ფაქტჩექერთა საერთაშორისო ქსელი (IFCN) ნობელის მშვიდობის პრემიაზეა ნომინირებული

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

8
VIEWS

ფაქტების გადამმოწმებელთა გლობალური თემის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, პოინტერის ინსტიტუტის ფაქტჩექერთა საერთაშორისო ქსელი (IFCN) 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზეა ნომინირებული. ამის შესახებ განცხადება ნორვეგიელმა დეპუტატმა და კულტურისა და განათლების ყოფილმა მინისტრმა, ტრინე სკეი გრანდემ გააკეთა.

IFCN 2015 წელს დაარსდა და მუშაობს ფაქტების გადამოწმების უფრო მაღალი სტანდარტების პოპულარიზაციისა და სანდო და ზუსტი ინფორმაციის ადვოკატირებისთვის. ქსელს ამჟამად მსოფლიოს 51 ქვეყანაში 79 ვერიფიცირებული წევრი ჰყავს, მათ შორის საქართველოში (მითების დეტექტორი და factcheck.ge).

2019 წლის ნოემბრიდან მითების დეტექტორი ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის ხელმომწერია და სრულიად იზიარებს IFCN-ის მიერ შეთანხმებულ და დადგენილ პრინციპებს. 2020 წელს მითების დეტექტორი ასევე გახდა IFCN-ის CoronavirusFactsAlliance გლობალური ალიანსის წევრია და 70 ქვეყნის 99 ფაქტჩექერ ორგანიზაციასთან ერთად COVID 19-ზე გავრცელებულ მითებს ებრძვის. გადამოწმებული ფაქტების უნიკალური ბაზა რომელიც ამ კოლაბორაციის ფარგლებში შეიქმნა მომხმარებელს კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით სანდო ინფორმაციას აწვდის. გლობალურ ალიანს მხარდაჭერა 2020 წლის პარიზის მშვიდობის ფორუმმა გამოუცხადა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist