“მითების დეტექტორი” ევროპარლამენტის არჩევნების წინ ფაქტების გადამოწმების ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის შექმნაში მონაწილეობს 

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

87
VIEWS

ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელსა (EFCSN) და  ევროპის მასშტაბით მოქმედ 40-ზე მეტ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის კოალიციასთან ერთად, “მითების დეტექტორი” მონაწილეობს Google-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტში, რომელიც 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ფაქტების გადამოწმების ყოვლისმომცველ მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს. 

პროექტის Elections24Check ფარგლებში შეიქმნა ღია მონაცემთა ბაზა, რომლის ანალოგიც აქამდე არ შექმნილა და რომელიც აერთიანებს პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადამოწმებულ ფაქტებს, გავრცელებული დეზინფორმაციის ანალიზს, ანალიტიკურ სტატიებს და ნარატიულ ანგარიშებს კონტინენტთაშორისი იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც 40+ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის კოალიციის მიერ აღირიცხა.

მონაცემთა ბაზა აერთიანებს 2024 წლის ევროპის არჩევნებთან დაკავშირებულ მტკიცებებს. მომხმარებლებს შეუძლიათ მოძებნონ და გაფილტრონ სტატიები სხვადასხვა ენაზე, რომლებიც ეხება კონკრეტულ ქვეყნებსა და პოლიტიკურ პარტიებს და ისეთ თემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, უსაფრთხოება, თავდაცვა და ა.შ. პროექტის მიზანია, გაიზარდოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და შექმნას ინფორმაციული რესურსი ევროპის მოქალაქეებისთვის არჩევნების წინ.

პროექტის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომი იქნება სტატისტიკური ინფორმაცია დეზინფორმაციის ტენდენციების შესახებ. მას შემდეგ, რაც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები შეიყვანენ თავიანთ მონაცემებს, დამოუკიდებელ მკვლევარებს ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ წვდომა სრულ მონაცემთა ბაზაზე.

პროექტში მონაწილე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ასევე გამოაქვეყნებენ ანგარიშებს, რომლებიც მონაცემების ანალიზს მოიცავს.

EFCSN-ის თავმჯდომარე კარლოს ჰერნანდეს-ეჩევარიას თანახმად: „Elections24Check შექმნის ონლაინ მისინფორმაციის ადრეული გამოვლენის სისტემას მთელი კონტინენტისთვის. პროექტი აერთიანებს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებს არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ მის მომიჯნავე ევროპულ სახელმწიფოებსაც. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დეზინფორმაცია ფართოდ ვრცელდება საზღვრებს მიღმა“.

Google-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის სამთავრობო და საჯარო პოლიტიკის საკითხებში, ანეტ კრობერ-რიელის, თქმით: „სიამაყით ვუჭერთ მხარს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საქმიანობას ევროპის მასშტაბით ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული მისინფორმაცია შეიძლება საზღვრებს მიღმა გავრცელდეს და საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ პროცესებს. მოცემული ინიციატივა, რომელსაც EFCSN და მისი 40+ წევრი ორგანიზაცია უძღვება, ხელს შეუწყობს ამომრჩევლებისთვის ხარისხიან ინფორმაციის მიწოდებას და გზას გაუხსნის საარჩევნო კოალიციების შექმნას მომავალში“.

პროექტში ჩართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები კისრულობენ ვალდებულებას გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის კუთხით, რაც ორიენტირებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე, როგორც ეს დადგენილია ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციების სტანდარტების ევროპული კოდექსით.

მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია აქ:  https://elections24.efcsn.com/.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist