რუსეთის საელჩო ლონდონში აცხადებს, რომ სკრიპალების საქმეში ნივთმტკიცებები არ არსებობს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

skripalebi7
89
VIEWS

polygraph.info-ს მასალის მიხედვით

2 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი,  მეორე რაუნდის სანქციების დაწესებას აპირებს, რომელიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და ომის აღმოფხვრის შესახებ კანონს შეესაბამება  (Chemical and Biological Weapons Control and Warfare Elimination Act).

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ  “ნოვიჩოკის” გამოყენების გამო წესდება, რომლითაც 2018 წლის 4 მარტს დიდ ბრიტანეთში ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი მოწამლეს. ახალი სანქციები მიზნად ისახავს იმ ტექნოლოგიის ექსპორტის შეზღუდვას, რაც რუსეთს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის განვითარებისთვის სჭირდება.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პირველი სახელმწიფო მდივანმი დომინიკ რააბი აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა და ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე გაავრცელა. რააბის ტვიტერის პოსტი კი გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩომ გადააზიარა და აღნიშნა, რომ სანქციები და ბრალდებები იმ ნივთმტკიცებების შემცვლელია, რომლის დანაკლისსაც დასავლეთი განიცდის.

ruusain embassy

რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკრიპალების საქმეში ნივთმტკიცებები არ არსებობს, მცდარია. კრემლი და კრემლისტური აქტორები უკვე 2 წელია ცდილობენ გაავრცელონ ნარატივები, რომ სკრიპალების მოწამვლაში რუსული კვალი არ დასტურდება და აშშ და ევროპა რუსეთს ბრალს რუსოფობიის საფუძველზე სდებს. აღნიშნულ დეზინფორმაციებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” ძველი მასალები. რეალურად, მოწამვლაში ეჭვმიტანილების კავშირი რუსეთის სპეციალურ სამსახურებთან Bellingcat-ისა და The Insider-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა.

ბრიტანულმა გამოძიებამ გაასაჯაროვა  ფაქტები ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ, რაც ამტკიცებს რომ ისინი იყვნენ დანაშაულის ადგილზე და საწამლავიც თან ჰქონდათ.

russian embassy11

2018 წლის აპრილში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) მხარი დაუჭირა აშშ-ის მთავრობის დასკვნებს, რომ სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ნოვიჩოკის სერიის სამხედრო კლასის ნერვული აგენტები, რომელიც განვითარდა საბჭოთა კავშირსა და რუსეთში 1971-93 წლებში. 

თუმცა, ქიმიკოსმა,ლეონიდ რინკმა, რომელიც რუსეთის ქალაქ სარატოვის მახლობლად ქიმიური იარაღის ობიექტში ნოვიჩოკზე მუშაობდა, ეჭვი გამოთქვა რუსეთის შეტევაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის მონაწილეობის შემთხვევაში, სკრიპალები ცოცხლები ვერ გადარჩებოდნენ.

რუსეთის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ასევე ვილ მირზაიანოვმა, ქიმიკოსმა და კონტრდაზვერვის ყოფილი განყოფილების უფროსმა საბჭოთა კავშირის სამხედრო ქიმიური იარაღის საიდუმლო ობიექტში, სადაც “ნოვიჩოკი” იყო შემუშავებული. მან თავდაპირველად, დიდ ბრიტანეთის “გარდიანთან” საუბარში განაცხადა, რომ “არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია ისეთი შესაძლებლობები როგორიც რუსეთს, რადგან რუსეთმა ნოვიჩოკი გამოიგონა, ტესტირება ჩაატარა და იარაღად აქცია”. თუმცა, შემდგომ მირზაიანოვმა “ამერიკის ხმასთან” 2018 წლის მარტის ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრიტანელებს მარტივად შეეძლოთ ნოვიჩოკის სინთეზირება იმ ფორმულის საფუძველზე, რომელიც მან თავის წიგნში 2008 წელს გამოაქვეყნა.

მაშინ როდესაც, “ნოვიჩოკთან” დაკავშირებით ეჭვები მაინც არსებობს, შეუძლებელია გავექცეთ გამოძიების შედეგად დადასტურებულ ფაქტებს, რომლის მიხედვითაც მოწამვლაში ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მოხდა. რუსულმა საგამოძიებო საინფორმაციომ The Insider-მა, საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat– თან ერთად აღმოაჩინა, რომ  ეჭვმიტანილები, რომლებიც მოქმედებდნენ რუსლან ბაშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის ფსევდონიმებით სინამდვილეში რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტები – კოლონელ ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი არიან.

მესამე ეჭვმიტანილი რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი, დენის სერგეევი (ცნობილი როგორც სერგეი ფედოტოვი) ასევე იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამლვის დროს. მისი სავარაუდო როლი თავდასხმაში ჯერაც გაურკვეველი რჩება.

RT– ს მთავარ რედაქტორთან, მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში მოწამვლაში ეჭვმიტანილებმა ჩეპიგამ და მიშკინმა, განაცხადეს, რომ ისინი უბრალოდ მშვიდობიანი ტურისტები იყვნენ, რომლებიც სტუმრობდნენ ქალაქის მთავარ ტაძარს.

თუმცა მტკიცებულებები, რომლებიც ჩეპიგასა და მიშკინს თავდასხმასთან აკავშირებს, აშკარაა.

“ჩაწერილი მტკიცებულებები აღწერს მათ მოგზაურობას სალისბერში, არსებობს სურათები, რომლებიც აჩვენებს, რომ ისინი კვირას, 4 მარტს, 11:58 საათზე სკრიპალის სახლის მახლობლად იმყოფებოდნენ. ეს იყო დრო, სანამ შეტევა განხორციელდებოდა”- განაცხადა კარენ პირსმა, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა გაეროში.

2018 წლის ნოემბერში, ბრიტანეთის ხელისუფლებამ გაავრცელა კადრები, სადაც  ჩეპიგა და მიშკინი უილტონის გზაზე ბენზინგასამართ სადგურთან იყვნენ, რაც სკრიპალების სახლთან ახლოს მდებარეობს.

 

იმავე დღეს, როდესაც სკრიპალები მოწამლეს, ეჭვმიტანილები ლონდონის აეროპორტში, მოსკოვის მიმართულებით ფრენაზე დაფიქსირდნენ.

russian embassy112

“ნოვიჩოკის” კვალი მოგვიანებით ლონდონის სასტუმროში აღმოაჩინეს, სადაც ეს ორი მამაკაცი იმყოფებოდა.

russian embassy113

Policy Institute at King’s College London-ის მიერ გამოყვეყნებული კვლევის თანახმად, სკრიპალების მოწამვლიდან 4 კვირის მანძილზე რუსულმა სახელმწიფო მედიებმა RT-მა  და Sputnik-მა ამ თემას 723 სტატია მიუძღვნეს სადაც 135 სხვადასხვა და ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივები გამოაქვეყნეს. შეთქმულების თეორიები მოჰყვა როგორც უშუალოდ სკრიპალის მოწამვლის ფაქტს, ასევე მისი მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ დასავლური ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist