რა წერია წიგნში საბჭოთა ჯარის დანაშაულების შესახებ და რას ამტკიცებს News Front?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

24
VIEWS

2020 წლის 26 ოქტომბერს კრემლისტურმა გამოცემამ News Front საქართველო გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “გერმანელმა ისტორიკოსმა გააქარწყლა ძველი მითი საბჭოთა არმიის “მხეცობების” შესახებ: გერმანელ ქალებს მასობრივად აუპატიურებდნენ ამერიკელები და ბრიტანელები”. სტატია ამტკიცებს, რომ კონსტანცის უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოსისა და მწერლის მირიამ გებჰარდტის 2015 წელს გამოცემულმა წიგნმა გააქარწყლა დასავლეთში გაბატონებული “მითი” წითელი არმიის მიერ აღმოსავლეთ გერმანიის ოკუპაციისას ჩადენილი სამხედრო დანაშაულების, მათ შორის მასობრივი გაუპატიურებების შესახებ და დაამტკიცა, რომ მსგავს დანაშაულს არა საბჭოთა ჯარისკაცები, არამედ პირველ რიგში ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი სამხედროები ჩადიოდნენ. News Front მირიამ გებჰარდტის წიგნს უპირისპირებს ბრიტანელი ისტორიკოსის ენტონი ბივორის 2002 წელს გამოქვეყნებულ წიგნს “ბერლინის დაცემა”, რომელიც გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ ერთ-ერთი პირველი ისტორიული ნაშრომი იყო.

News Front, ნიკა კორინთელი: “ხშირად ახსენებდნენ “გაუპატიურებულ გერმანიას”, რა თქმა უნდა, წითელი არმიის ჯარისკაცების მიერ, თუმცა “2 მილიონი გერმანელი ქალის გაუპატიურება” უარყოფილი იქნა მეორე მსოფლიო ომის საარქივო მასალების გამომზეურების შემდეგ. ყველაფერს ფარდა აჰხადა გერმანელმა ისტორიკოსმა და მწერალმა კონსტანცის უნივერსიტეტის პროფესორმა მირიამ გებჰარდტმა 2015 წელს გამოცემულ წიგნში “როცა მოვიდნენ ჯარისკაცები” (Als Die Soldaten Kamen), რომელშიც სულ სხვა ციფრები და ფაქტები მოჰყავს… ამერიკელებმა 190 ათას გერმანელ ქალზე იძალადეს, ბრიტანელებმა _ 45 ათასზე, ფრანგებმაც დაახლოებით იმდენივეზე.”

phgtqhj რა წერია წიგნში საბჭოთა ჯარის დანაშაულების შესახებ და რას ამტკიცებს News Front?phj რა წერია წიგნში საბჭოთა ჯარის დანაშაულების შესახებ და რას ამტკიცებს News Front?

News Front-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ტყუილია, რადგან გებჰარდტს საბჭოთა ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულები არ უარყვია და მისი ნაშრომი არც ენტონი ბივორის 2002 წლის კვლევას უპირისპირდება.  ამავე დროს გებჰარდტის წიგნში აღწერილია მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულები. ბრიტანელი მკვლევარების წიგნების სასწავლო პროცესში გამოყენება რუსეთში 2015 წლიდან აკრძალულია. 

მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე, როდესად მოკავშრეთა ძალებმა უშუალოდ გერმანიის ტერიტორია დაიკავეს, საბრძოლო მოქმედებებისას და ომის დასრულების შემდეგ ჯარისკაცების მიერ ქალების მასობრივი, ჯგუფური გაუპატიურებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამხედრო დანაშაული გახდა. თანამედროვე ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ მსგავს დანაშაულებს ჩადიოდნენ როგორც საბჭოთა არმიის ჯარისკაცები, ასევე დასავლელი მოკავშირეებიც, თუმცა სისასტიკითა და მსხვერპლის რაოდენობით საბჭოთა არმიის ქმედებები განსაკუთრებით გამოირჩეოდა. აღმოსავლეთ ფრონტის ისტორიის მკვლევრების შეფასებით საბჭოთა ჯარისკაცებმა 1944 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ომის ბოლო თვეებამდე გერმანიის ტერიტორიაზე დაახლოებით 2 მილიონამდე ქალი და გოგონა გააუპატიურეს.

მირიამ გებჰარდტისა და ენტონი ბივორის კვლევების შესახებ 

ერთ-ერთი პირველი ვრცელი ნაშრომი, რომელიც ამ თემაზე გამოქვეყნდა, ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსის და მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტი მკვლევრის ენტონი ბივეროს წიგნი – “ბერლინის დაცემაა”. წიგნი აღწერს 1944-1945 წლებში აღმოსავლეთ ევროპაში მყოფი წითელი არმიის ისტორიას და მათ შორის მის სამხედრო დანაშაულებსაც. ბივორის კვლევის თანახმად გერმანელი, პოლონელი, უკრაინელი და ასევე აღმოსავლეთ ევროპაში შრომით ბანაკებში გაგზავნილი რუსი ქალები წითელი არმიის ჯარისკაცების მიერ სისტემატური სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, მსხვერპლთა ასაკი კი 14-80 წლებს შორის მერყეობდა.

რაც შეეხება მირიამ გებჰარდტის 2015 წელს გამოქვეყნებულ წიგნს “როდესაც ჯარისკაცები მოვიდნენ” , წიგნში ავტორი შეეცადა კიდევ ერთხელ თავიდან შეეფასებინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში მოკავშირეთა ჯარისკაცების მიერ გერმანელი ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულები, თუმცა გერჰარდმა სხვა კვლევებისაგან განსხვავებით აქცენტი არა კონკრეტულად აღმოსავლეთ გერმანიასა და საბჭოთა ჯარისკაცებზე, არამედ ოთხივე მოკავშირის – ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სსრკ-ს სამხედროების დანაშაულებებზე. გებჰარდტს კვლევაში სურდა წარმოეჩინა, რომ 1945 წლის ბოლოს არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ნაწილში, არამედ მთელი გერმანიის ტერიტორიაზე სექსუალური ძალადობის თვალსაზრისით მეტნაკლებად მსგავსი სურათი იკვეთებოდა, რისი გაცნობიერება და აღიარებაც აუცილებელია თანამედროვე ისტორიკოსების მიერ.

განსხვავებით დასავლური სამეცნიერო წრეებისაგან, რუსი ისტორიკოსები და ხშირად რუსეთის ოფიციალური პირები წითელი არმიის მიერ გერმანელი ქალების მასობრივ გაუპატიურებას უარყოფენ. რუსული პროპაგანდა, რომელიც ხშირად ცდილობს “სამამულო ომში” გამარჯვების ისტორიულ მეხსიერების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, მასობრივი გაუპატიურებიბის შესახებ ცნობებს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის წვლილის უარსაყოფად შექმნილ  “დასავლურ მითებს” უწოდებს. სწორედ ამიტომ, 2015 წელს რუსეთში ოფიციალურად აიკრძალა მეორე მსოფლიო ომის ორი მკვლევრის, ბრიტანელი ისტორიკოსების ენტონი ბივორისა და ჯონ ქიგარდის წინგების (მათ შორის, ბივორის წიგნი “ბერლინის დაცემა”) საგანმანათლებლო მიზნებით სკოლებსა და უნივერსიტეტებში გამოყენება.

dhts რა წერია წიგნში საბჭოთა ჯარის დანაშაულების შესახებ და რას ამტკიცებს News Front?

News Front-ის განახლებული გვერდი და მისი გავრცელება სოციალურ ქსელში 

კრემლისტური გვერდი News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა და გვერდი ინფორმაციას 8 ენაზე, მათ შორის ქართულადაც აქვეყნებდა. 2020 წლის 30 აპრილს ფეისბუქმა News Front-თან დაკავშირებული ფეიქსბუქ გვერდები გააუქმა, რის შედეგადაც გამოცემას გავრცელება მნიშვნელოვნად შეეზღუდა. ფეისბუქ გვერდის გაუქმების შემდეგ ქართულ სოციალურ მედიაში News Front-ის მასალები რამდენიმე პრო-რუსული ჯგუფის საშუალებით ვრცელდება:

News Front საქართველომ ვებ-გვერდის მისამართი შეცვალა და ამჟამად მასალებს georgie.su  მისამართზე აქვეყნებს. ახალი დომეინი 19 დღის რეგისტრირებულია და მისი IP მისამართი ამსტერდამშია განთავსებული.

rthz რა წერია წიგნში საბჭოთა ჯარის დანაშაულების შესახებ და რას ამტკიცებს News Front?

ახალ ვებზე გამოქვეყნებული სტატიები ძველის მსგავსად ზემოთ ჩამოთვლილ სამ ჯგუფში ზიარდება.

utph რა წერია წიგნში საბჭოთა ჯარის დანაშაულების შესახებ და რას ამტკიცებს News Front?

ნიკა კორინთელის სტატიას სამი ჯგუფიდან ყველაზე მეტი გაზიარება  “კოტე ჩიკვილაძისა და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფში” აქვს, სადაც პოსტი 43 მომხმარებლის მიერ გაზიარდა.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია. 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist