ფეისბუქზე გიორგი მამარდაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გიორგი მამარდაშვილი
423
VIEWS

20 ივნისს ფეისბუქ-გვერდებმა აქტიურად გაავრცელეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შემდეგი ციტატა: “მე ის კი არ მწყინს რომ წავაგეთ, მწყინს რომ, ხალხს ფეხბურთი რომ ეყურებინათ, მთლიანი ხელფასი და პურის ფული დახარჯეს, ჩვენ კი შევარცხვინეთ” (1,2,3,4,5,6,7,8).

mamarda1 ფეისბუქზე გიორგი მამარდაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება mamarda2 ფეისბუქზე გიორგი მამარდაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება mamarda3 ფეისბუქზე გიორგი მამარდაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

გავრცელებული ციტატა ყალბია. მსგავსი განცხადება არც სოციალურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულა და არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. ინფორმაცია, რომ ციტატა ყალბია, ასევე დაადასტურა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესსამსახურმა.

ევროპის საფეხუბრთო ჩემპიონატზე 18 ივნისს საქართველოსა და თურქეთს შორის გამართული მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის კომენტარი მის ოფიციალურ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გამოქვეყნდა. ნაკრების მეკარის განცხადება პოზიტიურია. მან აღნიშნა, რომ გუნდით და ხალხით ამაყობს და გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მამარდაშვილი: სადებიუტო თამაში  @euro2024-ზე რომელიც ყველას გვემახსოვრება. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით! თამაში სადაც ყველამ დაინახა რომ არასდროს დავნებდებით! მადლობა გვერდში დგომისთვის.

mamarda4 ფეისბუქზე გიორგი მამარდაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

თავის განცხადებაში მამარდაშვილი არსად წერს, რომ თურქეთთან გამართულ შეხვედრაში დამარცხების რცხვენია. მსგავსი განცხადება არც სხვა ღია წყაროებში, არც ქართულ და ინგლისურენოვან მედიაში არ იძებნება. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თამუნა კაპანაძემ დაადასტურა, რომ გავრცელებული ციტატა ყალბია და გიორგი მამარდაშვილის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

არქივის ბმულები: 1,2,3,4,5,6


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist