელეგრამსა და ტვიტერზე ხშირია ანტიდასავლური და პრო-კრემლისტური პოსტები. ტელეგრამ-არხს აღწერაში შემდეგი წინადადება უწერია: “აქ არ არის ახალი ამბები, არამედ ავტორის რეაქცია მათზე”. არხი ხშირად დებს სხვადასხვა პოლიტიკოსის სახელით გამოგონილ ციტატებსაც, მაგალითად: 

tsqharo სალომე ზურაბიშვილის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ფეისბუკ-ანგარიშის Лара Литвинчук-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გამოუვლენია


კონსტანტინე კობერიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist