რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია კოვიდ-19-ის შემთხვევების შესახებ ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

18
VIEWS

27 სეტემბერს სასულიერო პირმა დეკანოზმა ანდრია კემულარიამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტიკოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ, სადაც ის აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უცნობია და ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულებისა და კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობის გამოცხადება მოსახლეობის დაშინებას,“დაზაფვრას” ისახავს მიზნად.  დეკანოზ ანდრია კემულარიას განცხადება პოსტის სახით ფეისბუკ გვერდებმა “† საქართველოს იმედი †” და “† დიდ ხარ შენ უფალო †”გამოაქვეყნეს. 1-ლი ოქტომბრის მდგომარებით, პირველ შემთხვევაში პოსტს 1600-ზე მეტი გაზიარება და 6700-ზე მეტი რეაქცია აქვს, მეორე შემთხვევაში კი 49 გაზიარება. გარდა ამისა, ფეისბუკ ჯგუფში “ კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ”  დეკანოზ ანდრია კემულარიას ციტირებით იდენტური პოსტი ფეისბუკ მომხმარებელმა გვანცა ერემაძემაც გაავრცელა, რომელსაც 116 გაზიარება აქვს.

;

;

;

დეკანოზის განცხადება, თითქოს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მცდარია. ინფორმაცია კოვიდ-19-ით ინფიცირებულების საერთო რაოდენობის შესახებ სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge ყოველდღიურად ახლდება. გარდა ამისა, საქართველოს მიერ მიწოდებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე საერთო მონაცემების ნახვა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-ვერდზეც არის შესაძლებელი, ისევე როგორც დამოუკიდებელი მკვლევრებისა და კვლევითი ცენტრების მიერ  დაფუძნებულ ვებ-გვერდებზე.

ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გამოჩენისთნავე მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვებ-გვერდი  Stopcov.ge შეიქმნა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

ვებ-გვერდზე ინფორმაცია კორონა ვირუსის გავრცელებასთან და კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახლდება, რაც ჯამურ რაოდენობაში აისახება.

;
წყარო: stopcov.ge

საქართველოს მიერ მიწოდებული ოფიციალური მონაცემების საფუველზე საერთო მონაცემების ნახვა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-ვერდზე არის შესაძლებელი, ისევე როგორც დამოუკიდებელი მკვლევრებისა და კვლევითი ცენტრების მიერ  დაფუძნებულ ვებ-გვერდებზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-19-ის შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა ყოველდღიურად აღირიცხება, მათ შორის არის საქართველოც.

;
წყარო:covid19.who.int 

გარდა ამისა, საქართველოს შესახებ ინფორმაცია, როგორც კოვიდ-19-ის  ახალი შემთხვევების, ასევე გარდაცლილთა რაოდენობის, ტესტირებისა და ამ მონაცემების საერთო რაოდენობის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ დაარსებულ გვერდზე Worldometter. ორივე მათგანი ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, რითაც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასასხვა ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც სარგებლობენ.

;
წყარო: Worldmetter.info

;
წყარო:coronavirus.jhu.edu 


 მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

(xanax)

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist