რატომ ეძებს კრემლი ნავალნის და სკრიპალების მოწამვლის კვალს საქართველოში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

13
VIEWS

2 სექტემბერს რუსეთის პარლამენტის წევრმა, დუმის  თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინმა РИА Новости-ისთან ინტერვიუში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის საქმეში საქართველოს და აშშ-ს კვალზე ისაუბრა. მისი თქმით, ნოვიჩოკის მსგავსს ქიმიური ნივთირებას რუსეთი არ აწარმოებს და ის საქართევლოს ტერიტორიაზე არსებულ ლაბორატორიაში ამერიკული მხარის მიერ, ასევე თავად აშშ-ში არის ხელმისაწვდომი.

დუმის დეპუტატის იური შვიტკინის განცხადება თითქოს  ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლა საქართველოში მდებარე ლაბორატორიას უკავშირდება, ანეკდოტური მტკიცებულებაა. რუსი  დეპუტატი საქართევლოსა და აშშ-ს ბრალს მტკიცებულებების გარეშე სდებს და კონტრბრალდებების მეთოდს მიმართავს, რასაც კრემლის მხრიდან სკრიპალების მოწამვლის დროსაც ჰქონდა ადგილი.

საქართევლოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია წლებია რუსეთის ხელისუფლების, კრემლის და მასთან დაკავშირებული მედიის სამიზნეა, რომელსაც სხვადასხვა ექსპერიმენტებს, ვირუსების გავრცელებას და სხვადასხვა დაუსაბუთებელ ბრალდებებს უკავშირებენ.

ადამიანის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა კრემლმა საქართველოში მდებარე ლაბორატორიას 2 წლის წინათაც დაუკავშირა, კერძოდ, ბრიტანეთში  სკრიპალების ნოვიჩოკით მოწამვლის დროს, როდესაც ბელინგქეთის გამოძიებამ რუსეთის ყოფილი ჯაშუშის ალექსეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში GRU-ს კვალი იპოვა. 2018 წლის 12 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიების შესახებ საუბრისას “პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის ბიოლაბორატორიების” საკითხს შეეხო და კონკრეტულად თბილისში მოქმედი “რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი” ახსენა, რომელიც მისი თქმით, “განსაკუთრებით საშიში და გამაღიზიანებელი კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა”. მანამდე საქართველოს კვალს სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ტელეარხი Zvezda-ც ეძებდა.  Zvezda-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელთან ფრანც კლინცევიჩთან, რომელიც არ გამორიცხავდა, რომ ბრიტანეთში მომწამლავი ნივთიერება საქართველოდან ან უკრაინიდან მოხვდა.

dsrg რატომ ეძებს კრემლი ნავალნის და სკრიპალების მოწამვლის კვალს საქართველოში?

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების ან ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგების მოწამვლის შესახებ კრემლის მიმართ არაერთი ბრალდება არსებობს, მათ შორის არის ალექსანდრ ლიტვინენკო, ფსბ-ს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ოჯახთან ერთად  რუსეთი 2000 წელს დატოვა და ლონდონში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო,  ის 2006 წელს პოლონიუმ-210-ით  მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა; 2004 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო სააარჩევნო კამპანიის პერიოდში დოქსინის სასიკვდილო დოზით იქნა მოწამლული; 2004 წელს ანა პოლიტკოვსკაიას მოწამვლა თვითმფრინავში სცადეს, როდესაც ის ჩრდილოეთ ოსეთში მიფრინავდა და ა.შ.

კრემლისა და ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეების მოწამვლისა ან მოწამვლის მცდელობების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებულ მასალაში

rusuli ssatsamlavi 0 0 რატომ ეძებს კრემლი ნავალნის და სკრიპალების მოწამვლის კვალს საქართველოში?

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist