Omicron ვარიანტის თუ შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ – რას და როდის აპროტესტებდნენ ფრანგი პოლიციელები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

25
VIEWS

4 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “მის კონგენიალურობა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საფრანგეთში პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ქმედებებზე უარი განაცხადა და ხალხის მხარეს გადავიდა. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამართალდამცველები ბორკილებს მიწაზე ყრიან. 5 დეკემბერს ანალოგიური ვიდეო გაავრცელა ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები”. პოსტში ნათქვამია, რომ პოლიცია მარკონი და ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ გამოვიდა. 6 დეკემბერის მდგომარეობით “მის კონგენიალურობის” პოსტს 4 700-მდე გაზიარება აქვს, “ბოლო ჟამის ქრისტიანების” პოსტს კი 270.

"

მტკიცება, რომ ვიდეოში ასახული პოლიციელების პროტესტი კორონავირუსის ახალ Omicron ვარიანტს, საფრანგეთში კოვიდ-19-თან საბრძოლველად მიღებულ რეგულაციებს ან მათ წინააღმდეგ გამართულ საპროტესო აქციებს უკავშირდება მცდარია. ვიდეო 2020 წლის ივნისში გამართულ საპროტესო აქციას ასახავს. პოლიციელები აცხადებდნენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ ძალადობაში და რასიზმში დადანაშაულების გამო და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

იდენტური ვიდეო 2020 წლის ივნისში ფრანგულ საინფორმაციო გვერდებზეგამოქვეყნდა. ის მართლაც ფრანგი სამართალდამცველების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ასახავს, თუმცა მას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს. 2020 წლის 12 ივნისს პოლიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ხელბორკილები დაყარეს. ისინი ამბობდნენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ რასიზმში და ძალადობაში დადანაშაულების გამო. ამასთანავე, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტოფ კასტანერის გადადგომას მოითხოვდნენ, რადგან მან პოლიციისათვის ახალი შეზღუდვები შემოიღო, რომლითაც არასათანდო საქციელში დადანაშაულებულ ნებისმიერ პოლიციელს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ შეუწყდებოდა. სწორედ კასტანერის გადადგომის მოთხოვნა ისმის გავრცელებულ ვიდეოებშიც. მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი 2020 წლის 6 ივლისს დატოვა. ვიდეო მცდარი აღწერით, რომელიც მას კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებს უკავშირებდა სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. ის Reuters-მაც გადაამოწმა და მცდარ ინფორმაციად შეაფასა.

საფრანგეთის პოლიციის ვაქცინების და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებიში მონაწილეობის შესახებ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist