„რეზონანსის“ მანიპულაცია, თითქოს საქართველოსთვის DCFTA-ს სარგებელი არ მოაქვს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

D0gLjt3WoAEgWzR
185
VIEWS

გაზეთ „რეზონანსის“ 20 მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სარგებელი ნულოვანია“. სტატიაში ჟურნალისტი მაია ჩიტაია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის DCFTA-ს სარგებელი არ მოაქვს.

„რეზონანსი“,  მაია ჩიტაია, ჟურნალისტი: „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სარგებელი ნულოვანია იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ყოვლისმომცველი შეთანხმება მოქმედებს, ექსპორტი მცირდება, ქართული პროდუქტის ხარისხი ვერ გაუმჯობესდა. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ექსპორტმა ევროკავშირის ბაზრებზე იკლო და ქვეყანა კვლავ პოსტსაბჭოთა ბაზრების იმედად რჩება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეღავათიან რეჟიმს ამ ეტაპზე ქართული პროდუქციის ექსპორტზე დადებითად საერთოდ არ უმოქმედია. ქვეყანა ამით ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს და მხოლოდ იმპორტი რჩება მოგებული.“

„რეზონანსის“ მტკიცება, თითქოს საქართველოსთვის DCFTA-ს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, მანიპულაციაა. სტატიაში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქართული ეკონომიკის განსაკუთრებული წარმატების არარსებობის მიზეზად თვად ეს ხელშეკრულებაა დასახელებული და არ არის აღნიშნული შიდა ფაქტორები.

DCFTA-ის გაფორმების შემდეგ არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და სარგებელზე განსხვავებულ შეფასებას გვთავაზობს ეკონომისტი ბადრი გელიტაშვილი. მისი თქმით,  საქართველოს მხრიდან DCFTA-ით განსაზღვრული შესაძლებლობების სრულად ვერ გამოყენება გამოწვეულია ქვეყნის რიგი შიდა ფაქტორებით, როგორებიცაა ქვეყანაში სასამართლო და პოლიტიკურის სისტემის არაჯანსაღი მდგომარეობა. მისი შეფასებით, სწორედ ამ ფაქტორების გამო იკავებენ თავს უცხოელი ბიზნესმენები თვიანთი კაპიტალის საქართველოში დაბანდებისგან. ის აგრეთვე აცხადებს, რომ ექსპორტის დონე დამოკიდებულია იმ სახელმწიფოზე, რომელშიც ხდება ექსპორტირება და შესაბამისად, ხშირად ექსპორტის კლება ამ სახელმწიფოების შიდა ფაქტორებითაა გამოწვეული. ბადრი გელიტაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ საექსპორტო გადასახადების განულება ძალიან დიდი შეღავათია და სწორედ ეს ფაქტორი აძლევს ქართველ მეწარმეებს სტიმულს, თავიანთი საქონელი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ.

„ეს ხელშეკრულება რომ არ ყოფილიყო და ის ბარიერები, რომელიც ადრე არსებობდა, ისევ ძალაში ყოფილიყო, ვერავინ ვერ დაამტკიცებს იმას, რომ კიდევ უარესი შედეგები არ იქნებოდა ექსპორტის დინამიკაში.“- აცხადებს ბადრი გელიტაშვილი


მითების დეტექტორის ლაბორატორია 

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist