რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას “ღია ცაშიც” ცდილობს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

esa
193
VIEWS

8 ივნისს ონლიან გამოცემა “საქინფორმმა” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც მან რუსეთის ახალი ამბების სააგენტო TASS-ს მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო არღვევს ღია ცის შეთანხმებას, აშშ კი დესტრუქციულად იქცევა და შეთანხმების დასატოვებლად საბაბს ეძებს. ის აღნიშნავს, რომ დარღვევების მიუხედავად,  შეთანხმების დატოვება აშშ-ის გარდა არავის განუზრახავს, რომლის გადაწყვეტილებას ნატოს სამხედრო აქტივობებთან აკავშირებს.

ალექსანდრ გრუშკო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: “ნაკლებად ვინმეს სჯერა, რომ აშშ გადაიფიქრებს და დარჩება შეთანხმებაში. არგუმენტები, რომლებითაც ისინი ცდილობენ შეთანხმებიდან გასვლა გაამართლონ, ყურით მოთრეულია… ჩვენ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს ზოგიერთი ქვეყანა „ღია ცის შეთანხმების“ ვალდებულებებს, მათ შორის აშშ, თუმცა არავის მოსვლია თავში აზრად, გასულიყო ამ შეთანხმებიდან. საქართველო, მაგალითად, არღვევს შეთანხმების საკვანძო დებულებას – ნებისმიერი სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის თავზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას, ჩვენთვის ასეთი ფრენების განხორციელებაზე უარის თქმით… ვისურვებდით, გვქონდეს იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, თუმცა ამაში სრულად დარწმუნებულები არ ვართ, რადგან ნატო სამხედრო აქტიურობის პიკს 9 მაისისთვის გეგმავდა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის  განცხადება, თითქოს საქართველო არღვევს ღია ცის შეთანხმებას, აშშ კი დესტრუქციულად იქცევა, მანიპულაციურია. 2010 წლიდან რუსეთი ცდილობს “ღია ცის” პრინციპები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს, მეორე მხრივ კი შეთანხმების სრულად შესრულებას  თავს არიდებს. საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის დაწესებული შეზღუდვა ფრენებზე კი მის ქმედებაზე პასუხს წარმოადგენს.

რა არის ღია ცის შეთანხმება ?

ღია ცის შეთანხმების მონაწილე  34 სახელმწიფო ერთმანეთს უფლებას აძლევს წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, სამხედრო შესაძლებლობების შემოწმების მიზნით, ერთმანეთის ტერიტორიაზე შეუიარაღებელი, სადაზვერვო ფრენები განახორციელონ. შეთანხმებას 1992 წელს მოეწერა ხელი და 2002 წელს შევიდა ძალაში, მისი წევრები არიან საქართველო, კანადა, რუსეთი და ევროპის ქვეყნები. აშშ-მა კი შეთანხმების დატოვების შესახებ განცხადება 2020 წლის მაისში გააკეთა, რაც ძალაში განცხადებიდან 6 თვის შემდეგ შევა.

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის  აღიარების მცდელობა ღია ცის შეთანხმების  ფარგლებში

შეთანხმების წევრ სახელმწიფოებს ფრენების განხორციელება ეკრძალებათ 10 კმ-ის რადიუსში იმ სახელმწიფოს საზღვრიდან, რომელიც ამ ხელშეკრულების წევრი არ არის.  შესაბამისად, წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, რომელიც 10 კმ-ზე ნაკლებით არის დაშორებული არაწევრი ქვეყნის საზღვრიდან, ფრენები ვერ განხორციელდება.

2010 წლიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ლეგიტიმაციის მიზნით რუსეთმა შეთანხმების წევრ სახელმწიფოებს ოკუპირებული ტერიტორიების თავზე საჰაერო სივრცეში და  მათი საზღვრიდან საკუთარ ტერიტორიაზე 10 კმ-ის ფარგლებში მიახლოება შეუზღუდა იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტერიტორიები “დამოუკიდებელი”, არაწევრი სახელმწიფოები არიან.

2012 წელს, 2 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ქმედების საპასუხოდ საქართველომ მას საკუთარ ტერიტორიაზე ფრენების  განხორციელება აუკრძალა.

2020 წლის მაისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნულია, რომ წლების მანძილზე რუსეთი ხელშეკრულების პოლიტიზირებას ახდენს და  მის დებულებებს არღვევს “2010 წლიდან დღემდე რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი”.

რუსეთის მიმართ პრეტენზიები შეთანხმების დარღვევებთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დაყენებული შეთანხმება და რუსეთის კონტრ-ბრალდებები

აშშ-მა ღია ცის შეთანხმების დატოვების შესახებ განცხადება  2020 წლის მაისში გააკეთა, მიზეზად კი რუსეთის მხრიდან შეთანხმების პოლიტიზირება და მისი დარღვევა დაასახელა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად,  შეთანხმებას რუსეთი ოკუპირებული და ანექსირებული რეგიონების უკანონო აღიარებისთვის იყენებს- განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვართან 10 კმ-ის რადიუსში ფრენები აკრძალა და ყირიმის რეგიონში საწვავის შესავსები პუნქტის განათავსა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი კალინინგრადის თავზე (სადაც ბირთვული იარაღია განთავსებული) აშშ-ს ფრენების განხორციელების უფლებას არ აძლევდა და  მას არც სამხედრო წვრთნებზე სადამკვირვებლო ფრენების განცორციელების ნება დართო,  რაც აშშ-ის განცხადებით, აზრს უკარგავს ნდობასა და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებას.

გარდა ამისა, რუსეთი, რომელიც კვლავ აგრძელებდა აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის  დამოუკიდებლობაზე აპელირებას და კარგად იცნობდა საქართველოს პოზიციას 6 წლის მანძილზე,  2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების განხორციელებას ითხოვდა და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2018 წელს დაგეგმილი გრაფიკზე ხელის არ მოწერით იმუქრებოდა, რაც შეთანხმების სრულ ჩავარდნას ნიშნავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მაისში გაკეთებული განცხადებით,  “რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის”.


" '

'"

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist